დერმატოლოგ-ვენეროლოგი თამაზ შოთაშვილი

დერმატოლოგ-ვენეროლოგი თამაზ შოთაშვილი Protection Pages Business 2024

ექიმი დერმატო-ვენეროლოგი გთავაზობთ კანის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების კვალიფიციურ დიაგნოსტიკა-მკურნალობას, კანზე და სასქესო ორგანოებზე წარმონაქმნების, ხალების,მეჭეჭების დერმატოსკოპიურ დიაგნოსტიკას და არაქირურგიულ მოცილებას, ქლამიდიოზის, ტრიქომონიაზის,ურეაპლაზმა-მიკოპლაზმის, პროსტატიტის ეფექტურ მკურნალობას თანამედროვე მეთოდებით.

07/29/2026

პაციენტების საყურადღებოდ! 3 აგვისტოდან შვებულებაში გავდივარ, აუცილებლობის შემთხვევაში მომწერეთ და გაითვალისწინეთ, რომ ონლაინ კონსულტაცია ფასიანია.

ზაფხულის მზიანი დღეების მოსვლასთან ერთად იზრდება მზის გამოსხივებით კანის დაზიანების შემთხვევები და ამ გამოსხივებით გამოწ...
07/20/2026

ზაფხულის მზიანი დღეების მოსვლასთან ერთად იზრდება მზის გამოსხივებით კანის დაზიანების შემთხვევები და ამ გამოსხივებით გამოწვეული კანის დაავადებების მრავალფეროვნება.
გთავაზობთ ერთ-ერთი ასეთი დაავადების აღწერას ცნობიერების გაზრდის მიზნით -სებორეული კერატომა.
სებორეული კერატომა (სხვა დასახელებები: მოხუცებულთა მეჭეჭი, მოხუცებულთა კერატომა) კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც ვითარდება მოზრდილ და ხანშიშესულ ასაკში როგორც ეპიდერმისის უჯრედების პროლიფერაციის შედეგი.
სკ ხასიათდება ზრდის და ზომაში მატების ტენდენციით, რაც ხშირად იწვევს სერიოზულ კოსმეტიკურ დეფექტს.
მათ შეიძლება ჰქონდეთ სხავადასხვა ზომა და ფერი (ღია ყავისფერიდან შავ ფერამდე), ზოგჯერ იფარება ქერცლით. ყველაზე ხშირად გვხვდება სახეზე, ტანზე და სხეულის სხვა ღია ადგილებზე, ხელის და ფეხის გულების გარდა.
სკ ჩვეულებრივ უვნებელია, დიაგოზის დასმა ხდება კლინიკური სურათის და დერმაროსკოპიის მონაცემების საფუძველზე. სკ კლინიკური სურათის მსგავსება კანის სხვა სინსივნეებთან ხშირად იწვევს დიაგნოსტიკურ შეცდომებს. ვინაიდან კანის სხვა სიმსივნეები შეიძლება განვითარდეს სკ-ის კერაში, საჭიროა სწრაფად მზარდი და საეჭვო წარმონაქმნების დიაგნოსტიკური შეფასება.
განვითარების მიზეზები:
-კანის დაბერება - ძირითადი ფაქტორია, რომელიც იწვევს ბაზალური უჯრედების დიფერენცირების დარღვევას;
-მემკვიდრეობა - გამოვლენილია მრავლობითი კერატომების გაჩენის მემკვიდრული ფაქტორები;
-ზედმეტი ინსოლაცა - მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება იწვევს კერატომების განვითარებას.
სიმპტომები: ჩვეულებრივ იწყება მცირე ზომის მოყვითალო-ყავისფერი ლაქების გაჩენით. დროთა განმავლობაში მათი ზედეპირი სცილდება კანს, იფარება ქერცლით, ქერქით ან ხავერდოვანი ზედაპირი აქვს. ფერი მერყეობს ღია ყავისფერიდან შავ ფერამდე. სხვადასხვა ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური ფორმის. შეიძლება მოხდეს მისი ტრავმირება ტანსაცმლით ან ქავილის გამო, რაც იწვევს ანთებით პროცესს და სისხლდენას.
მკურნალობა: არამედიკამენტოზურია, მისი მოცილება ხდება სხვადასხვა მეთოდით - ლაზერული დესტრუქცია, კრიოდესტრუქცია, რადიოტალღური მოცილება. მე გთავაზობთ ნაკლებ ინვაზიური მეთოდით - „ქარჩაულის ხსნარით“ მოცილებას. მინდა წარმოგიდგინოთ ამ მეთოდით ჩატარებული მკურნალობის შედეგები.

06/09/2026

Address

Elizbar Mindeli 12
Menlo Park, CA
0186

Telephone

599 511 725

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დერმატოლოგ-ვენეროლოგი თამაზ შოთაშვილი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to დერმატოლოგ-ვენეროლოგი თამაზ შოთაშვილი:

Shortcuts

Share