24/09/2026
✨ ყველა პროექტს, რომელსაც Lemons Development მართავს, ერთი მნიშვნელოვანი რამ აერთიანებს - სერვის კომპანია.
» ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება კორპუსი არა მხოლოდ ჩაბარების დღეს, არამედ წლების შემდეგაც.
→ ამიტომ ვზრუნავთ საერთო სივრცეებზე, სისუფთავეზე, გამწვანებაზე, ტექნიკურ გამართულობასა და იმ იერსახის შენარჩუნებაზე, რომლითაც პროექტი თავდაპირველად შეიქმნა.
⤷ სწორედ ამისთვის გვყავს მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერების დეპარტამენტიც - რომ თითოეული საკითხი დაფიქსირდეს, არ დაიკარგოს და მასზე ეტაპობრივად დაიწყოს მუშაობა.
✓ ჩვენთვის კმაყოფილი მობინადრე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ხარისხიანად აშენებული კორპუსი. რადგან საბოლოოდ კარგად მოვლილი და გამართული შენობა არა მხოლოდ უკეთესი საცხოვრებელი გარემოა - ის უფრო ღირებული აქტივია.
📌 და თუ ზოგჯერ ფიქრობთ, რომ Lemons Development-ში ფასი უფრო მაღალია, გვინდა იცოდეთ, რას მოიცავს ეს ფასი:
▸ თქვენ ჩვენთან მხოლოდ ბინას კი არ ყიდულობთ, არამედ მთლიან ციკლს - პროექტიდან და მშენებლობიდან, შემდგომ მართვამდე და იმ გარემოზე ზრუნვამდე, სადაც წლების განმავლობაში იცხოვრებთ.