07/05/2026
ვაკანსიები თბილისში და ბათუმში🦦
ვოდკასტი ეძებს გუნდის ახალ წევრებს, რომლებსაც აინტერესებთ მუსიკალურ ფირფიტებთან, აუდიო აპარატურასთან მუშაობა და ხალხთან კომუნიკაცია. სამუშაო გრაფიკი მოქნილია - კვირაში 2 დღე, 13:00-დან 21:00-მდე.
ძირითადი მოვალეობები:
- მოხმარებლებისთვის სათანადო მომსახურების გაწევა ფიზიკურ მაღაზიაში და ონლაინ.
- მაღაზიაში წარმოდგენილი ფირფიტების კოლექციის და აუდიო ტექნიკის შესწავლა, მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა.
- გაყიდვის ოპერაციების ჩატარება და მათი აღრიცხვა ელექტრონულად.
ძირითადი მოთხოვნები: თვითორგანიზებულობა, კომუნიკაციის უნარი, ქართული ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება მუსიკალურ სფეროში და/ან რითეილ გაყიდვებში გამოცდილების არსებობა.
დაინტერესებულმა პირებმა, 20 მაისამდე გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი მეილზე [email protected]. subject ველში მიუთითეთ შესაბამისად “ვაკანსია თბილისში” ან “ვაკანსია ბათუმში”.