სოფტგენ ჯგუფი Softgen Group

სოფტგენ ჯგუფი Softgen Group call - 032 2 05 43 43
მისამართი: ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N34

ელ. ფოსტა: [email protected] "Softgen Group" - is a team of highly qualified professionals.

The company was founded in 2008 and is still successfully working on the Georgian software market. The company is staffed by highly skilled and experienced staff, who care about its permanent development and are more innovative. In 2009, the company developed two software, which are still successful in many companies of Georgia. Our mission is to create software at an accessible price that will bring more benefit to any business and make it more unsuitable and more comfortable to work. We consider ourselves as a technology partner and workers for your business, because your success is our success. The essence of the concept of "Softgen Group" is in constant growth and development, primarily referring to the continuous professional improvement of the staff of the company. We are supporting your business by intellectual technologies. "Softgen Group" is a team that constantly cares about the customer.


ჩვენ შესახებ - შპს სოფტგენი 2008 წელს დაარსდა და დღემდე წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი თანამშრომლებით, რომლებიც ზრუნავენ მის მუდმივ განვითარებაზე და უფრო ინოვაციურს ხდიან მას. 2009 წელს კომპანიამ შეიმუშავა ორი პროგრამული უზრუნველყოფა, რომლებიც წარმატებით მუშაობს საქართველოს ათამდე კომპანიაში. ჩვენი მისიაა, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა მისაწვდომ ფასში, რომელიც პატარა და საშუალო ბიზნესს მეტ სარგებელს მოუტანს და უფრო უშეცდომოს გახდის მუშაობის პროცესს.

ჩვენ თავს მოვიაზრებთ თქვენს ტექნოლოგიურ პარტნიორად და ვმუშაობთ თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის, რადგან თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატებაა.

18/06/2026

🚀გაიცანით გამოფენა, "საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზის" მონაწილე კომპანია - სოფტგენ ჯგუფი Softgen Group

კომპანია "სოფტგენი"2008 წლიდან წარმატებით ოპერირებს პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ქართულ ტექნოლოგიურ კომპანიას.
მრავალწლიანი გამოცდილების, მაღალკვალიფიციური გუნდისა და ინოვაციებზე ორიენტირებული მიდგომის შედეგად, სოფტგენმა შექმნა და დანერგა არაერთი პროგრამულ-ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რომელსაც დღეს წარმატებით იყენებს 200-ზე მეტი ორგანიზაცია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

➡️ სოფტგენის მისიაა, თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახადოს ბიზნესისთვის, ხელი შეუწყოს ორგანიზაციების ციფრულ ტრანსფორმაციას და მათი საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას.

ბიზნესის მხარდაჭერასთან ერთად, კომპანია აქტიურად არის ჩართული განათლების სფეროს განვითარებაში. სოფტგენი მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს საგანმანათლებლო ინიციატივებს, პროფესიული განვითარების პროგრამებსა და პრაქტიკულ სასწავლო პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი თაობის IT სპეციალისტების მომზადებას, მათი ცოდნის გაღრმავებას და ტექნოლოგიური სექტორის გაძლიერებას საქართველოში.

📆7 ოქტომბერი · კონფერენცია
📆8 ოქტომბერი · ბიზნეს გამოფენა "საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა"
📍სასტუმრო JW Marriott Hotel Tashkent

Softgen Group-მა და SoftLab • სოფტლაბი-მა მონაწილეობა მიიღეს Technovation Girls Georgia-ის ფინალურ ღონისძიებაში - საერთა...
01/06/2026

Softgen Group-მა და SoftLab • სოფტლაბი-მა მონაწილეობა მიიღეს Technovation Girls Georgia-ის ფინალურ ღონისძიებაში - საერთაშორისო პროგრამაში, რომელიც ახალგაზრდა გოგონებს ტექნოლოგიების, ინოვაციების და პრაქტიკული პროექტების შექმნისკენ უბიძგებს.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილე გუნდებმა წარადგინეს რამდენიმე თვის განმავლობაში შექმნილი ტექნოლოგიური პროექტები, ხოლო ფინალისტებსა და მენტორებს საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ საკუთარი იდეები, გამოცდილება და ხედვა თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების შესახებ.

Softgen Group-ისა და SoftLab-ის სახელით ღონისძიებას ესწრებოდა SoftLab-ის აღმასრულებელი დირექტორი გრიშა ლაბაძე. კომპანიამ უფროსი ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებულ მონაწილეებსა და მათი გუნდების მენტორებს გადასცა სასაჩუქრე ვაუჩერები და სიმბოლური საჩუქრები - მათი შრომის, იდეებისა და ტექნოლოგიური განვითარების წახალისების მიზნით.

ახალგაზრდების მხარდაჭერა Softgen-ისთვის ერთჯერადი ინიციატივა არ არის. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ნაწილი, რომელსაც კომპანია ავითარებს როგორც SoftLab-ის საგანმანათლებლო მიმართულებით, ისე უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, სასწავლო ლაბორატორიებითა და პრაქტიკაზე დაფუძნებული პროექტებით.

SoftLab-ის მიზანია ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული IT განათლების ხელშეწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიური უნარების განვითარება და მომავალი ტექ-პროფესიონალების მხარდაჭერა. სწორედ ამ მიდგომით ვუჭერთ მხარს ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ტექნოლოგიები მხოლოდ თეორიულად კი არ ისწავლონ, არამედ საკუთარი იდეები რეალურ გადაწყვეტებად გარდაქმნან.

მადლობას ვუხდით Technovation Girls - საქართველოს, ღონისძიების ორგანიზატორებს, ასევე საქართველოს უნივერსიტეტს საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgiaდა ყველა პარტნიორს მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი ღონისძიებისთვის.

Softgen Group და SoftLab მომავალშიც გააგრძელებენ ახალგაზრდების ტექნოლოგიური განათლების, პრაქტიკული გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.

🚀 როგორ აქცევთ კლიენტის მომსახურებას თქვენს მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?ციფრულ ეპოქაში მომხმარებლისთვის მთავარია სის...
27/05/2026

🚀 როგორ აქცევთ კლიენტის მომსახურებას თქვენს მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?

ციფრულ ეპოქაში მომხმარებლისთვის მთავარია სისწრაფე და კომფორტი. ხანგრძლივი ლოდინი, განაცხადის რთული პროცესი და ადამიანური შეცდომები პირდაპირ აისახება ბიზნესის რეპუტაციაზე.

Softgen Group-ის Loan Expert შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი სერვისი უნაკლო გახადოს. ჩვენი სისტემა საშუალებას გაძლევთ, ფოკუსირდეთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — თქვენს კლიენტზე.

✅ **მყისიერი გადაწყვეტილებები:** ავტომატიზებული ბიზნეს-პროცესები და სქორინგის მოდული განაცხადის დამუშავების დროს საათებიდან წუთებამდე ამცირებს.
✅ **სრული ონლაინ გამოცდილება:** მიეცით კლიენტებს საშუალება, შეავსონ განაცხადი და მიიღონ სესხი სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერი მოწყობილობიდან.
✅ **360°-იანი ხედვა:** ჩვენი CRM მოდული აერთიანებს კლიენტის ყველა მონაცემს, რაც პერსონალიზებული და სწრაფი მომსახურების გარანტიაა.

გახადეთ საუკეთესო მომხმარებლის გამოცდილება თქვენი სავიზიტო ბარათი. დაგვიკავშირდით დემოსთვის და აღმოაჩინეთ Loan Expert-ის შესაძლებლობები!

#ციფრულიტრანსფორმაცია #მომხმარებელთამომსახურება #ფინტექი #საბანკოსისტემები

---

🚀 How do you turn customer service into your main competitive advantage?

In the digital age, speed and comfort are paramount for customers. Long waiting times, complex application processes, and human errors directly impact a business's reputation.

Softgen Group's Loan Expert is designed to make your service flawless. Our system allows you to focus on what matters most — your client.

✅ **Instant Decisions:** Automated business processes and a scoring module reduce application processing time from hours to minutes.
✅ **Complete Online Experience:** Enable your clients to fill out applications and receive loans from the comfort of their homes, on any device.
✅ **360° View:** Our CRM module consolidates all client data, ensuring personalized and swift service.

Make the best customer experience your signature. Contact us for a demo and discover the capabilities of Loan Expert!

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში - SEU-ში გამართულ Job Fair 2026-ზე, Softgen-მა სტუდენტებთან შეხვედრის, პროფესიული დიალ...
22/05/2026

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში - SEU-ში გამართულ Job Fair 2026-ზე, Softgen-მა სტუდენტებთან შეხვედრის, პროფესიული დიალოგისა და კარიერული შესაძლებლობების გაზიარების პროცესში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, ჩვენს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ სტუდენტებთან ესაუბრათ Softgen-ში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე, ასევე თანამედროვე IT ბაზრის მოთხოვნებზე და იმ პრაქტიკულ უნარებზე, რომლებიც დღეს ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სტუდენტების მხრიდან დაფიქსირდა მაღალი ინტერესი თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაგრძელების მიმართულებით, როგორც კომპანიის, ისე ჩვენი საგანმანათლებლო და პრაქტიკული მიმართულებებით, softgen ლაბორატორიისა და SoftLab • სოფტლაბი კუთხით.

Softgen-ისა და SEU-ს პარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ფუნქციონირებს Softgen-ის სასწავლო ლაბორატორია, სადაც IT მიმართულების სტუდენტები რეალურ პროექტებზე მუშაობენ, იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და ავითარებენ იმ ცოდნას, რომელიც მათ პროფესიულ ზრდაში ეხმარება. გამორჩეული სტუდენტები კი წარმატებით საქმდებიან ჩვენს კომპანიაში.

ახალგაზრდა პროფესიონალების განვითარება Softgen-ისთვის გრძელვადიანი პრიორიტეტია. სწორედ ამ ხედვას უკავშირდება როგორც SEU-სთან არსებული სასწავლო ლაბორატორია, ისე SoftLab - Softgen-ის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას აერთიანებს და მომავალი დეველოპერების პროფესიულ მომზადებაზეა ორიენტირებული.

მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEU -ს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და Job Fair 2026-ის ორგანიზებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებთან მჭიდრო კავშირი, რადგან სწორედ ასეთი თანამშრომლობა ქმნის შესაძლებლობას, განათლება, პრაქტიკა და დასაქმება ერთმანეთთან უფრო ეფექტიანად დაუკავშირდეს.

Softgen მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლების განვითარებას - როგორც Softgen Laboratory-ს, ისე SoftLab-ის მიმართულებით.

როგორ აკონტროლებთ მომხმარებელთან კომუნიკაციის ხარისხს თქვენს კომპანიაში?სრულყოფილი მომსახურება მომხმარებელთა ლოიალობისა ...
05/05/2026

როგორ აკონტროლებთ მომხმარებელთან კომუნიკაციის ხარისხს თქვენს კომპანიაში?

სრულყოფილი მომსახურება მომხმარებელთა ლოიალობისა და ბიზნესის წარმატების მთავარი საყრდენია. Softgen Group-ი გთავაზობთ Voice Expert (VOEX)-ს — მძლავრ სისტემას, რომელიც თქვენს ხელში გადმოგცემთ სერვისის ხარისხის მართვის ყველა ბერკეტს.

VOEX-ის დახმარებით თქვენ შეძლებთ:
🔹 აწარმოოთ სატელეფონო ზარებისა და ოპერატორის სამუშაო მაგიდასთან კომუნიკაციის სრული აუდიოჩანაწერი;
🔹 შექმნათ კომპანიის სტანდარტებზე მორგებული შეფასების ფორმები და ობიექტურად გააანალიზოთ თანამშრომელთა მუშაობა;
🔹 მოქნილად დაგეგმოთ ჩანაწერების განაწილება შემფასებლებს შორის;
🔹 მიიღოთ დეტალური რეპორტები, გამოავლინოთ სისუსტეები და უზრუნველყოთ გუნდის მუდმივი განვითარება.

VOEX არ არის მხოლოდ ჩანაწერების არქივი — ეს არის თქვენი სტრატეგიული ინსტრუმენტი მომსახურების უმაღლესი სტანდარტის დასანერგად.

გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეუძლია VOEX-ს თქვენი ბიზნესის ტრანსფორმაცია. დაგვიკავშირდით:
🌐 www.softgen.ge
📞 (032) 205 43 43

#მომსახურებისხარისხი #ხარისხისმართვა #კლიენტებისმომსახურება #ქოლცენტრი #ბიზნესგადაწყვეტა #ინოვაცია

--- English Translation ---

How do you control the quality of customer communication in your company?

Excellent service is the main pillar of customer loyalty and business success. Softgen Group offers Voice Expert (VOEX) — a powerful system that puts all the levers of service quality management in your hands.

With VOEX, you can:
🔹 Conduct full audio recordings of phone calls and communications at the operator's desk;
🔹 Create evaluation forms tailored to your company's standards and objectively analyze employee performance;
🔹 Flexibly schedule the distribution of recordings among evaluators;
🔹 Receive detailed reports, identify weaknesses, and ensure the continuous development of your team.

VOEX is not just an archive of recordings — it is your strategic tool for implementing the highest standard of service.

Learn more about how VOEX can transform your business. Contact us:
🌐 www.softgen.ge
📞 (032) 205 43 43

თუ თქვენ გაქვთ სამშენებლო ან ნებისმიერი სხვა ინვენტარის გაქირავების ბიზნესი და თუ დაიღალეთ Excel-ის ცხრილებით, WhatsApp-...
27/04/2026

თუ თქვენ გაქვთ სამშენებლო ან ნებისმიერი სხვა ინვენტარის გაქირავების ბიზნესი და თუ დაიღალეთ Excel-ის ცხრილებით, WhatsApp-ში გაუთავებელი მიმოწერით და მუდმივად დაკარგული ინვოისებით - თუკი ვერ მართავთ ინვენტარის ან ტექნიკის გაქირავებას ორმაგი ჯავშნების და დაბრუნების ვადების არასათანადო კონტროლით - მაშინ ჩვენი გაქირავების საწყობის ახალი პროდუქტი თქვნთვის იდეალური გამოსავალია:
?
გაიცანით Warehouse Expert - ინვენტარის და ტექნიკის გაქირავების ჭკვიანი სისტემა, რომელიც თქვენი ბიზნესის სრული კონტროლის საშუალებას გაძლევთ. პროდუქტი შექმნილია სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის, არის სრულად ქართულენოვანი და ითვალისწინებს ვენდორს (ჩვენს) და ბინზესს (თქვენს) შორის თანამშრომლობისა და მხარდაჭერის სრულიად ახალ მოდელს - სწრაფ, ავტომატიზირეულ და მოქნილ მხარდაჭერის (support) მექანიზმს.

რატომ Warehouse Expert?
📱 თითოეული ნივთის ისტორია შტრიხკოდით: ნებისმიერი ტექნიკისთვის იქმნება უნიკალური შტრიხკოდი (QR/Code128). ნივთის საწყობიდან გაცემა და დაბრუნება მარტივად, მობილური ტელეფონის სკანერით კონტროლდება, რაც გამორიცხავს დანაკარგებს

🏢 ფილიალების სინქრონიზაცია რეალურ დროში: ნახეთ ყველა ფილიალის (მაგ: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი) მარაგი ერთ ეკრანზე და განახორციელეთ ინვენტარიზაცია მარტივად.
🛡️ წინასწარი გადახდის გარანტია: დაიცავით ბიზნესი რისკებისგან. სისტემას შეუძლია დაბლოკოს ტექნიკის გაცემა საგარანტიო ინვოისის დაფარვამდე ახალი ან სარისკო კლიენტებისთვის

🛠 დაზიანებების პროცესის მართვა: მარტივად დააფიქსირეთ ტექნიკის დაზიანების ხარისხი, ატვირთეთ ფოტოები და სისტემა ავტომატურად დაგითვლით კომპენსაციას თქვენ მიერ დადგენილი ტარიფებით

📈 რომელი ტექნიკა გაძლევთ რეალურ მოგებას? ინვესტიციის უკუგების (ROI) და დატვირთვის პროცენტის ავტომატური ჩვენება თითოეულ ნივთზე დაგეხმარებათ ჭკვიანური შესყიდვების განხორციელებაში

📍დაივიწყეთ ფურცლომანია, შეცდომები და გაყინული თანხები დაგვიანებული ინვოისების გამო
📍სისტემის დანერგვა, ინვენტარის იმპორტი და პერსონალის ტრენინგი შესაძლებელია სულ რაღაც 2 კვირაში

დაიწყეთ თქვენი ბიზნესის მართვა სტრესის გარეშე დღესვე! დაგვიკავშირდით და დაჯავშნეთ 30-წუთიანი დემო შეხვედრა. 595 38 11 73.

🇬🇪 🇨🇳 სოფტგენი China Import and Export Fair-ზეგასულ და მიმდინარე კვირის განმავლობაში, Softgen ჯგუფი წარმოდგენილი იყო მსო...
23/04/2026

🇬🇪 🇨🇳 სოფტგენი China Import and Export Fair-ზე

გასულ და მიმდინარე კვირის განმავლობაში, Softgen ჯგუფი წარმოდგენილი იყო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს ღონისძიებაზე - China Import and Export Fair (Canton Fair), რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

ღონისძიებაში მონაწილეობდა მრავალი სექტორის წარმომადგენელი - ელექტრონიკა, ენერგეტიკა, ინდუსტრიული წარმოება, ტრანსპორტი და სხვა მიმართულებები - რაც საინტერესო შესაძლებლობას ქმნიდა საერთაშორისო ტენდენციების გაცნობისა და პროფესიული კონტაქტების გაფართოებისთვის.

Softgen-ის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდა კომპანიის დირექტორის მოადგილე დავით ალავერდაშვილი. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრებში სხვადასხვა ორგანიზაციასთან და გამართა ინდივიდუალური B2B კომუნიკაცია საერთაშორისო კომპანიებთან.

ღონისძიებაში მონაწილეობამ Softgen-ის გუნდს მისცა შესაძლებლობა უფრო ახლოს გაცნობოდა გლობალური ბაზრის მიმდინარე ტენდენციებსა და პრაქტიკებს.

Softgen ჯგუფი აგრძელებს საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას და ეტაპობრივად აფართოებს პარტნიორულ ქსელს, რაც კომპანიის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

მადლობა Sales Association - გაყიდვების ასოციაცია ღონისძიების ორგანიზებისთვის, ასევე განსაკუთრებული მადლობა ბექა მიქაბერიძე-ს - Georgian Business House-ის დამფუძნებელსა პროცესში აქტიური ჩართულობისა და მასპინძლობისთვის.

მომსახურების ხარისხი აღარ არის მხოლოდ პროცესების მართვა — ეს არის სისტემური, მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა.თანამედროვე...
06/04/2026

მომსახურების ხარისხი აღარ არის მხოლოდ პროცესების მართვა — ეს არის სისტემური, მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა.
თანამედროვე ბიზნესისთვის, განსაკუთრებით ქოლ-ცენტრებსა და მომსახურების დეპარტამენტებში, ხარისხის კონტროლი და განვითარება უკვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს საჭიროებს.
Softgen-ის VOEX (Voice Expert) სწორედ ამ მიზნისთვის შეიქმნა — პლატფორმა, რომელიც კომუნიკაციას აქცევს მართვად და გაზომვად პროცესად.
🔹 მოქნილი ინფრასტრუქტურა — VOEX არ ზღუდავს ბიზნესს სტანდარტული ქოლ-ცენტრის აპარატურით. სისტემა მუშაობს როგორც კლასიკურ ქოლ-ცენტრებთან, ასევე მობილური ნომრების დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ოპერაციულ მოქნილობას
🔹 ობიექტური მონიტორინგი — ზუსტად გააანალიზეთ ოპერატორებისა და მომხმარებლების კომუნიკაცია
🔹 სტანდარტიზებული შეფასება — დანერგეთ ერთიანი და გაზომვადი ხარისხის სტანდარტები
🔹 გუნდის განვითარება — უზრუნველყავით ფაქტებზე დაფუძნებული უკუკავშირი
🔹 მონაცემებზე დაფუძნებული მართვა — მიიღეთ გადაწყვეტილებები რეალური ანალიტიკის საფუძველზე
VOEX უკვე წარმატებით გამოიყენება საქართველოს წამყვან კომპანიებში, მათ შორის:
საქართველოს ბანკი, თიბისი, ბაზის ბანკი, ალფა ჯგუფი, იმედი L და სხვა მსხვილი ორგანიზაციები.
VOEX გაძლევთ შესაძლებლობას, მომსახურების ხარისხი გადაიყვანოთ ახალ დონეზე და გადააქციოთ ის რეალურ კონკურენტულ უპირატესობად.
📩 დაგვიკავშირდით და გაიგეთ მეტი.
#მომსახურებისხარისხი

როგორ აქციოთ თქვენი სასტუმროს ფასები შემოსავლის მაქსიმიზაციის ინსტრუმენტად?ფასწარმოქმნა სასტუმროს ბიზნესის ერთ-ერთი ყველ...
13/03/2026

როგორ აქციოთ თქვენი სასტუმროს ფასები შემოსავლის მაქსიმიზაციის ინსტრუმენტად?

ფასწარმოქმნა სასტუმროს ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური, თუმცა გადამწყვეტი ნაწილია. სეზონურობა, დატვირთულობა, კვირის დღეები — ამ ფაქტორების დროული გათვალისწინება პირდაპირ აისახება თქვენს მოგებაზე.

Softgen-ის HOTELSPAY გთავაზობთ ფასების დინამიკური მართვის მძლავრ მოდულს, რომელიც თქვენი შემოსავლების მართვას (Revenue Management) ახალ დონეზე აიყვანს.

✅ ავტომატურად განსაზღვრეთ ნომრების ღირებულება დღეების, დროის ინტერვალების, სეზონისა და დაჯავშნების რაოდენობის მიხედვით.
✅ უზრუნველყავით ფასების მყისიერი და ავტომატური სინქრონიზაცია ყველა წამყვან საერთაშორისო პლატფორმაზე (Booking.com, Expedia, Airbnb და სხვა).

შედეგად, თქვენ ზოგავთ დროს, ამცირებთ ადამიანური შეცდომის რისკს და რაც მთავარია, ზრდით შემოსავლებს — თითოეული ნომერი იყიდება საუკეთესო შესაძლო ფასად, ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად.

გადადგით ნაბიჯი ეფექტიანი მართვისკენ! დაგვიკავშირდით: (032) 205 43 43

#სასტუმროსმართვა #შემოსავლებისმართვა #ფასებისოპტიმიზაცია

---
English Translation
---

How do you turn your hotel's pricing into a tool for revenue maximization?

Pricing is one of the most complex yet crucial parts of the hotel business. Seasonality, occupancy, days of the week—timely consideration of these factors directly impacts your profit.

Softgen's HOTELSPAY offers a powerful dynamic price management module that will take your Revenue Management to the next level.

✅ Automatically set room rates based on days, time intervals, season, and the total number of bookings.
✅ Ensure instant and automatic price synchronization across all leading international platforms (Booking.com, Expedia, Airbnb, and more).

As a result, you save time, reduce the risk of human error, and most importantly, increase your revenue—each room is sold at the best possible price, in line with market demand.

Take a step towards effective management! Contact us: (032) 205 43 43

Address

პოლიტკოვსკაიას 34
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+99532 205 43 43

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სოფტგენ ჯგუფი Softgen Group posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to სოფტგენ ჯგუფი Softgen Group:

Shortcuts

Share