Webster.ge

Webster.ge Webster.ge - ჩვენ ♥ IT!
საიტები, სერვერები, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს!

WEBSTER.GE დიახ ჩვენ შეგვიძლია!

*** ხელმისაწვდომი ***
შენი იდეა განხორციელებადია! თან ძვირიც არ ღირს. დაგვიკავშირდი და სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.

*** სწრაფი ***
სწრაფად ვმუშაობთ... ძალიან სწრაფად! წინასწარ შეთანხმებულ თარიღს არასოდეს ვაცილებთ.

*** გარანტირებული ***
ფუნქციების გამართულად მუშაობის გარანტია. დედლაინის გარანტია. დამატებითი ბონუსების გარანტიაც!

*** ინდივიდუალური ***
შენ ინდივიდუალური ხარ! შენი იდეა უნიკალურია! ეს ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტია!

👜შეიძინეთ განვადებით ან ნაღდიანგარიშწორევით❤️ბალენსიაგას ჩანთა✅ფერი:  კრემისფერი, ბეჟი✅მასალა: დამუშავებული ტყავი✅მზარზე...
03/07/2018

👜შეიძინეთ განვადებით ან ნაღდიანგარიშწორევით
❤️ბალენსიაგას ჩანთა
✅ფერი: კრემისფერი, ბეჟი
✅მასალა: დამუშავებული ტყავი
✅მზარზე გადასაკიდი
დაგვიკავშირდით: 579950339

👜შეიძინეთ განვადებით ან ნაღდი ანგარიშწორებით!💜შანელის გამჭვირვალე, ფერადი ჩანთა✅ფერი: ფერადი, გამჭვირვალე ✅მასალა: გამჭვ...
03/07/2018

👜შეიძინეთ განვადებით ან ნაღდი ანგარიშწორებით!
💜შანელის გამჭვირვალე, ფერადი ჩანთა
✅ფერი: ფერადი, გამჭვირვალე
✅მასალა: გამჭვირვალე ლაქი
✅რკინის ჯაჭვით
დაგვიკავშირდით: 579950339

👜შეიძინეთ ნაღდი ანგარიშწორებით! იჩქარეთ რაოდენობა შეზღუდულია!💜Loose Baggy Denim Wide Jumpsuit Black✅ფერი:  შავი ფერადი პ...
03/07/2018

👜შეიძინეთ ნაღდი ანგარიშწორებით! იჩქარეთ რაოდენობა შეზღუდულია!
💜Loose Baggy Denim Wide Jumpsuit Black
✅ფერი: შავი ფერადი პრინტით
✅მასალა: ჯინსი

როგორ კეთდება ვებ-საიტი?http://webster.ge/?menuid=42&id=2&lang=11. იწერება ტექნიკური დავალება2. თანხმდება საბოლოო დიზაინ...
22/02/2014

როგორ კეთდება ვებ-საიტი?
http://webster.ge/?menuid=42&id=2&lang=1

1. იწერება ტექნიკური დავალება
2. თანხმდება საბოლოო დიზაინი
3. იწერება საიტის ფუნქციონალი
4. ხდება SEO ინტეგრაცია, მთვლელების რეგისტრაცია
5. ტექ-მხარდაჭერა
6. ვებ-მარკეტინგი
7. ცოტა მაგიაც
და საიტი მზად არის!

სანამ თითოეულ პუნქტს ვრცლად განვმარტავთ, რამოდენიმე რჩევა იმათ ვისაც საიტის შეკვეთა სურს:

• იქონიეთ მკაფიო ხედვა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თქვენი საიტი. რას უნდა აკეთებდეს, რა მიზნები ექნება, როგორ უნდა გამოიყურებოდეს, მომავალი განვითარების გეგმა. • ინტერნეტში მოძებნეთ მსგავსი საიტები, განიხილეთ რომელ საიტში რა ფუნქცია მოგწონთ და რა არ მოგწონთ, შეიქმენით ბაზისური წარმოდგენა თუ როგორ მუშაობს ვებსაიტები, და მიაქციეთ ყურადღება დეტალებს.
• იმისათვის რომ იპოვოთ კარგი დეველოპერი, შეათვალიერეთ მისი პორტფოლიო, დაუკავშირდით დეველოპერის მიერ შექმნილი საიტების მფლობელებს და კითხეთ მათ აზრი, რამდენად ადვილი იყო დეველოპერთან ურთიერთობა, რამდენად დროზე შეასრულა სამუშაო და ა.შ.
• თუ იპოვეთ სასურველი პიროვნება ან კომპანია, ვინაც საიტი უნდა გაგიკეთოთ, მიეცით რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია თქვენი საიტის შესახებ - საიტის მონახაზი თუნდაც ფურცელზე დახატული, ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ და ისტორია, მსგავსი საიტების ჩამონათვალი, რომელი ფუნქციები მოგწონთ, რომელი არა. რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდით, მით უფრო ჩაწვდება დეველოპერი თქვენს აზრს.
• ერთი კონსულტაცია არ კმარა! სანამ კონტრაქტს დადებთ, დეველოპერთან უნდა შეათანხმოთ ყველა დეტალი, რის საფუძველზეც დეველიპერმა უნდა გადმოგცეთ თქვენი საიტის ტექნიკური დავალება, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თქვენი საიტის ჩონჩხი და ფუნქციონალი. ამ ტექნიკურ დავალებას თქვენ კონტრაქტში დანართად გამოიყენებთ. კარგად გადაიკითხეთ ტექნიკური დავალება, თუ რამე შესაცვლელია - შეცვალეთ, რადგან კონტრაქტის შემდეგ დეველოპერი არ არის ვალდებული დაწეროს ან გადააკეთოს ფუნქციონალი რომელიც ტექნიკურ დავალებასთან შეუსაბამოა.
• დეველოპერი ქმნის საიტის ვიზუალურ ნაწილს და ფუნქციებს. გაითვალისწინეთ, საიტზე ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ და არა დეველოპერი. ის ქმნის საიტზე ინფორმაციის განთავსების საშუალებებს და არ ათავსებს საიტზე თქვენს ინფორმაციას. მეორეს მხრივ, დეველოპერი ვალდებულია ჩაატაროს ტრენინგი საიტის ფუნქციონალის გამოყენების შესახებ.

ვებ-საიტის გაკეთების ნაბიჯები:

1. ტექნიკური დავალება. დეველოპერი ვალდებულია დაწეროს სრული ტექნიკური დავალება დამკვეთის ყველა მითითების გათვალისწინებით. უმცირეს დეტალებში უნდა იყოს აღწერილი საიტის ჩონჩხი და ფუნქციონალი. დღესდღეობით ყველაზე პოპულარული მეთოდი არის On-click ტექნიკური დავალებები, სადაც აღწერილია საიტზე არსებული ყველა ბმული და თუ სად გადაყავს მომხმარებელი ამ ბმულს, ან რა ფუნქციას ასრულებს. ტექნიკური დავალებაში ცვლილებები შესაძლებელია რამოდენიმეჯერ მოხდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მანამდე, სანამ დამკვეთს და შემსრულებელს შორის კონტრაქტი დაიდება და მოცემული ტექნიკური დავალება კონტრაქტის დანართად იქცევა. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ტექნიკური დავალების შეცვლა შეუძლებელი იქნება, თუ ეს კონტრაქტში არ არის გათვალისწინებული.

2. საიტის დიზაინი. დეველოპერი ამზადებს საიტის ვიზუალურ ნაწილს, სადაც გათვალისწინებულია ყველა ელემენტი, სტილები, განლაგება და ა.შ. საიტის დიზაინის შექმნის პროცესში შესაძლებელია ჩაერთოს დამკვეთი და მისცეს გარკვეული მითითებები მანამდე, სანამ საიტის დიზაინი დამაკმაყოფილებელი იქნება დამკვეთისათვის.

3. საიტის ფუნქციონალი. როდესაც დეველოპერი საიტის ფუნქციონალზე იწყებს მუშაობას, დამკვეთს ეკრძალება საიტის დიზაინში ცვლილების შეტანა. შესაძლოა დამკვეთისათვის უმნიშვნელო დეტალის ცვლილება ითხოვდეს რადიკალურ ცვლილებას ფუნქციონალში. დეველოპერი არგებს მის მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზებსა და დაწერილ ფუნქციებს საიტის დიზაინს, ამატებს სატესტო ინფორმაციას დაწერილი ფუნქციონალის შესამოწმებლად.

4. საიტის გავრცელება. რა აზრი აქვს გქონდეთ საიტი, მაგრამ ხალხს არ ქონდეს ინფორმაცია მისი არსებობის შესახებ? საიტის ინტეგრაცია საძიებო სისტემებში (Google, Yahoo, Bing, ა.შ.) აუცილებელი პირობაა საიტის გავრცელებისათვის. ეს არის რთული პროცესი და შემსრულებელთან თავიდანვე უნდა იყოს შეთანხმებული, სანამ ფუნქციონალის წერას დაიწყებს. ამ დროს საიტის ბმულები იგება საძიებო სისტემების სტანდარტების შესაბამისად, იმისათვის რომ საიტი გახდეს ადვილად პოვნადი.

5. ტექნიკური მხარდაჭერა. დაკვირვებულხართ, თუ როგორი სიხშირით გიწევთ ოპერაციული სისტემის განახლება? ან აპლიკაციის განახლებული ვერსიის გადმოწერა? აბსოლუტურად ყველა პროგრამას და ვებ-საიტს ჭირდება ტექნიკური მხარდაჭერა, იმისათვის რომ აღმოიფხვრას გამორჩენილი თუ გაჩენილი შეცდომები, ასევე დაემატოს ახალი ფუნქციები და გათვალისწინებულ იქნას საიტის მომხმარებლების მოთხოვნები. ტექნიკური მხარდაჭერა ხანგრძლივი პროცესია და ხშირად დამკვეთი უკვეთავს შემსრულებელს ტექნიკურ მხარდაჭერას შეთანხმებული ყოველთვიური ანაზღაურების საფუძველზე.

6. ვებ-მარკეტინგი. როდესაც საიტი ოპტიმიზირებულია საძიებო სისტემებისთვის, საჭიროა საიტზე განთავსებული ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, უფასო და ფასიან სარეკლამო წყაროებში, იმისათვის რომ თქვენი საძიებო სიტყვებს და ფრაზებს უფრო მეტი ძალა ქონდეს საძიებო სისტემებში.

7. ცოტა მაგიაც! ამ ყველა ნაბიჯის გაერთიანება და კარგი საიტის შექმნას ჭირდება ჯგუფი, რომელიც ძირითადად შედგება 2-3 ნიჭიერი ადამიანისგან, რომლებიც ფლობენ იმის მაგიას, რომ იმუშაონ ერთმანეთთან შეთანხმებულად, ერთ გუნდად და შექმნან ხარისხიანი, ერთიანი, საამაყო პროდუქტი და გაამართლონ დამკვეთის იმედები! საბედნიეროდ, ჩვენ ასეთი ჯგუფები გვყავს, რომლებსაც ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში, აუცილებლად გაგაცნობთ!

სპეც-პაკეტი: სამი ერთშიhttp://webster.ge/?menuid=42&id=1&lang=1პაკეტში შედის უნიკალური დიზაინის ვებ-საიტი, გვერდების, სი...
22/02/2014

სპეც-პაკეტი: სამი ერთში
http://webster.ge/?menuid=42&id=1&lang=1

პაკეტში შედის უნიკალური დიზაინის ვებ-საიტი, გვერდების, სიახლეების, შეთავაზებების მართვის შესაძლებლობით, მარტივი და მრავალფუნქციური ადმინისტრატორის პანელი, 2 ან მეტი ენის მხარდაჭერით:

• დიზაინი, რომელიც ერგება ნებისმიერი გაფართოების მონიტორს, გატესტილი ყველა ინტერნეტ-ბრაუზერზე.
• პლანშეტებზე მორგებული დიზაინი.
• სმარტფონებზე და მობილურ ტელეფონებზე მორგებული დიზაინი.
• ვებ-საიტის ადაპტაცია Android აპლიკაციაში.
• სოციალურ ქსელებში ინტეგრაცია.

პაკეტის ღირებულება: სულ რაღაც 1050 ლარიდან!

სტატისტიკურად, მსოფლიოში მობილური ტელეფონების მოხმარებლების 65% იყენებს ტელეფონს ინტერნეტში შესასვლელად და ეს ციფრი ყოველწლიურად 5-7%-ით იზრდება, ამასთან ერთად, იზრდება თავად მობილური ტელეფონების მომხმარებლების რიცხვიც!

პლანშეტების შემოსვლამ ბაზარზე მოახდინა ახალი მოთხოვნის შექმნა მომხმარებლებში და კომპიუტერული ტექნიკის ბაზრის რადიკალური ტრანსფორმაცია. პლანშეტების მომხმარებლების რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება და ამ მომხმარებლების 95% ძირითადად იყენებს პლანშეტებს ინტერნეტში შესასვლელად!

საინტერესოა, რომელი ოპერაციული სისტემაა ყველაზე პოპულარული მსოფლიოში? პასუხი მარტივია: რომელსაც უფრო მეტი აპლიკაცია აქვს! ამიტომ არის Android და iOS ყველაზე ძლიერი ოპერაციული სისტემები. Android-ის პლატფორმაზე უკვე 1 100 000 აპლიკაცია, ხოლო iOS-ზე 1 000 000 აპლიკაციაა დაწერილი და ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება. ვებ-საიტის გაპოპულარება და გავრცელება მობილური აპლიკაციებით, ყველა პლატფორმაზე ხელმისაწვდომობით და სოციალური ქსელებით, ყველაზე სანდო, ეფექტური და მარტივი საშუალებებია.

ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან, მოგვმართეთ და შეუკვეთეთ სპეც-პაკეტი რეკორდულად დაბალ ფასად!

20/02/2014

როგორც იქნა მივიყვანე ჩემი ტელეფონი სასურველ შედეგამდე :) ios8 მინდა რომ დაახლოებით იგივე ფუნქციებით იყოს აღჭურვილი, ჩვეულებრივმა მომხმარებლებმა რომ შეძლოს სარგებლობა.

დამატებული ფუნქციები:
* რამოდენიმე თემა გადაწერილი ერთმანეთზე, იკონკების გარშემოწერილობის ცვლილება ყველა იკონკაზე;
* აპლიკაციების დასახელებების დამალვა;
* მეექვსე რიგის დამატება თითოეულ გვერდზე;
* ბარელის გვერდის გადაფურცვლის ანიმაცია;
* ანტენის და ბატარეის მანიშნებლები სტატუს ბარში, ოპერატორის სახელის დამალვა;
* დოკის ფონის ცვლილება, იკონკების 3dში გადაყვანა;
* პროგრამებში თეთრი ფონის და ელემენტების მაგივრად შავი ფონი და ელემენტები,
* ყველგან შავი კლავიატურა;
* არასაჭირო პროგრამების voicemail, voice control, siri -ს გათიშვა;
* slide to unlock ტექსტის მოშორება;
* control center- ში არასაჭირო პარამეტრების წაშლა, ახალი პარამეტრების დამატება, გახსნილი აპლიკაციების დახურვის ფუნქცია;
* მთელ იოს-ში აჩქარებული ანიმაციები სწრაფი რეაგირების შეგრძნებისთვის;
* პროცესორის სიხშირის ოდნავი ოვერკლოკი, ბატარეის ოპტიმიზაცია;
* სასურველი აპლიკაციის თითის ანაბეჭდით გახსნა;
* პერსონალური ზარები ყველა პიროვნებაზე;
* ჩემი გაკეთებული ვოლპეიპერები.

BINEBI.info უძრავი ქონების საიტიდეტალური ინფოსთვის ეწვიეთ http://webster.ge/მუშა ვებსაიტის ლინკი: http://binebi.info/Bin...
18/02/2014

BINEBI.info უძრავი ქონების საიტი
დეტალური ინფოსთვის ეწვიეთ http://webster.ge/
მუშა ვებსაიტის ლინკი: http://binebi.info/

Binebi.info უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავების ვებ-საიტი.
▶ საიტი აგებულია უახლესი ვებ-სტანდარტებით;
▶ გვერდების ავტომატური და მაქსიმალური ოპტიმიზაცია გენერაცია Google და სხვა საძიებო სისტემებისთვის;
▶ მრავალფუნქციური და გამართული ძიების სისტემა;
▶ მარტივი და გასაგები სამომხმარებლო ინტერფეისი;
▶ საბარათე და აპარატებით გადახდების სისტემების ინტეგრაცია;
▶ ფუნქციონალური ადმინისტრატორის სისტემა - მომხმარებლების, განცხადებების, გადახდების, ბანერების, გვერდების კონტროლი.

** საიტის ასაგებად გამოიყენებოდა:
✔ Adobe Photoshop;
✔ Adobe Dreamweaver;
✔ Notepad++;
✔ HTML5;
✔ CSS3;
✔ Javascript;
✔ Jquery;
✔ PHP;
✔ MySQL.

23-ე პოლიკლინიკის ვებსაიტიდეტალური ინფოსთვის ეწვიეთ http://webster.ge/მუშა ვებსაიტის ლინკი: http://webster.ge/23clinicკლ...
18/02/2014

23-ე პოლიკლინიკის ვებსაიტი
დეტალური ინფოსთვის ეწვიეთ http://webster.ge/
მუშა ვებსაიტის ლინკი: http://webster.ge/23clinic

კლინიკის სადემონსტრაციო ვებ-გვერდი.
▶ სმარტფონებზე, პლანშეტებზე, დესკტოპებზე მორგებული (Responsive) ვებ-საიტი;
▶ Android აპლიკაცია;
▶ მსუბუქი და მარტივი ინტერფეისი;
▶ ფუნქციონალური ადმინისტრაციული პანელი;
▶ სიახლეების და სერვისების მართვა;
▶ სურათების და ვიდეოების გახსნის უნიკალური მოდული.

** გამოყენებული პროგრამები და ენები:
✔ Adobe Photoshop;
✔ Adobe Dreamweaver;
✔ Notepad++;
✔ Android SDK Tools;
✔ HTML5;
✔ CSS3;
✔ Javascript;
✔ Jquery;
✔ PHP;
✔ MySQL.

NEEDFORDRIVE.com ავტომოყვარულთა ვებსაიტიდეტალური ინფოსთვის ეწვიეთ http://webster.ge/მუშა ვებსაიტის ლინკი: http://needfor...
18/02/2014

NEEDFORDRIVE.com ავტომოყვარულთა ვებსაიტი
დეტალური ინფოსთვის ეწვიეთ http://webster.ge/
მუშა ვებსაიტის ლინკი: http://needfordrive.com/

Needfordrive.com დახვეწილი სოციალური ქსელი ავტომოყვარულთათვის.
▶ აბსოლუტურად ყველა მოდული სოციალური ქსელის გამართული მუშაობისათვის;
▶ მონაცემთა ბაზების მაქსიმალური ოპტიმიზაცია დიდი მოცულობის ინფორმაციის დასამუშავებლად;
▶ SEO ინტეგრაცია;
▶ Responsive ინტერფეისი;
▶ ადმინ-პანელი ვებსაიტის სრული კონტროლისთვის;
▶ ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის მოდული;
▶ სხვა სოციალურ ქსელებთან ინტეგრაცია;
▶ მომხმარებლების კლასიფიკაცია.
▶ სერვერების გამართვა, დაცვა, კლასიფიკაცია.

** გამოყენებული ენები და პროგრამები:
✔ Adobe Photoshop;
✔ Adobe Dreamweaver;
✔ Notepad++;
✔ UBUNTU;
✔ LAMP;
✔ HTML;
✔ CSS;
✔ Javascript;
✔ Jquery;
✔ AJAX;
✔ PHP;
✔ MySQL.

TM.ge მარშრუტების საძიებო სისტემადეტალური ინფოსთვის ეწვიეთ http://webster.ge/მუშა პროგრამის ლინკი: http://tm.ge/routes/s...
18/02/2014

TM.ge მარშრუტების საძიებო სისტემა
დეტალური ინფოსთვის ეწვიეთ http://webster.ge/
მუშა პროგრამის ლინკი: http://tm.ge/routes/site.php

TM.ge *თბილისის მიკროავტობუსის* ვებ-საიტი მარშრუტების ძიების სისტემით.
▶ ძლიერი მარშრუტების ძიების ხელსაწყო;
▶ მარშრუტების ძიების ფუნქცია A-დან B წერტილამდე ტარიფის და მგზავრობის ხანგრძლივობის გამოთვლით, მიკროავტობუსებიდან გადაჯდომის და სხვა უამრავი შესაძლებლობებით;
▶ GPS მონაცემებთან სინქრონიზაცია;
▶ მობაილ და პლანშეტური ვერსია; Android აპლიკაცია;
▶ მარტივი ინტერფეისი დეტალური ახსნებით;
▶ მიკროავტობუსების, ავტობუსების და მეტროების ძიება.

** გამოყენებული ენები და პროგრამები:
✔ Adobe Photoshop;
✔ Adobe Dreamweaver;
✔ Notepad++;
✔ HTML;
✔ CSS;
✔ Javascript;
✔ Jquery;
✔ AJAX;
✔ PHP;
✔ MySQL;
✔ Google Maps.

თბილისის მიკროავტობუსის ქოლ-ცენტრიდეტალური ინფოსთვის ეწვიეთ http://webster.ge/მუშა პროგრამის ლინკი: http://vpbx.caucasus...
18/02/2014

თბილისის მიკროავტობუსის ქოლ-ცენტრი
დეტალური ინფოსთვის ეწვიეთ http://webster.ge/
მუშა პროგრამის ლინკი: http://vpbx.caucasus.net/tmc/

*თბილისის მიკროავტობუსის* ქოლ-ცენტრი არის შემომავალი და გამავალი ზარების აღმრიცხველი პროგრამა.
▶ შემომავალი და გამავალი ზარების ჩაწერა,
▶ ბაზაში ინტეგრაცია,
▶ ოპერატორის მიერ ზარების იდენტიფიკაციის საშუალება;
▶ დამატებითი ინფორმაციის შეყვანის მოდული ჩანიშვნების მიზნით;
▶ ოპერატორების მუშაობის კონტროლის მოდული.

** გამოყენებული ენები და პროგრამები:
✔ Adobe Photoshop;
✔ Adobe Dreamweaver;
✔ Notepad++;
✔ HTML;
✔ CSS;
✔ Jquery;
✔ PHP;
✔ MySQL;
✔ VPBX.

Address

Tbilisi
0162

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Webster.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share