Helix

Helix Software Development • Consulting
• Web and mobile development
• IT support and maintenance
• SEO
• Social Media
and much more...

28/05/2020

„ჩართე“ უპირველესად ციფრული პროდუქტია - პლატფორმა, რომელიც ადამიანებს ინტერნეტის დაფინანსების საშუალებას აძლევს.

ამიტომ დროა, ის პატარა, თუმცა თავდადებული გუნდიც გაგაცნოთ, რომელიც დაუღალავად მუშაობს ჩვენი საიტის განვითარებაზე.

ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო: Shalva Bukia-მ, ჩვენმა თანადამფუძნებელმა, ჩართეს საიტის დიზაინი შექმნა და დღემდე მის განვითარებაზე მუშაობს, კოდი კი თოკა გელაშვილმა, ასევე ჩვენმა თანადამფუძნებელმა, და მისმა კომპანიამ, Helix-მა, დაწერეს.

ჩვენს საიტზე დღემდე Helix-ის გუნდი ზრუნავს: თოკა ტექნიკური მხარის გამართვაზეა პასუხისმგებელი, ნოდარ ზაქარეიშვილი back-end-ზე მუშაობს, Thornike Jangveladze - front-end-ზე. Maiko Kiasashvili ხარისხის უზრუნველყოფაზე ზრუნავს, გიორგი ხუციშვილი კი - ძირითადად საიტის ტესტირებაზე.

Helix-ი 10 წლის წინ შეიქმნა, კორპორატიული რუტინისგან გაქცევისა და „რაღაც ახლის წამოწყების“ მიზნით. მუშაობენ პროექტებზე, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიაჩნიათ. გუნდის წევრები Helix-ზე ისე საუბრობენ, როგორც საკუთარ ოჯახზე, აქ მუშაობას კი უბრალო სიამოვნებად ახასიათებენ.

ტექნოლოგიებთან ურთიერთობა ადრეული ასაკიდან დაიწყეს და ინტერნეტზე წვდომის მნიშვნელობაც საკუთარ თავზე გამოსცადეს. „12 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა „პიონერთა სასახლეში“ კომპიუტერის წრეზე შემიყვანეს, 1995 წელს,” - გვიამბობს თოკა. „ტექნოლოგიებთან შეხება არა მხოლოდ პროფესიულ განვითარებაში, არამედ მსოფლმხედველობის გაფართოებაში დამეხმარა. მას მერე 25 წელი გავიდა, ხალხი უკვე მარსზე კოლონიის გაკეთებაზე ფიქრობს, ქართველი მოზარდების ძალიან დიდ ნაწილს კი დღემდე არ აქვს წვდომა კომპიუტერთან და ინტერნეტთან.“

ინტერნეტმა მათ პროფესიულ წარმატებაშიც დიდი როლი ითამაშა: „14 წლის ასაკში პირველად შევეხე ინტერნეტს,” - გვითხრა შალვამ. „თამაში მალევე მომბეზრდა და პირველი, რითიც დავინტერესდი, იყო ვებსაიტების შექმნა. ფაქტიურად დამოუკიდებლად, მხოლოდ ინტერნეტით ვისწავლე ეს საქმე და სულ რამოდენიმე წელიწადში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიონალი გავხდი.“

რა გასაკვირია, რომ როგორც ტექნოლოგიის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანების უმრავლესობას სჩვევია, შალვასა და Helix-ის გუნდს ინტერნეტზე წვდომის მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად ესმით: „დღეს ინტერნეტი გადაიქცა პირველად საჭიროებად, ისევე, როგორც წყალი ან საკვები,“ - გვითხრა თორნიკემ. „იმის გაცნობიერება, თუ რამდენმა ნიჭიერმა ადამიანმა შეიძლება ვერ გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები იმ ყოვლად ბანალური და სასაცილო მიზეზის გამო, რომ ინტერნეტი არ აქვს, შემაძრწუნებელია. შესაბამისად, დღევანდელ რეალობაში „ჩართეს“ არსებობა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ალბათ არასდროს არ ყოფილა ასეთი ადვილი ქვეყნის მომავალზე ზრუნვა. სამი კლიკით თითოეული ჩვენგანი საკუთარი ქვეყნის მომავალს ვქმნით.“

„ჩემი აზრით, ყველა ადამიანს აქვს პასუხისმგებლობა რომ დაეხმაროს მის გარშემო მყოფებს, ეცადოს, უკეთესი აქციოს სამყარო,” - ამბობს შალვა. „და უნდა დავფიქრდეთ, თუ რა ქმედება მოიტანს ყველაზე დიდ შედეგს. საზოგადოებისათვის ყველაზე დიდი დახმარება არის მისი თვალსაწიერის გაზრდა, განათლება..“

„ჩართეზე“ მუშაობაც განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებთ. „როცა ჩართეს კეთება დავიწყეთ, მსგავსი პლატფორმა ქართულ ბაზარზე არ იყო. ლაივზე გაშვებას მოუთმენლად ველოდებოდი, ვიცოდი, ხალხს მოეწონებოდა. დღეს, როცა ჩართეზე შევდივარ და თითქმის 2000 დონორს ვხედავ, ძალიან მიხარია, რომ რაღაც ძალიან კარგის შექმნაში მეც მივიღე მონაწილეობა,” - გვიყვება ნოდარი.

„ჰელიქსში უამრავ პროექტზე მიმუშავია. როგორც წესი, მათ აბსოლუტურ უმრავლესობასთან ურთიერთობა ერთი და იგივე სცენარით მიდის. საიტის გაშვების შემდეგ გადავდივართ მხარდაჭერის ფაზაში და ადრე თუ გვიან ჩვენი მხრიდან საიტზე არაფერი აღარ რჩება გასაკეთებელი,” - გვიამბობს თორნიკე. „ჩართე ჩემს პრაქტიკაში უნიკალური შემთხვევაა. იმის გამო, რომ მომხმარებლის შენიშვნებსა თუ სურვილებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, საიტი მუდმივად იხვეწება, ახალი გამოწვევების გადაჭრა კი ძალიან სასიამოვნო პროცესია.“

საიტსა და სოციალურ მედიაზე ბევრი არაფერი უწერიათ, არც მარკეტინგზე ხარჯავენ დიდ დროს - ფიქრობენ, რომ Helix-ზე ყველაზე კარგად ისევ მათი პორტფოლიო მეტყველებს, ამიტომ ჩვენც მხოლოდ მათი ნამუშევრის გაზიარებით შემოვიფარგლებით: https://helix.ge/

ხოლო თუ დამწყები .Net დეველოპერი ხართ და Helix-თან ერთად „ჩართეზე“ მუშაობას მოისურვებთ, იმედი გვაქვს, ჩვენს ვაკანსიას შეავსებთ და თქვენც გახდებით მათი ოჯახის წევრი: http://www.educaregeorgia.org/jobs/developer

Address

7 Chavchavadze Avenue
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 11:00 - 19:00
Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00

Telephone

+995322180202

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Helix posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Helix:

Share