02/06/2026
Integra-მ Casino Billionaire - სთვის ცენტრალიზებული VMS და ქსელური ინფრასტრუქტურა დანერგა
პროექტის ფარგლებში Integra-მ დანერგა ერთიანი VMS პლატფორმა, რომელმაც გააერთიანა ობიექტის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა ერთ ცენტრალიზებულ მართვის გარემოში. აღნიშნული გადაწყვეტა უსაფრთხოების გუნდს და ოპერატორებს საშუალებას აძლევს ეფექტურად მართონ და აკონტროლონ ყველა კამერა ერთიანი ინტერფეისიდან.
დანერგილი სისტემა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მონიტორინგის პროცესს, ზრდის უსაფრთხოების ოპერატიულობას და ამარტივებს ვიდეო არქივებთან მუშაობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 24/7 რეჟიმში მოქმედი კაზინოს ობიექტებისთვის.
VMS სისტემის ძირითადი უპირატესობები მოიცავს:
• ყველა CCTV კამერის ცენტრალიზებულ მართვასა და მონიტორინგს
• ინციდენტებზე სწრაფ რეაგირებას
• ვიდეო არქივის მარტივ და ეფექტურ მართვას
• ინფრასტრუქტურის მასშტაბირების შესაძლებლობას
• სისტემის სტაბილურ და დაცულ არქიტექტურას
• უწყვეტ და საიმედო ოპერირებას 24/7 რეჟიმში
პროექტის ფარგლებში Integra-მ ასევე განახორციელა სრული ქსელური ინფრასტრუქტურის მიწოდება, ინტეგრაცია და კონფიგურაცია, რომელიც უზრუნველყოფს ვიდეო სისტემის სტაბილურ და უწყვეტ მუშაობას.
მსგავსი ტიპის ობიექტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი ხელმისაწვდომობის და სტაბილურობის მქონე ინფრასტრუქტურა, სადაც ნებისმიერი შეფერხება პირდაპირ აისახება უსაფრთხოებასა და ოპერაციულ პროცესებზე. სწორედ ამიტომ Integra-ს საინჟინრო გუნდმა შეიმუშავა და დანერგა ქსელური არქიტექტურა, რომელიც სრულად არის მორგებული დატვირთულ და კრიტიკულ გარემოზე.
აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Integra-ს გამოცდილებას კომპლექსური უსაფრთხოების, ვიდეო მონიტორინგისა და IT ინფრასტრუქტურული სისტემების ინტეგრაციის მიმართულებით კაზინოს სექტორში.