Open Net / ოუფენ ნეტი

Open Net / ოუფენ ნეტი საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა

საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ", 2015 წლის 21 ივლისს ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“დააფუძნა.

„ოუფენ ნეტი“ საქმიანობას ახორციელებს 2016 წლის 28 ივლისს მთავრობის მიერ დამტკიცებული #375 დადგენილების შესაბამისად. იხ.ბმული https://matsne.gov.ge/ka/document/view/3355632

პროგრამის მიზანი: მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის ხელშეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით.

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება საშუალებას იძლევა ქვეყანა სრულყოფილად დაიფაროს ოპტიკური მაგისტრალებით, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივი ოპერატორების მიერ საცალო ქსელის განვითარებას და ინტერნეტის აბონენტებამდე მიყვანას. შედეგად, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება ისეთი პროგრამები და სერვისები, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, კომერცია და სხვა თანამედროვე სერვისები - ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში, სადაც აქამდე მსგავსი მომსახურება არ ყოფილა.

პროგრამის კოორდინატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

11/08/2026
Log-In Georgia  ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის კონკურსში ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა📢პროექტი Log-In Georgi...
14/07/2026

Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის კონკურსში ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა

📢პროექტი Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS Prizes) კონკურსში, რომელშიც 122 ქვეყნის 1,600-მდე პროექტი მონაწილეობდა, მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულ ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა (კატეგორიაში C6: Enabling Environment).

🔵ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტი (WSIS) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალურ კავშირს წარმოადგენს, რომელსაც კოორდინაციას საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) უწევს.

🔵ოუფენ ნეტის დირექტორის, მარიამ სულაბერიძის თქმით, აღნიშნული გამარჯვება პროექტ Log-In Georgia-ს საერთაშორისო აღიარებაა, რაც ხაზს უსვამს პროექტის მნიშვნელობას და გლობალური ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში საქართველოს ძალისხმევას, შექმნას უკეთესი გარემო და ქვეყნის ციფრული ინტეგრაციის მყარი საფუძველი. მისი შეფასებით, WSIS Prize-ის ნომინაციები და ჯილდოები მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა იმ პროექტების აღიარებისთვის, რომლებიც შეესაბამება WSIS-ის მიზნებს - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნას ინკლუზიური და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული საინფორმაციო საზოგადოება.

➡️ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობის მიზნით, თბილისი-მარნეული-წალკის მიმართულებაზე საპროექტო სამუშაოები დაიწყო. 🧑...
05/06/2026

➡️ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობის მიზნით, თბილისი-მარნეული-წალკის მიმართულებაზე საპროექტო სამუშაოები დაიწყო.

🧑‍🧑‍🧒‍🧒170 კმ-იანი ინფრასტრუქტურა მოიცავს თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების ყველა იმ სოფელს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200 და მეტია.

🔍დღეისათვის საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასრულებული და მიმდინარე პროექტების მოცულობა 3 750 კმ -ს, ხოლო სატენდერო ეტაპი - 630 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურას შეადგენს.

▶️საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი  ქსელის მშენებლობის მიზნით, საპროექტო სამ...
29/05/2026

▶️საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობის მიზნით, საპროექტო სამუშაოები დაიწყო წალკა-ახალქალაქი-ახალციხის მიმართულებაზე.

🧑‍🧑‍🧒‍🧒მიმართულება მოიცავს ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ბორჯომის, ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტების იმ სოფლებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200 და მეტია.

➡️დასრულებული პროექტების, მიმდინარე სამშენებლო არეალებისა და ქსელის ტექნიკური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ოუფენ ნეტის ციფრულ რუკაზე - https://maps.opennet.ge

🔍საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასრულებული და მიმდინარე პროექტების შესახებ  განახლდა ინფორმა...
13/05/2026

🔍საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასრულებული და მიმდინარე პროექტების შესახებ განახლდა ინფორმაცია ოუფენ ნეტის ციფრულ რუკაზე https://maps.opennet.ge

✅ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის OFDS (Open Fiber Data Standard) სტანდარტის ინტერაქტიული ციფრული პლატფორმა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობისა და მართვისთვის შექმნილი გზამკვლევია, რომლის საშუალებით ტელეკომ-ოპერატორებს შეუძლიათ მარტივად მოიძიონ და შეარჩიონ ოუფენ ნეტის მიერ შეთავაზებული სერვისები. რუკაზე განთავსებულია ინფორმაცია სერვისის მიწოდების წერტილებისა და მათ შორის კავშირების, ასევე მომსახურების ხელმისაწვდომობისა და სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.

✅ოუფენ ნეტის ციფრული რუკა ეტაპობრივად ახლდება და ტექნიკურ მონაცემებზე წვდომის პარალელურად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია თვალი ადევნოს მიმდინარე პროექტებს.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ციფრული რუკა, სერვისების მოძებნა, შეკვეთა

🔹„Log-In Georgia”-ს პროექტის ფარგლებში,  კახეთი-თიანეთის მიმართულებაზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობის მიზნით, ტენდ...
06/04/2026

🔹„Log-In Georgia”-ს პროექტის ფარგლებში, კახეთი-თიანეთის მიმართულებაზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა.

🔍ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შემდეგ ბმულზე:
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=679824&lang=ge

Address

7b Nikoloz Kipshidze Str
Tbilisi
0162

Telephone

+995322400178

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Open Net / ოუფენ ნეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Open Net / ოუფენ ნეტი:

Shortcuts

Share