30/09/2026
Adviso აზერბაიჯანში | Baku ID
ეს იყო Adviso-ს პირველი ნაბიჯი საქართველოს ფარგლებს გარეთ.
17-18 სექტემბერს პროდუქტი Baku ID -ზე წარვადგინეთ. SABAH.city -ს სივრცეში გამართულმა ფესტივალმა საშუალება მოგვცა, აზერბაიჯანის ბიზნეს-ეკოსისტემას ახლოდან გავცნობოდით და საერთაშორისო ინვესტორებთან პირდაპირი დიალოგი დაგვეწყო.
ვიზიტი დავასრულეთ ახალი კავშირებით, ინვესტორების ინტერესითა და საზღვარგარეთ გაფართოების მკაფიო ხედვით.
მადლობა Baku ID-სა და SABAH.city-ს გუნდებს მასპინძლობისთვის!