INSTA • ინსტა

INSTA • ინსტა წამყვანი ელექტროსაინჟინრო კომპანია 1998 წლიდან

ინსტა გთავაზობთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდის, Jinko Solar-ის მზის პანელებს, რომლებიც განკუთვნილია ინდუს...
22/07/2026

ინსტა გთავაზობთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდის, Jinko Solar-ის მზის პანელებს, რომლებიც განკუთვნილია ინდუსტრიული, კომერციული და საცხოვრებელი სექტორებისთვის.

სისტემის უპირატესობა მოწინავე N-Type მზის პანელებშია, რომელიც ორმხრივ ტექნოლოგიებს ეფუძნება, რაც უზრუნველყოფს ენერგიის მაქსიმალურ გამომუშავებას როგორც პირდაპირი, ისე არეკლილი სინათლის ნაკადებიდან. დაბალი ტემპერატურული კოეფიციენტის წყალობით, პანელები მაღალ ეფექტიანობას ექსტრემალურ კლიმატურ პირობებშიც ინარჩუნებს.

ინსტა უზრუნველყოფს მზის ელექტროსადგურების მოწყობის სრულ პროცესს -კომპლექსურ დაპროექტებას, მონტაჟსა და შემდგომ საოპერაციო მხარდაჭერას, რაც განაპირობებს ტექნოლოგიის ეფექტურ ადაპტაციას თქვენი ობიექტის საჭიროებებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
032 220 20 20
[email protected]

INSTA-სა და გლობალური ბრენდის, LAPP-ის ერთობლივი სამუშაო ვიზიტები საქართველოში წარმატებით დასრულდა. ინიციატივის მიზანი ა...
13/07/2026

INSTA-სა და გლობალური ბრენდის, LAPP-ის ერთობლივი სამუშაო ვიზიტები საქართველოში წარმატებით დასრულდა. ინიციატივის მიზანი ადგილობრივ ბაზარზე პარტნიორობის გაღრმავება, ბრენდის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება იყო.

თანამშრომლობის ფარგლებში, საწყის ეტაპზე გამართული ექსკლუზიური პარტნიორული შეხვედრების შემდეგ, პროექტის მომდევნო ნაბიჯი უშუალოდ საწარმოებში სტუმრობას დაეთმო. INSTA-სა და LAPP-ის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს ქვეყნის წამყვან ინდუსტრიულ და საწარმოო კომპანიებთან, მათ შორის: IDS Borjomi Georgia, Healthy Water (Nabeghlavi), Sante GMT Products, Georgian Manganese და Qspeed Robotics.

ვიზიტები სრულად დაეთმო თითოეული საწარმოს სპეციფიკისა და საინჟინრო გამოწვევების სიღრმისეულ შესწავლას. ადგილზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მომხმარებლებს მათ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე ადაპტირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები შევთავაზეთ.

INSTA აგრძელებს ადგილობრივი ინდუსტრიული სექტორის მხარდაჭერას მსოფლიო დონის საინჟინრო სტანდარტების დანერგვით.

08/07/2026

წარმოგიდგენთ INSTA-ს მიერ დასრულებულ კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს -„Paragraph Golf & Spa Tabori”.

მოცემულ ობიექტზე სამუშაოები 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა სრულ ელექტრო-საინჟინრო სისტემების ინტეგრაციას.

აღნიშნული პროექტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს INSTA-ს მზაობასა და კომპეტენციას კომპლექსური გამოწვევების მართვაში.

29-წლიანი ისტორია და ახალი ხედვა: INSTA-ს აღმასრულებელ დირექტორად სანდრო ბახსოლიანი დაინიშნა
03/07/2026

29-წლიანი ისტორია და ახალი ხედვა: INSTA-ს აღმასრულებელ დირექტორად სანდრო ბახსოლიანი დაინიშნა

ქართულ ელექტრო-საინჟინრო ბაზარზე 29-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია INSTA მასშტაბურ ტრანსფორმაციას იწ...

Insta-ს შვილობილი კომპანიის, Delight-ის ორგანიზებით, ქართველი არქიტექტორებისა და დიზაინერების სამუშაო ვიზიტი გერმანიაში,...
22/05/2026

Insta-ს შვილობილი კომპანიის, Delight-ის ორგანიზებით, ქართველი არქიტექტორებისა და დიზაინერების სამუშაო ვიზიტი გერმანიაში, ბრენდ JUNG-ის ქარხანაში შედგა. აღსანიშნავია, რომ კომპანია Insta საქართველოში JUNG-ის ექსკლუზიური პარტნიორი და ოფიციალურ წარმომადგენელია. ვიზიტის მიზანს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური ტექნოლოგიური სტანდარტების გაცნობა წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ JUNG-ის განვითარების ისტორიას, ბრენდის ფილოსოფიასა და მის არქიტექტურულ მიდგომებს. მონაწილეებმა მოინახულეს კომპანიის დამფუძნებლის ისტორიული ვილა, რომელიც ბრენდის დიზაინერული კონცეფციისა და ფუნქციონალური ესთეტიკის ერთიანობის მაგალითია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უშუალოდ საწარმოო პროცესებს. ქართველ სპეციალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე შეეფასებინათ გერმანული წარმოების მასშტაბები: თანამედროვე ავტომატიზაციის სისტემები, მაღალტექნოლოგიური დანადგარები და ხარისხის კონტროლის ის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.

მსგავსი პროფესიული ვიზიტები ხელს უწყობს ქართულ ბაზარზე თანამედროვე მიდგომების დანერგვას, ცოდნის გაზიარებასა და ადგილობრივი პროექტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებას.

For English scroll downფრანკფურტმა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენას Light + Building 2026-ს უმასპინძლა, სადაც განათ...
08/04/2026

For English scroll down

ფრანკფურტმა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენას Light + Building 2026-ს უმასპინძლა, სადაც განათების, ელექტროტექნიკური და შენობების ავტომატიზაციის მიმართულებები სრული მრავალფეროვნებით იყო წარმოდგენილი. ინსტას გუნდისთვის ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, ადგილზე გაცნობოდა იმ საინჟინრო ინოვაციებსა და ტენდენციებს, რომლებიც ინდუსტრიის განვითარებას განსაზღვრავს.

გამოფენაზე წარმოდგენილი ტექნოლოგიები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სფეროს მთავარი პრიორიტეტი ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები და შენობების მართვის თანამედროვე საინჟინრო სისტემებია.

ექსპოს ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჩვენს პარტნიორ ბრენდებთან, სადაც ელექტროტექნიკური მიმართულების განვითარება და ახალი, მაღალტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვის პერსპექტივები განვიხილეთ.

საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა გვეხმარება, მუდმივად მივყვეთ ტექნოლოგიურ პროგრესს და ჩვენს პროექტებში ისეთი თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებები დავნერგოთ, რომლებიც ენერგოეფექტურობის უმაღლეს სტანდარტებსა და თანამედროვეობის გამოწვევებს პასუხობს.

----------

Frankfurt recently hosted Light + Building 2026, the world's largest expo for lighting, electrical engineering and building automation. Our team was there to explore the latest trends and engineering innovations that are currently shaping our industry.

The technologies on display made it clear that the future of our industry is all about energy efficient solutions and smart engineering systems for modern building management.

During the expo, we caught up with our partner brands to talk about the latest in electrical engineering and how we can bring their new, high-tech products into our upcoming projects.

Participating in international exhibitions helps us keep up with technological progress and implement modern engineering solutions in our projects. This ensures we meet the highest energy efficiency standards and effectively respond to the challenges of today.

ინსტას მხარდაჭერით მოთხილამურე არქიტექტორთა ტრადიციული საერთაშორისო ღონისძიება SKIA 2026 გაიმართა.ღონისძიება ყოველწლიურა...
23/03/2026

ინსტას მხარდაჭერით მოთხილამურე არქიტექტორთა ტრადიციული საერთაშორისო ღონისძიება SKIA 2026 გაიმართა.

ღონისძიება ყოველწლიურად ერთ სივრცეში თავს უყრის ქართველ და უცხოელ არქიტექტორებს, დიზაინერებს, ხელოვანებს, მკვლევარებსა და სტუდენტებს - პროფესიონალებს, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურულ პროცესებს აყალიბებენ.

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიული გაერთიანება „სკია“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ არქიტექტურულ სივრცეში და ქმნის პლატფორმას აზრების გაცვლისა და თანამედროვე ხედვების ფორმირებისთვის.

Insta-სა და LAPP-ის ერთობლივი ღონისძიება საინჟინრო ინოვაციებსა და გერმანული ხარისხის სტანდარტების გაზიარებას დაეთმო.გაეც...
23/03/2026

Insta-სა და LAPP-ის ერთობლივი ღონისძიება საინჟინრო ინოვაციებსა და გერმანული ხარისხის სტანდარტების გაზიარებას დაეთმო.

გაეცანით შეხვედრის მთავარ აქცენტებს სტატიაში.

საავტორო უფლება © 2025 Entrepreneur Media, LLC ყველა უფლება დაცულია. Entrepreneur® and its related marks are registered trademarks of Entrepreneur Media LLC

Insta X LAPP-ის ერთობლივი ექსკლუზიური პარტნიორული ღონისძიება გაიმართა, რომელიც ინდუსტრიულ ელექტროობას, საკაბელო სისტემებ...
17/03/2026

Insta X LAPP-ის ერთობლივი ექსკლუზიური პარტნიორული ღონისძიება გაიმართა, რომელიც ინდუსტრიულ ელექტროობას, საკაბელო სისტემებსა და თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტებს დაეთმო.

ღონისძიებას სპეციალურად ესწრებოდნენ LAPP-ის გერმანელი წარმომადგენლები, მათ შორის წამყვანი საინჟინრო სპეციალისტი, რომელიც პროდუქტების განვითარებისა და დანერგვის პროცესს ხელმძღვანელობს. აღნიშნულმა ექსპერტმა მონაწილეებს პრაქტიკული რეკომენდაციები და პირადი გამოცდილება გაუზიარა.

LAPP საკაბელო და კავშირგაბმულობის ტექნოლოგიების გლობალური ლიდერი და გერმანული ხარისხის უცვლელი სტანდარტია. 1959 წლიდან კომპანია ინდუსტრიულ სამყაროს სთავაზობს კომპლექსურ საინჟინრო გადაწყვეტებს, რაც ცალკეული პროდუქტების მიწოდებასთან ერთად, რთული სისტემების პროექტირებასა და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას მოიცავს.

შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო კონკრეტული ტექნიკური გადაწყვეტილებები და პროდუქტები: საკაბელო სისტემები, ინდუსტრიული კომპონენტები და საინჟინრო ელემენტები, რომელთა გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს გაუთვალისწინებელი გაჩერებების რისკს, ზრდის ოპერაციულ უსაფრთხოებას და აუმჯობესებს სისტემების ეფექტიანობას.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ დაესვათ კითხვები LAPP-ის საინჟინრო წარმომადგენლისთვის, ადგილზე გაცნობოდნენ პროდუქტებსა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს, მიეღოთ რეკომენდაციები კონკრეტული ინდუსტრიული ამოცანებისთვის და გაეცვალათ გამოცდილება სხვა საწარმოო სექტორის წარმომადგენლებთან.

Address

სერგო ზაქარიაძის ქუჩა №8
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 15:00

Telephone

(+995 32) 2202020

Alerts

Be the first to know and let us send you an email when INSTA • ინსტა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to INSTA • ინსტა:

Shortcuts

Share