12/04/2024
მეღვინე და ფერმერო მეგობრებო!!! ყურადღება, ყურადღება 🙂 📢📣
ერთი ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს თქვენთვის!!!
როგორც იცით ევროკავშირის ახალი რეგულაციების მიხედვით 2023 წლის ღვინოების ევროკავშირში ექსპორტისთვის უკვე აუცილებელია ეტიკეტზე დამატებითი ინფორმაციების დატანა, მათ შორის ენერგეტიკული ღირებულება კკალ და კჯოულებში, შემადგენლობა, ალერგენები და ა.შ. ამასთან ერთად ამ პროცესის გასამარტივებლად დაუშვეს ელექტრონული ეტიკეტების მოხმარებაც, რაც გულისხმობს, რომ ეტიკეტზე/კონტრზე სავალდებულო იქნება QR კოდის დატანა, რომელიც მომხმარებელს გადაიყვანს კონკრეტული ღვინის ელექტრონულ ეტიკეტზე. ამ რეგულაციის მიხედვით დაუშვებელია რომ მომხმარებელი გადადიოდეს კონკრეტულად მეღვინის ვებგვერდზე. ამიტომ თქვენს ვებგვერდებს ვერ გამოიყენებთ.
ასევე, დამატებითი მონაცემებისთვის, როგორიცაა შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება ცალკე ლაბორატორიული ანალიზების გაკეთება იქნება საჭირო, რომელიც თითო ღვინოზე დამატებით 30-50 ლარის ფარგლებში მერყეობს.
ამ და კიდევ სხვა პრობლემებთან გასამკლავებლად გავაკეთე ახალი სტარტაპი www.agrolog.ge - ვებგვერდი სადაც გთავაზობთ ბევრად დახვეწილ და ბევრად სრულფასოვან მომსახურებას. ამჟამად, ეს არის მსოფლიოში ყველაზე იაფი და ასევე მალე იქნება ყველაზე სრულფასოვანი აგრო ტექნოლოგიური მომსახურება. ამ პროექტით, ჩემი მიზანია აგროინდუსტრიის, ყველაზე რთულად სამართავი ინდუქტრიის გაციფრულება, ოპტიმიზირება და მართვის გამარტივება. პროექტი ძალიან დიდი და ამბიციურია და თქვენი დახმარება და თანადგომაც ძალიან დაგვეხმარება 🙂
ამ ვებგვერდზე www.agrolog.ge ამჟამად ფუუნქციონირებს მხოლოდ QR კოდების გასაკეთებელი მოდული. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ჩცენი QR კოდის გენერატორი აგაცილებთ ლაბორატორიული ანალიზების დამატებით ხარჯებს.
საიტზე დანერგილი გვაქვს ალგორითმი, რომელიც სტანდარტული ანალიზების შემთხვევაშიც კი ავტომატურად ითვლის და აგენერირებს ყველა საჭირო მონაცემს და თარგმნის ევროკავშირის 24 ოფიციალურ ენაზე, რაც დადგენილია რეგულაციით.
რეგისტრაცია უფასოა. რეგისტრაციიდან პირველი ორი თვეც იქნება უფასო ყველა მომხმარებლისთვის. შემდეგ იქნება ძალიან მოქნილი ფასები, წელიწადში მხოლოდ 100 ლარი 15 ღვინის ელექტრონული ეტიკეტისთვის, რაც თითო ღვინის შემთხვევაში წელიწადში 7 ლარზე ნაკლები გამოდის.
და რაც მთავარია, QR კოდების გენერაცია არ არის აქ მთავარი მოდული.
დამატებით უმოკლეს ვადებში დაემატება კიდევ ძალიან ბევრი უნიკალური მოდულები.
კერძოდ მარნის, სასაწყობე მეურნეობის, თუ ქვევრების და ცისტერნების ტემპერატურის დისტანციური მონიტორინგი და სრული კონტროლი როგორც ფერმენტაციისას ასევე შემდგომში.
ვიწყებთ ამინდის (მეტეო) პორტატული სადგურების წარმოებას და ამავე საიტიდან გექნებათ შესაძლებლობა რომ უზუსტესი, თქვენს ლოკაციაზე მორგებული ამინდის პროგნოზი გქონდეთ და ასევე მიიღოთ შეტყობინებები ტელეფონზე ამინდის ცვლილებების შესახებ, დაავადებების განვითარების რისკების მოსალოდნელი ზრდის შესახებ და ა.შ. დამატებით კიდევ ბევრი სხვადასხვა სიახლეები გვექნება, რომლებსაც ჯერ არ ვამბობთ 🙂
Creating automatic logs for agroindustry