TechZone

TechZone მოგესალმებით,ჩვენ გთავაზობთ საუკეთე?

მოგესალმებით, ჩვენ ვართ ყველაზე მეგობრული გუნდი, რომელიც გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის Chromebook-ების  ფართო არჩევანს.ჩა...
28/02/2022

მოგესალმებით, ჩვენ ვართ ყველაზე მეგობრული გუნდი, რომელიც გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის Chromebook-ების ფართო არჩევანს.ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

Chromebook-ი არის ლეპტოპი რომელზეც აყენია chroemos სისტემა. ეს სისტემა შექმნა Google -მა. სისტემა საკმაოდ განსხვავდება ვინდოუსისგან და გვსურს დეტალურად გაგაცნოთ ქრომბუკების შესაძლებლობები, კარგი და ცუდი მხარეები.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ქრომუკები ძირითადად გათვლილია საოფისე და ყოველდღიური გამოყენებისთვის, აღნიშნული ლეპტოპები ფართოდაა გავრცელებული ევროპა-ამერიკაში როგორც ოფისებში ასევე სასწვლო დაწესებულებებში. Chromebook-ი გამოირჩევა მსუბუქი და თხელი დიზაინით, ლამაზი ვიზუალით, ამას გარდა საკმაოდ მარტივია მათი მოხმარება და არის საკმაოდ სწრაფი ყოველდღიური დავალებების შესრულებისას. ქრომბუკებზე აპლიკაციების ჩაწერა შესაძლებელია play store-იდან მობილურის მსგავსად და ასევე შეგიძლიათ გააქტიუროთ linux (beta) ფუნქცია, რის შემდგომაც შეგეძლებათ ლინუქს აპლიკაციების და სრული ლინუქსის სისტემის ჩაწერა. საკმაოდ მარტივია მათი დაკავშირება სხვადასხვა მოწყობილობებთან. სისტემაში შესვლისას საჭიროა მხოლოდ მეილის შეყვანა და ყველაფერი რაც ამ მეილს უკავშირდება მათ შორის თქვენი ფაილები, საძიებო ისტორია,bookmark-ები, მობილურზე ცაწერილი აპლიკაციები მომენტალურად ხდება ხელმისაწვდომი თქვენს Chromebook-ზე.
ვინდოუსისგან განსხვავებით Chromeos-სისტემა საკმაოდ დაცულია ვირუსებისაგან და შესაბამისად სისტემა არ საჭიროებს გადაყენებას ან გაწმენდას თუნდაც რამოდენიმე წელი იყოს გასული ხმარებიდან. ამასგარდა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სისტემა განახლებას აკეთებს ავტომატურად და თქვენ არ დაგჭირდებათ მათი ჩაწერა. რაც შეეხება მინუსებს chromebook-ის რეალური მინუსი ის არის, რომ ვინდოუსის აპლიკაცებს დამატებითი პროგრამის გარეშე არ ხსნის, თუმცა საბედნიეროდ cameyo-ს აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი სახის ვინდოუს პროგრამა დააყენოთ chromebook-ზე შეუფერხებლად.
ქრომბუკები ასევე გამოირჩევა ბატარიის გამძლეობით, მისი ბატარიის საშუალო ხანგრძლივობა 8-10 საათია.
მოკლედ რომ ვთქვათ chromebook-ი იდეალურია თუ ეძებთ ლეპტოპს საოფისედ და ყოველდღიური გამოყენებისთვის თუმცა თუ განსაკუთრებული მოთხოვნები გაქვთ, მაგალითად photoshop-ის ან autocad-ის მომხმარებელი თუ ხართ, მაშინ სჯობს ვინდოუსის ლეპტოპზე შეაჩეროთ არჩევანი.

Address

Tbilisi
0100

Telephone

+995551176522

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TechZone posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to TechZone:

Share