IT სერვისისა და აუთსორსინგის კომპანია კომპსეკურიტი “COMPSECURITY” დაარსდა 2013 წელს. კომპანიის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით.
ჩვენი მისიაა მაქსიმალურად და ადეკვატურად ვუპასუხოთ ქართულ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას ხარისხზე, შევთავაზოთ კლიენტებს ალტერნატივა და სხვა მრავალი, მაღალი ხარისხის სერვისი, მისაღებ ფასად.
21-ე საუკუნე - ეს არის ის პერ
იოდი, როდესაც ძალიან განვითარდა ბიზნესი და ინფორმაციულ -ტექნოლოგიური სფერო.
დღეს ყველა იყენებს კომპიუტერს, პერიფერიულ მოწყობილობებს და ინტერნეტს, რათა სწრაფად, სწორად და ხარისხიანად ამუშაონ თავიანთი ბიზნესი. ამისთვის საჭიროა, კომპანიაში გამართული იყოს ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარე. ინფორმაციულ - ტექნლოგიური სფეროს განვითარებასთან ერთად გაიზარდა მოთხოვნა სერვისის შესრულების ხარისხზე. არსებობს უამრავი კომპანია, რომელიც IT - სფეროში გვთავაზობთ მომსახურებას, მაგრამ გამოუცდელი და არაკომპეტენტური კადრებით ხდება ისე, რომ ისინი ვერ ასრულებენ დაკისრებულ სამუშაოს განსაზღვრულ პერიოდში - გამომიდინარე აქედან კლიენტი კარგავს სურვილს ითანამშრომლოს არამარტო ამ კომპანიასთან, არამედ შემდგომ ანალოგიურ სერვისის კომპანიასთან . რაც შეეხება კერძო პირებს, მათ კომპიუტერებთან მუდმივი პრობლემაა: გაუმართავია ქსელი, ოპერაციული სისტემა, პერიფერიული მოწყობილობები და შესაბამისად კომპიუტერი მუდამ დავირუსებულია.
ჩვენი მიზანია, ინფორმაციულ - ტექნოლოგიური სფეროს განვითარება. IT აუთსორსინგი, რომელიც, ჩვენს შემთხვევაში, დახვეწილი, ხარისხიანი და ეფექტურია, გამომდინარე აქედან, შევისწავლეთ რა ბაზარზე არსებული მდგომარეობა, შევიმუშავეთ პროექტი, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ თქვენივე პრობლემის გადაჭრას.
ჩვენი კომპანია Microsoft-ისა და Mont-ის პარტნიორია, გამომდინარე აქედან ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად, მარტივად და ხარისხიანად მოვემსახუროთ ნებისმიერ კლიენტს.
მნიშვნელოვანია თუ რა როლს ითამაშებს ,,კომპსეკურიტი" საქართველოში მოქმედი კომპანიების ლიცენზირების საკითხთან მიმართებაში. გარდა იმისა, რომ არალიცენზირებული პროგრამების გამოყენება სხვადასხვა ტექნიკურ რისკებთანაა დაკავშირებული, უპირველეს ყოვლისა, პროგრამული უზრუნველყოფის ულიცენზიოდ გამოყენება, საავტორო უფლებების დარღვევას წარმოადგენს და შესაძლოა გამოიწვიოს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება დამრღვევი ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირზე.
დღეისათვის კომპანიების უმრავლესობა ითვალისწინებს ამ რისკ-ფაქტორებს და
პროგრამული უზრუნველყოფისას, უპირატესობას სწორედ ლიცენზირებულ პროდუქტს ანიჭებს.
პროგრამული უზრუნველყოფის ლეგალური გზით მომხმარებელი დაცულია ყველანაირი
ვირუსული და მავნე პროგრამებისგან, უზრუნველყოფილია მწარმოებლის საგარანტიო
მომსახურებითა და ტექნიკური მხარდაჭერის სერვისით და რაც ყველაზე მთავარია,
თავისუფლდება იურიდიული კანონდარღვევის პასუხისმგებლობის დაკისრების საფრთხისგან.