Cloud9.ge

Cloud9.ge პროდუქტები და სერვისები:

⚫ ჰოსტინგი

კომპანია “Cloud9” შეიქმნა მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მიერ, რომლებსაც მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვთ, როგორც ქართულ ასევე უცხოურ, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიებში.

კომპანია გთავაზობთ საქართველოში და ევროპაში, პრემიუმ კლასის ვებ ჰოსტინგს და მასთან დაკავშირებულ ყველა მომსახურებას, მათ შორის IT კონსულტაციას , სასერვერო ინფრასტრუქტურის დაგეგმვას, გამართვას და ადმინისტრირებას.



ასევე გთავაზობთ სტრიმინგ სერვისებს, CDN (მედია ფაილების გავრცელების ქსელი) სერვისს, CERT- უსაფრთხოების და DDoS-ისგან თავდაცვის გადაწტვეტილებს.


ჩვენ ინდივიდუალურად ვუდგებით ჩვენს დამკვეთებს და მათი საჭიროებების მიხედვით ვთავაზობთ საუკეთესო პირობებს.

კომპანიას აქვს საქართველოში და ევროპაში თანამედროვე ტექნოლოგიებით და უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასერვერო ინფრასტრუქტურა, რაც მომსახურების მაღალი ხარისხის, საიმედოობის და სტაბილურობის გარანტია.

ჩვენ გვენდობიან: სამთავრობო სტრუქტურები, ბანკები, მედია და პრესა, მსხვილი ქართული და უცხოური კომპანიები.

ENGLISH 👇📌PHP 8.1 უკვე ხელმისაწვდომია cPanel-ის მომხმარებლისთვის.დასრულდა PHP 8.1-ის თავსებადობის ტესტირება cPanel-თან დ...
04/03/2022

ENGLISH 👇
📌PHP 8.1 უკვე ხელმისაწვდომია cPanel-ის მომხმარებლისთვის.

დასრულდა PHP 8.1-ის თავსებადობის ტესტირება cPanel-თან და ჩვენ ინფრასტრუქტურასთან. PHP 8.1 არის ხელმისაწვდომი საზიარო ჰოსტინგის cPanel-ის მომხმარებლებისთვის. უსაფრთხოდ შეგიძლიათ შეცვალოთ PHP-ს ვერსია cPanel-ის MultiPHP Manager-ში და ისარგებლოთ განახლებული ვერსიის შესაძლებლობებით თქვენს აპლიკაციებში.

მოთხოვნის შემთხვევაში, PHP 8.1 ასევე ხელმისაწვდომია ჩვენი ვირტუალური სერვერების მომხმარებლებისთვის.

PHP 8.1 is available for cPanel clients.

Testing to ensure compatibility of the PHP 8.1 with cPanel and our infrastructure is complete. PHP 8.1 is now fully available for cPanel Shared hosting clients. It’s safe to deploy the new PHP version from cPanel's MultiPHP Manager and take full advantage of it's new features for your applications.

The new PHP 8.1 version is also available for our virtual server clients, upon request.

ჩვენი დატა ცენტრის სურათები პირველად რომ გამოვაქვეყნეთ, ზოგს ეგონა რომ ინტერნეტიდან მოპარულ სურათებს ვიყენებდით და სავარ...
15/02/2022

ჩვენი დატა ცენტრის სურათები პირველად რომ გამოვაქვეყნეთ, ზოგს ეგონა რომ ინტერნეტიდან მოპარულ სურათებს ვიყენებდით და სავარაუდოდ ჩვენთან იგივე დომხალია, როგორიც სხვაგან აქვთ ნანახი.

გარდა ამისა, ბევრმა არ იცის და უკვირთ როცა იგებენ, რომ ქალი თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გვყავს. ჩვენი გუნდის წევრებისთვის ეს დიდი სიამაყეა, რომ კონკრეტულად ამ პიროვნების ხელმძღვანელობით ვმუშაობთ.

გთავაზობთ Forbes Woman Georgia-ში გამოქვეყნებულ ძალიან საინტერესო ინტერვიუს Teona Martashvili-თან, სადაც თეონაც ჩანს და ჩვენი რეალური დატა ცენტრის გარემოც. გჯეროდეთ! ❤️

ყველაფერი საჭიროებით დაიწყო: ერთ დღეს, საინტერესო პროექტით შთაგონებულმა თეონა მარტაშვილმა აღმოაჩინა, რომ საქარ...

ENGLISH 👇🎁 ალბათ წარმოგიდგენიათ, რომ ტექნოლოგიების სფეროში, ჩვენ მუდამ გვიწევს თვალყური ვადევნოთ სიახლეებს. ჩვენი გუნდი ...
05/01/2022

ENGLISH 👇

🎁 ალბათ წარმოგიდგენიათ, რომ ტექნოლოგიების სფეროში, ჩვენ მუდამ გვიწევს თვალყური ვადევნოთ სიახლეებს. ჩვენი გუნდი რეგულარულად ანახლებს იმ პროგრამულ უზრუნველყოფას რომელსაც ვიყენებთ ყოველდღიურ საქმიანობაში, მუდამ ახლდება ყველა ტექნიკა რომელსაც დატა ცენტრში ვიყენებთ. უმეტეს შემთხვევაში ეს საჭირო განახლებები ხელს გვიწყობს უფრო სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში.

გარემოს შენარჩუნების გარდა, ჩვენი გუნდი მუდამ იკვლევს სფეროს სიახლეებს, ახალი გადაწყვეტილებების აღმოსაჩენად. ეს გამოკვლევები, გვაძლევს საინტერესო შედეგებს, რომელიც შემდგომ ჩვენი მომხმარებლების მიერ გამოიყენება, როგორც სასარგებლო გადაწყვეტილებები.

მაგალითად, ცოტა ხნის წინა ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად, ჩავატარეთ ჩვენი ლინუქსის საზიარო ჰოსტინგის პროდუქტის სრული ოპტიმიზაცია და მივიღეთ თითქმის ოთხჯერ უფრო მეტი რესურსი სერვერების სისწრაფის თვალსაზრისით. შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ეს განახლება დაინერგება ჩვენი ყველა ლინუქსის სერვერზე და ავტომატურად იმოქმედებს ყველა ჩვენი მომხმარებლის ანგარიშზე, რომელიც იყენებს ამ პროდუქტს, თქვენი ანგარიშის ჩათვლით. ანუ, თქვენ შეამჩნევთ რომ თქვენი ვებ საიტი ან აპლიკაცია შედარებით უფრო სწრაფად იმუშავებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს განახლება იმოქმედებს თქვენ ანგარიშზე სრულიად უსასყიდლოდ და ეს იქონიებს ეფექტს ყოველთვიურ/ყოველწლიური ღირებულებაზე. ეს არის საჩუქარი ჩვენგან!

🎁 As you can imagine, in our line of work, we constantly have to watch for the latest updates and new technologies. Our team regularly installs new updates on all the software we use, we update the hardware in our data center on a regular basis. Most of the time this gives us the maintenance advantage, in a way, to make sure that everything is stable and secure.

Aside from the maintenance, our team researches new technologies in order to try new ways of doing things. That's just the way we technical people are. These research practices and experiments deliver interesting results, which we can then pass on to our customers.

As a result of our recent experiments, we have optimized all of the processes on our Linux Shared Hosting servers and gained nearly four times more power in terms of processing resources and speed. Over the next few weeks, this update will automatically be rolled out to all of our Linux Shared Hosting accounts, including yours. You may notice that your web site or application runs much faster than before.

Please keep in mind that this update applies to your account at no additional charge and at no premium to your existing monthly/annual payments. This is our gift to you!

ENGLISH 👇⏳ იცოდით რომ, თქვენი მხარდაჭერის ბარათი CLOUD9-ში მიიღებს უფრო სწრაფ რეაგირებას, თუ მაღალი პრიორიტეტის სტატუსი ...
03/01/2022

ENGLISH 👇

⏳ იცოდით რომ, თქვენი მხარდაჭერის ბარათი CLOUD9-ში მიიღებს უფრო სწრაფ რეაგირებას, თუ მაღალი პრიორიტეტის სტატუსი გაქვთ მინიჭებული?

ბარათების პრიორიტეტის სტატუსების მართვა შესაძლებელია ჩვენს my.cloud9.ge პორტალზე. მხარდაჭერის მენიუში შეგიძლიათ შექმნათ ახალი ბარათი და მართოთ არსებული ბარათების პრიორიტეტი.

ბარათები ასევე ავტომატურად რეგისტრირება, როცა მეილს გვიგზავნით [email protected]ზე, მაგრამ ამ მეთოდით გახსნილ მხარდაჭერის ბარათის ავტომატურად დაბალი პრიორიტეტის სტატუსი ენიჭება და ამ სტატუსს ვერ მართავთ. ამიტომ, თუ გსურთ რომ ჩვენგან სწრაფი რეაგირება მოხდეს თქვენს ბარათზე, გირჩევთ პორტალის გამოყენებას.

მხარდაჭერაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია. ზუსტად ამიტომ ჩვენ არ გვაქვს სატელეფონო მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაწერად შევინახოთ კომუნიკაციის ყველა დეტალი. ბარათების სისტემა ორივე მხარეს უმარტივებს კომუნიკაციის მართვის პროცესს.

ჩვენ საქმიანობაში მხარდაჭერა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჩვენი მომხმარებელი ელის ჩვენგან 24/7 მხარდაჭერას და ჩვენ კარგად გვესმის რატომაც. სულ რამდენიმე წუთით გამორთული სერვისი შესაძლოა ბიზნესს დიდი ზარალი მიაყენოს. ამიტომ, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე რომ გვყავდეს კომპეტენტური და 24/7 ხელმისაწვდომი მხარდაჭერის ოპერატორი, რომელიც მზად არის დაეხმაროს ჩვენს მომხმარებლებს ყველა საკითხთან დაკავშირებით.

⏳Did you know that your CLOUD9 support ticket will be processed faster if you label it as "high priority"?

To manage ticket priority, access your account on our portal at my.cloud9.ge and use the support section to create and manage your support tickets.

Tickets are also automatically created in our system when you send us an e-mail to [email protected], but this does not allow you to manage a ticket priority. So, if you want your ticket to be looked at and processed faster, we suggest you always use the portal instead.

When it comes to support, clear communication is a key to success. That's why we do NOT offer support over the phone. It's very important for us to log any support requests and track everything. Ticketing system helps both sides in clear communication management.

In our line of work, quality support is critically important. Our clients want to make sure that they get 24/7 support from us and we understand why. Even a few minutes of downtime is very costly to their business. So, we make sure that we have well trained support agents available 24/7, ready to help our clients with whatever they need to keep running.

https://my.cloud9.ge/

ENGLISH 👇📌ModSecurity, რომელსაც ზოგჯერ Modsec-ს ეძახიან არის ვებ აპლიკაციების უსაფრთხოების მოდული, რომელის სტანდარტულად ...
29/12/2021

ENGLISH 👇

📌ModSecurity, რომელსაც ზოგჯერ Modsec-ს ეძახიან არის ვებ აპლიკაციების უსაფრთხოების მოდული, რომელის სტანდარტულად ჩართული გვქონდა ყველა ჩვენს საზიარო ჰოსტინგის ანგარიშზე. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში აღმოჩნდა რომ ეს მოდული იწვევს არაერთ პრობლემას ჩვენი მომხმარებლებისთვის და მათი აპლიკაციებისთვის, განსაკუთრებით მათ, რომელების WordPress-ის პლატფორმას იყენებენ.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან ეს მოდული სტანდარტულად გამორთული იქნება ყველა ანგარიშზე. შედეგად მივიღებთ გაუმჯობესებულ პროდუქტიულობას. უსაფრთხოების ალტერნატივად გამოვიყენებთ Imunify360-ს. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ამ მოდული გააქტიურება, ვინაიდან თქვენ არ შეგეხოთ გამოწვეული პრობლემები ან საერთოდ არ იყენებდით WordPress-ის პლატფორმას - მოდულის ჩართვა შესაძლებელია თქვენი ინდივიდუალური cPanel-ის ანგარიშიდან.

📌 ModSecurity, sometimes called Modsec, is an open-source web application firewall (WAF). We had this feature turned on by default on all of our shared hosting accounts, but recently we have discovered that this module is causing a lot of issues to our clients and their applications, especially the ones using WordPress.

Please keep in mind, from now on, Modsec will be OFF by default on all of the accounts, which should result in productivity improvement. We will be using Imunify360 as an alternative security measure. But, should you decide to turn it back on, because you need it and because you didn't notice any issues with your application before, you are free to do so yourself in your cPanel account.

https://my.cloud9.ge/

ENGLISH 👇🔥 საზიარო ჰოსტინგის მომსახურების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე ყველა ჩვენი Word...
27/12/2021

ENGLISH 👇

🔥 საზიარო ჰოსტინგის მომსახურების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე ყველა ჩვენი WordPress პლატფორმის მომხმარებლებისთვის! დღეიდან, თქვენი cPanel-ის ანგარიშის ფარგლებში გექნებათ წვდომა WordPress Toolkit მოდულზე. WordPress Toolkit მოდული არის ძალიან კომფორტული ინტერფეისი, რომელიც მოგცემთ საშუალებას დააყენოთ და მართოთ WordPress-ის პლატფორმა. ეწვიეთ cPanel-ის ანგარიშს და ნახეთ კიდევ რა გაფართოებულ შესაძლებლობებს იძლევა ეს მოდული. ეს მოდული სტანდარტულად მოყვება ყველა ჩვენ საზიარო ჰოსტინგის პაკეტს, დამატებითი გადასახადის გარეშე.

🔥 As part of our shared hosting service improvement project, we have great news for all our WordPress users! From now on, your cPanel account will include WordPress Toolkit. WordPress Toolkit is a feature-rich management interface that allows users to install, configure, and manage WordPress websites. We invite you to access your cPanel and check all the features which WordPress Toolkit has to offer. This module is included with all of our shared hosting accounts free of charge.

https://my.cloud9.ge/

მოუსმინეთ თიბისის ტექ. პოდკასტის მეხუთე ეპიზოდს, სადაც საინტერესო საუბარია DevOps მომსახურებაზე. ეპიზოდის სტუმრებს შორის...
25/12/2021

მოუსმინეთ თიბისის ტექ. პოდკასტის მეხუთე ეპიზოდს, სადაც საინტერესო საუბარია DevOps მომსახურებაზე. ეპიზოდის სტუმრებს შორისაა CLOUD9-ს Konstantine Karosanidze

ეპიზოდის ნახვა და მოსმენა შესაძლებელია YouTube-ზე და ასევე პოდკასტის გვერდზე, სადაც წინა ეპიზოდებიც არის განთავსებული: https://www.products.tbconline.ge/tbc-tech-podcast

თიბისის ტექ. პოდკასტის მეხუთე ეპიზოდი DevOps-ის თემას შეეხება.ეპიზოდის სტუმრები არიან კონსტანტინე ქაროსანიძე - Cloud 9, ნ....

თუ სარეზერვო ასლების შენახვის ხარჯები ძვირად მოგეჩვენებათ, წარმოიდგინეთ რა იღირება ბიზნესის გაჩერების ზარალი და დაკარგულ...
14/12/2021

თუ სარეზერვო ასლების შენახვის ხარჯები ძვირად მოგეჩვენებათ, წარმოიდგინეთ რა იღირება ბიზნესის გაჩერების ზარალი და დაკარგული ან დაზიანებული მონაცემების აღდგენა.

ნახეთ CLOUD9-ს Teona Martashvili-ს სრული ინტერვიუ Marketer.ge-ზე

in ბიზნესი რა არის დატა ცენტრი და სად ჯობია შევინახოთ მონაცემები? by MRKTRG 13/12/2021, 4:11 PM ბიზნესსექტორში ძალიან ხშირია შემთხვ....

15/03/2020

კომპანია CLOUD 9 ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის COVID-19 ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და ნაწილობრივ გადადის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

ტექნიკური განყოფილება და დატაცენტრის მომსახურე პერსონალი იმუშავებს საგანგებო რეჯიმში, რათა უზრუნველყოს გაზრდილი დატვირთვის პირობებში სერვისების უწყვეტობა.

კომპანიის დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა არ აისახება მომსახურების ხარისხზე და ოპერატიულობაზე.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მალე დაბრუნებას ჩვეულ რიტმში.

04/12/2019

ადგილი სადაც ქართული ინტერნეტის 75% გადის.
BMG -ს სიუჟეტი ჩვენს შესახებ.

მეგობრებო,Როგორც უკვე იცით, 28 ოქტომბერს ქართულ ვებ-სივრცეზე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერ შეტევა განხორცი...
30/10/2019

მეგობრებო,

Როგორც უკვე იცით, 28 ოქტომბერს ქართულ ვებ-სივრცეზე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერ შეტევა განხორციელდა, რომელიც CLOUD9-საც შეეხო.

აღნიშნულ დღეს, ჩვენს დატაცენტრში განთავსებული სერვერების გატეხვის უშედეგო მცდელობების პარალელურად, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა Უპრეცედენტო (50გბ/წმ) DDoS შეტევაც.

ქართული ინტერნეტ პროვაიდერებისა და CLOUD9-ს კიბერუსაფრთხოების გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შეტევის განეიტრალება უმოკლეს ვადაში მოხერხდა, რის შედეგადაც ჩვენი მომხმარებლებს პრაქტიკული შეფერხება არ უგრძვნიათ საიტების მუშაობაში.

CLOUD9-ს ადმინისტრაციის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ იყო ჩართული აღნიშნულ კიბერ ბრძოლაში.

ხოლო, ჩვენს მომხმარებლებს ვპირდებით, რომ მომავალშიც ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ, მათი კიბერუსაფრთხოებისათვის.

პატივისცემით,
CLOUD9

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Cloud9.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Cloud9.ge:

Share