17/09/2026
⏳ სად იკარგება AI-ით დაზოგილი დრო?
თანამშრომლები AI-ის დახმარებით უფრო სწრაფად ამზადებენ ანგარიშებს, ამუშავებენ მონაცემებს და ასრულებენ დავალებებს. თუმცა ინდივიდუალური პროდუქტიულობის ზრდა ყოველთვის არ აისახება კომპანიის საერთო ეფექტიანობაზე.
თუ კომპანიას ერთიანი ERP სისტემა არ აქვს, ფინანსები ცალკე პროგრამაშია, მარაგები Excel-ში, შესყიდვები ელფოსტაში, შეთანხმებები კი მიმოწერებში მიმდინარეობს. ასეთ გარემოში AI აჩქარებს კონკრეტულ დავალებას, მაგრამ ინფორმაციის გადაცემის, გადამოწმებისა და დამტკიცების პროცესი უცვლელი რჩება.
შედეგად, თანამშრომელი ნაკლებ დროს ხარჯავს ანგარიშის მომზადებაზე, თუმცა ისევ უწევს მონაცემების ძიება, სხვადასხვა ვერსიის შედარება და ერთი და იმავე ინფორმაციის რამდენიმე სისტემაში შეყვანა.
💡 ამიტომ AI-ის დანერგვისას მნიშვნელოვანია შეფასდეს არა მხოლოდ ცალკეული დავალების შესრულების სისწრაფე, არამედ მთელი ბიზნესპროცესის ხანგრძლივობა.
გამართულად დანერგილი ERP ფინანსებს, შესყიდვებს, მარაგებს, გაყიდვებსა და სხვა მიმართულებებს ერთ სისტემაში აერთიანებს. საერთო მონაცემები და განსაზღვრული სამუშაო ეტაპები ამცირებს განმეორებით ოპერაციებს და ქმნის საფუძველს, რომ AI-ის შესაძლებლობები კომპანიის პროცესებში ინტეგრირდეს.
🔗 სწორედ დაუკავშირებელ სისტემებში, განმეორებით სამუშაოსა და დაუულაგებელ პროცესებში იკარგება AI-ით დაზოგილი დრო. ამ პროცესების გამართვის გარეშე თანამშრომლის სისწრაფე შესაძლოა კომპანიისთვის რეალურ დროით დანაზოგად ვერ იქცეს.
FMG SOFT | შენი პარტნიორი გაციფრულების გზაზე.
#გაციფრულდი