კომპიუტერული სკოლა მზიური

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კომპიუტერული სკოლა მზიური

კომპიუტერული სკოლა მზიური Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from კომპიუტერული სკოლა მზიური, Computer training school, 41 Vazha Pshavela Avenue, Tbilisi.
(5)

კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება 40 წლიანი გამოცდილებით. სწავლება მიმდინარეობს ორი მიმართულებით: ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა - ტალანტების ფაბრიკა (IV-VII კლასები) და საოლიმპიადო ჯგუფები(VIII-XII კლასები)

ჟაუტიკოვის 22-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმათში ჩატარდა, მზიურელებმა წარმატებით იასპარეზეს! 🏆👏...
21/01/2026

ჟაუტიკოვის 22-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმათში ჩატარდა, მზიურელებმა წარმატებით იასპარეზეს! 🏆👏

საქართველოდან მონაწილეობა კომაროვის სახელობისა და ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის გუნდებმა მიიღეს. 🇬🇪🇰🇿

მზიურის მოსწავლეებმა ინფორმატიკის შეჯიბრზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:

🥈ნიკოლოზ მელიქიშვილი;
🥈საბა გოდუაძე;
🥈ოთარ ციბაძე;
🥉ანდრია ვასაძე.

ასევე, ვერცხლის მედალი მოიპოვა მზიურის მასწავლებელმა, კომაროველმა, საბა ფერაძემ. 🥈👨🏻‍🏫

199-ე საჯარო სკოლის გუნდს თეიმურაზ კალატოზი და ივიკო კობაიძე ხელმძღვანელობდნენ, ხოლო ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკისას - გენადი მარგველაშვილი და დავით ნიშნიანიძე.

ოლიმპიადაში მონაწილეობა 15 ქვეყნის 700-მდე მოსწავლემ მიიღო. 👨🏻‍💻👩🏻‍💻

აღსანიშნავია ისიც, რომ კომაროვის სახელობის სკოლამ IZhO 2026-ში მონაწილე თითოეული კომაროველი დააფინანსა. ✨

ჩვენ ვულოცავთ მზიურელებს მედლების მოპოვებას და გვჯერა, მომავალშიც კიდევ ბევრჯერ გვასახელებენ! 💛

გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს! 💛ხვალ, 19 იანვარს, მზიურში დასვენების დღეა. სწავლა სამშაბათიდან განახლდება. ✨
18/01/2026

გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს! 💛

ხვალ, 19 იანვარს, მზიურში დასვენების დღეა. სწავლა სამშაბათიდან განახლდება. ✨

"ათწლეულობის ფონდის" ინიციატივით, გაიმართა "ათწლეულის ინოვაციის კონკურსი 2025". 🏆მასში მონაწილეობმა მზიურელებმა - ალექსა...
09/01/2026

"ათწლეულობის ფონდის" ინიციატივით, გაიმართა "ათწლეულის ინოვაციის კონკურსი 2025". 🏆

მასში მონაწილეობმა მზიურელებმა - ალექსანდრე ფეიქრიშვილმა და დუდა კვინიკაძემ, მიიღეს. ☀️

დუდას გუნდმა, "არმმომ", მე-2 ადგილი დაიკავა და ისინი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA-ს) დაფინანსებით, აშშ-ში, სტენფორდის უნივერსიტეტში, ტექნოლოგიების ბანაკში მიიღებს მონაწილეობას. 🇺🇸🥈

გუნდმა შექმნა პროექტი „ტარებადი ეგზოსკელეტი პოსტინსულტური, მოტორული დარღვეული ფუნქციების აღსადგენად.” ეგზოსკელეტი განკუთვნილია ინსულტის ან ფიზიკური ტრავმის შედეგად დაზიანებული ზედა კიდურის ფუნქციონირების ეტაპობრივი აღდგენისათვის. 💊🙆🏻‍♀️

რაც შეეხება ალექსანდრეს გუნდს, RiskTrackers-ს, მათ მე-3 ადგილი დაიკავეს და ლიბერთი ბანკის პრიზი გადაეცათ, რის საფუძველზეც გუნდი სასწავლო ვიზიტით შვეიცარიაში ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციას, CERN-ს, ეწვევა. 🇨🇭🥉

RiskTrackers-მა წარმოადგინა პროექტი, რომლის მიზანია, მონიტორინგის ინტეგრირებული სისტემის შექმნა. ეს სისტემა მეწყერსაშიშ ზონებში, ნიადაგის გადაადგილებისა და ნალექიანობის მონაცემებზე დაყრდნობით, მეწყერის, წყალმოვარდნისა და ხეობებში წყლის დაგუბების საფრთხეების დროულად პროგნოზირებას ახერხებს.🛤️🌊

პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა "კლასტერმა", რომელიც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გამგზავრება.🚀

კონკურსში მონაწილეობა 101-მა გუნდმა და 337-მა მოსწავლემ მიიღო. ჩვენ ვამაყობთ არამხოლოდ მზიურელებით, არამედ იმითაც, რომ საქართველოს ასეთი მომავალი თაობა ეზრდება და თითოეულ მონაწილეს დიდ წარმატებას ვუსურვებთ! 🇬🇪💛

მიმდინარეობს მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის მე-4 ტური. 👩🏻‍💻👨🏻‍💻კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე:👉🏻 https:/...
09/01/2026

მიმდინარეობს მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის მე-4 ტური. 👩🏻‍💻👨🏻‍💻

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე:

👉🏻 https://concurs.mziuri.ge/current.php

🗓️ ამოხსნების გამოგზავნის ბოლო ვადაა 23 იანვარი.

მე-3 ტურის შედეგების სანახავად ეწვიეთ ბმულს:

👉🏻 https://concurs.mziuri.ge/past.php

⚠️ შეგახსენებთ, რომ ყოველ ტურში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა, იმის მიუხედავად, მონაწილეობდით თუ არა წინა ტურებში.

ეჭვიც არ გვეპარება, რომ ამოცანებს კარგად გაართმევთ თავს. ✨

07/01/2026

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! 💛💛💛

განსაკუთრებით კი ჩვენს თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს ვულოცავთ ამ განსაკუთრებულ დღეს. 🎉

თქვენი შრომა და მონდომება ჩვენთვის ყველაზე დიდი სიმდიდრეა და გვჯერა, რომ ერთად კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევთ. ✨

მზიურის ადმინისტრაცია გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!  💛2025-ში მზიურელებმა ბევრ წარმატებას მიაღწიეს და გვჯერა, 2026-ში კიდევ...
31/12/2025

მზიურის ადმინისტრაცია გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! 💛

2025-ში მზიურელებმა ბევრ წარმატებას მიაღწიეს და გვჯერა, 2026-ში კიდევ უფრო გვასახელებენ. 👩🏻‍💻👨🏻‍💻

გისურვებთ ბედნიერ წელს! ✨

ფოტოს ავტორი: მზიურელი - თამარ კოსტავა

მზიურის ადმინისტრაცია გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 🎄🎉გაცნობებთ, რომ ზამთრის არდადეგები დაიწყება 29 დეკემბერს და გაგრძ...
28/12/2025

მზიურის ადმინისტრაცია გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 🎄🎉

გაცნობებთ, რომ ზამთრის არდადეგები დაიწყება 29 დეკემბერს და გაგრძელდება 14 იანვრის ჩათვლით.✨

გამოქვეყნდა მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის მე-4 ტურის ამოცანები. 🔢👩🏻‍💻სანახავად ეწვიეთ ბმულს: 👉🏻 https://concurs.mziuri.g...
27/12/2025

გამოქვეყნდა მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის მე-4 ტურის ამოცანები. 🔢👩🏻‍💻

სანახავად ეწვიეთ ბმულს:

👉🏻 https://concurs.mziuri.ge/current.php

🗓️ ამოხსნების გამოგზავნის ბოლო ვადაა 23 იანვარი.

გავლილი ტურების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

👉🏻 https://concurs.mziuri.ge/past.php

⚠️ ტურები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია, ამიტომ შეჯიბრს შეგიძლიათ ნებისმიერ ეტაპზე შემოუერთდეთ.

დარწმუნებულნი ვართ, ამოცანებზე მუშაობა თქვენთვის საინტერესო გამოცდილება იქნება. ✨

გაიცანით კიდევ ერთი წარმატებული მზიურელი — გიორგი კობახია!გიორგი კობახია სწავლას Arizona State University-ის , სადოქტორო...
15/12/2025

გაიცანით კიდევ ერთი წარმატებული მზიურელი — გიორგი კობახია!

გიორგი კობახია სწავლას Arizona State University-ის , სადოქტორო პროგრამაზე, სრული დაფინანსებით, აგრძელებს 💫

მისი გზა წარმატებისკენ ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო — მე-5 კლასში გიორგი მზიურელი გახდა და ჩვენთან ის მე-12 კლასამდე სწავლობდა. სწორედ აქ გაეცნო ინფორმატიკის საოლიმპიადო სამყაროს , რამაც იგი საქართველოს ინფორმატიკის ნაკრების წევრობამდე მიიყვანა 🇬🇪

გიორგი ოლიმპიადებზე:

🥉 ბრინჯაოს მედალი EJOI 2017-ზე;
🌍 IOI 2021-ის მონაწილე;

სკოლის დასრულების შემდეგ გიორგი ჩაირიცხა თავისუფალ უნივერსიტეტში მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამაზე. პარალელურად, მზიურში დაბრუნდა უკვე მასწავლებლის ამპლუაში და საოლიმპიადო ჯგუფებს უძღვებოდა.

📚 უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად გაეცნო კიბერუსაფრთხოების სფეროს, რამაც საბოლოოდ იგი Arizona State University-ის სადოქტორო პროგრამამდე მიიყვანა.

💬 „მზიურის მოსწავლეები აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზნებს, თუ ამისათვის თავდაუზოგავად იშრომებენ,“ — ამბობს გიორგი.

💛 ჩვენ ვამაყობთ გიორგით და გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია მისი დიდი წარმატების გზაზე.

ვრცლად:
👉🏻 https://www.mziuri.ge/blog/archives/1717

🗓️ 26-29 ნოემბერს რუმინეთში, Tudor Vianu National High School of Computer Science-ის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ შეჯიბრ...
08/12/2025

🗓️ 26-29 ნოემბერს რუმინეთში, Tudor Vianu National High School of Computer Science-ის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ შეჯიბრი - Romanian Master of Informatics 2025.

🇬🇪 12 ქართველი მონაწილიდან 10 მზიურელია, ხოლო -1 მზიურის პედაგოგი.

ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ჯამში 9 მედალი მოიპოვეს. 🏅

პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

🥇 - ნიკოლოზ მელიქიშვილი.

🥈- მათე რეხვიაშვილი, საბა ფერაძე, ვლადიმერ ფრანგიშვილი, ანდრია ვასაძე.

🥉 - დავით ძაძამია, საბა გოდუაძე, ოთარ ციბაძე, გიორგი ბულაური.

ასევე, წარმატებებს ვუსურვებთ მზიურელებს - გიორგი მაისურაძეს, გვანცა ხვედელიძესა და ნიკოლოზ თავხელიძეს. 💛

ჩვენ ვამაყობთ თითოეული თქვენგანით! ✨

მზიურელები ქმნიან მომავალსგაიცანით თამაზ ბენდიანიშვილი — ახალგაზრდა მზიურელი, რომელმაც ჰაკათონზე - „ტექნოლოგიები მცირე ბ...
29/11/2025

მზიურელები ქმნიან მომავალს

გაიცანით თამაზ ბენდიანიშვილი — ახალგაზრდა მზიურელი, რომელმაც ჰაკათონზე - „ტექნოლოგიები მცირე ბიზნესისათვის,“ თანაგუნდელებთან ერთად იასპარეზა.

🏆 თამაზის გუნდი, EcoGreen-ი, Adjara Group-ის რჩეული გახდა.

მათი ინოვაციაა აგრო კლიმატური სიმულატორი — მოწყობილობა, რომელიც აგრომეწარმეებს აძლევს საშუალებას, ნებისმიერ რეგიონზე მორგებული კლიმატი შექმნან და მცენარეები რეალურ პირობებში გაზარდონ.

მაგალითად:

🌱 თბილისში ყოფნისას – ჩაის გაზრდა გურიის კლიმატზე;
📡 მოწყობილობა თავად აგროვებს ინფორმაციას: ამინდზე, ტემპერატურაზე, ტენიანობასა და ქარზე;

📈 მომხმარებელი იღებს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას.

💬 „მე ვთვლი, რომ ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი მზიურში რომ არ მესწავლა, დიდი ალბათობით, საერთოდაც არ დავინტერესდებოდი პროგრამირებით. თუმცა მზიურში სწავლების დაწყებისთანავე ამ სფეროს მიმართ დიდი სიყვარული გამიჩნდა და შემდგომ ამ ჩემი ინტერესებით აღმოვაჩინე ეს ჰაკათონიც,“ – აღნიშნავს თამაზი.

ეს მისი პირველი მიღწევა არ არის. თამაზმა მზიურში, "პროექტების კონკურსში", Java I-ის მიმართულებით, დაიკავა მე-2 ადგილი საკუთარი აპლიკაციით — Bookly.📚

ეს აპლიკაცია ეხმარება წიგნის მოყვარულებს, სტუდენტებსა და ავტორებს მარტივად მართონ საკუთარ წიგნებთან დაკავშირებული აქტივობები.

მზიურში შეძენილი ცოდნით ჩვენი მოსწავლეები ქმნიან მომავალს
და ეს მხოლოდ დასაწყისია! 💡🚀

სრული სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს:

https://www.mziuri.ge/blog/archives/1700

📢 დაიწყო მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის მე-3 ტური! 🧮გამოქვეყნდა 2025–2026 სასწავლო წლის მე-3 ტურის ამოცანები. ✨სანახავად ...
29/11/2025

📢 დაიწყო მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის მე-3 ტური! 🧮

გამოქვეყნდა 2025–2026 სასწავლო წლის მე-3 ტურის ამოცანები. ✨

სანახავად ეწვიეთ ბმულს:

👉 https://concurs.mziuri.ge/current.php

შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ შეჯიბრს ნებისმიერ ტურში შემოუერთდეთ — მიუხედავად იმისა, მონაწილეობდით თუ არა წინა ტურში.

ნუ გამოტოვებთ შანსს, გამოსცადოთ საკუთარი შესაძლებლობები! 💪

📅 ამოხსნების გაგზავნის ბოლო ვადაა 19 დეკემბერი.

მე-2 ტურის შედეგები კი მალე გამოქვეყნდება განყოფილებაში „გავლილი ტურები“.

მზიური ყველა მონაწილეს წარმატებებს გისურვებთ! 🚀

Address

41 Vazha Pshavela Avenue
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 11:00 - 19:00
Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00

Telephone

+995597059763

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კომპიუტერული სკოლა მზიური posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to კომპიუტერული სკოლა მზიური:

Share