4U Multimedia

4U Multimedia Interest areas
The interest areas of 4U platform are tourism, art, sports, lifestyle, health, business, new technologies and society.

მულტიმედია ჯგუფი
4U წარმოადგენს უნიკალურ მულტიმედია ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM, LIFE FM, შოკოლადი, ქმნის საინტერესო და აქტუალურ კონტენტს პლატფორმისთვის 4U.ge.

ერთადერთი და უნიკალური
2018 წლიდან მულტიმედია პლატფორმა 4U მომხმარებელს აწვდის უნიკალურ მასალას და აძლევს საშუალებას 4 ენაზე გაეცნოს ინფორმაციას შემდეგი საშუალებებით - აუდიო, ვიდეო, ტექსტი, ფოტო.

ინტერესის სფეროები
4U-ს ინ

ტერესის სფეროებს წარმოადგენს ტურიზმი, ხელოვნება, სპორტი, ცხოვრების წესი, ჯანმრთელობა, ბიზნესი, ახალი ტექნოლოგიები საზოგადოება. GBTIMES
4U არის საერთაშორისო მედია ჰოლდინგ GBTIMES-ის წევრი, რომელიც წარმოადგენს ხიდს ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, არის კულტურათა გაცვლისა და კომუნიკაციის წყარო. Multimedia Group
4U represents a unique multimedia group, whitch unites three radio stations JAKO FM, LIFE FM and SHOKOLADI, creating interesting and current content for the 4U.ge platform. Unique
From 2018, the 4U multimedia platform will allow its users to get acquainted with a wide range of new information in four languages (English, Russian, Chinese and Georgian), using audio, video, text and photo resources. GBTIMES
4U is a member of the international media holding GBTIMES, which functions as a bridge between China and the rest of the world, it is the platform for communication and cultural exchange.

🏆ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს!🇬🇪 🏆
31/05/2026

🏆ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს!🇬🇪

🏆

 #ესდღეჩვენია 🇬🇪26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
26/05/2026

#ესდღეჩვენია 🇬🇪
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლ...
26/05/2026

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მილოცვაში ხაზგასმულია ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებითი დინამიკა.

„გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პირადად თქვენ და საქართველოს მთავრობას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება, ხოლო „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ორმხრივმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო. გამოვთქვამ მზადყოფნას, ერთობლივი ძალისხმევით გავაღრმაოთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს – ბედნიერებას“, – აღნიშნულია ლი ციანის მილოცვაში.

ილია თოფურია უპრეცედენტო და ისტორიული მოვლენის ცენტრშია!ჩემპიონი ემზადება ტურნირისთვის UFC Freedom 250, რომელიც ვაშინგტო...
23/05/2026

ილია თოფურია უპრეცედენტო და ისტორიული მოვლენის ცენტრშია!

ჩემპიონი ემზადება ტურნირისთვის UFC Freedom 250, რომელიც ვაშინგტონში, თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე (South Lawn) გაიმართება.

ისტორიული ტურნირი აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება და ის დონალდ ტრამპის დაბადების დღეს, 14 ივნისს ჩატარდება.🇺🇸

🇬🇪👑საღამოს მთავარი ბრძოლის მონაწილე
ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის შეხვდება!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენებით წარდგა.ჩინეთის საგ...
19/05/2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენებით წარდგა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტი (CFAU) პეკინში მდებარე საჯარო უნივერსიტეტია, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის აფილირებული და ცნობილია, როგორც „ჩინელი დიპლომატების აკვანი“. უნივერსიტეტი ამზადებს პროფესიონალებს დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სფეროებში.

შალვა პაპუაშვილმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა ჩინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტის მნიშვნელობასა და საქართველო-ჩინეთს შორის მზარდ სტრატეგიულ პარტნიორობას.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის – ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომი...
18/05/2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის – ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით დინამიურად ვითარდება, რაც მაღალი დონის ვიზიტებშიც გამოიხატება.

შალვა პაპუაშვილმა ჩინურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შალვა პაპუაშვილმა, ასევე, დაადასტურა „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მიმართ საქართველოს ერთგულება. მხარეებმა აღნიშნეს, რომ დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მხარდაჭერა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საპარლამენტო დიპლომატიას. ამ კუთხით, საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება.
🇬🇪 Georgia|🇨🇳 China

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტ...
18/05/2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრს, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის (CPPCC) თავმჯდომარეს, ვანგ ჰიუნინგს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა უკანასკნელ წლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.

ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 2023 წელს განხორციელებულ ვიზიტს ჩინეთში, რომლის ფარგლებშიც გაკეთდა ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი იზიარებენ ეროვნული სუვერენიტეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართ ერთგულებას, ასევე, მტკიცედ უჭერენ მხარს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, საერთაშორისო წესრიგის განმტკიცებას და საერთაშორისო ურთიერთობებში თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის დაცვას.

ჩინურმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
🇨🇳 ჩინეთი | 🇬🇪 საქართველო
🇨🇳 China | 🇬🇪 Georgia

ბოლო წლებში საქართველომ ეროვნული განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, ჩინეთის მხარე ამით ძალიან კმაყოფილ...
18/05/2026

ბოლო წლებში საქართველომ ეროვნული განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, ჩინეთის მხარე ამით ძალიან კმაყოფილია, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის (CPPCC) თავმჯდომარემ, ვანგ ჰიუნინგმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთი საქართველოს ჭეშმარიტი და სანდო მეგობარია.
🇨🇳 🤝 🇬🇪

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის განცხადებით, სი ძინპინმა და დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე მნიშვნელოვან შედეგებს მი...
16/05/2026

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის განცხადებით, სი ძინპინმა და დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს. მისივე თქმით, სი ძინპინი შემოდგომაზე აშშ-ში ჩავა.

„ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის დროსაც ორი სახელმწიფოს მეთაურს შორის ღრმა კომუნიკაცია შედგა და მათ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს,ლიდერებს შორის შეხვედრა ისტორიული იყო - განაცხადა ვან იმ.
🇺🇸🤝🇨🇳•

ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღეს დონალდ ტრამპი სი ძინპინს შეხვდა.შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერ...
15/05/2026

ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღეს დონალდ ტრამპი სი ძინპინს შეხვდა.

შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა „ძალიან ძლიერია“. დონალდ ტრამპის აღნიშნა,რომ ჩინეთში ვიზიტი მისთვის დიდი პატივია.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, სი ძინპინთან ირანის საკითხი განიხილა.

„ეს ვიზიტი ისტორიული და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ჩვენ დავამყარეთ ახალი, კონსტრუქციული სტრატეგიული ურთიერთობა ჩვენს ორ ერს შორის. ეს ნამდვილად შეიძლება შეფასდეს, როგორც მნიშვნელოვანი მოვლენა“, – განაცხადა სი ძინპინმა.
🇺🇸 🇨🇳

Address

26 მაისის მოედანი #1
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995322430630

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when 4U Multimedia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share