SkyTel • სქაიტელი

SkyTel • სქაიტელი ყველგან, სადაც საქართველოა

სქაიტელი საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მზარდი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონი კომპანიაა, რომელიც 2010 წელს დაარსდა. კომპანია თავდაპირველად ოპერირებდა შ.პ.ს. „ინტერმედიარ“ - ის სახელით.

საყვარელი ფილმის ყურება ვერ მოასწარი?SkyTel TV-სთან ერთად ეს პრობლემა აღარ არსებობს.გადაახვიე პირდაპირი ეთერი უკანისარგე...
28/08/2026

საყვარელი ფილმის ყურება ვერ მოასწარი?
SkyTel TV-სთან ერთად ეს პრობლემა აღარ არსებობს.

გადაახვიე პირდაპირი ეთერი უკან
ისარგებლე 7-დღემდე არქივით და უყურე გამოტოვებულ გადაცემებს მაშინ, როცა შენთვის მოსახერხებელია.
მარტივად იპოვე სასურველი არხები და დაამატე რჩეულებში
უყურე მაშინ, როცა გინდა.

დაგვიკავშირდი და აირჩიე შენზე მორგებული TV პაკეტი.
📞032 2500300

26/08/2026
რაჭა, მრავალძალი ადგილი, სადაც ბუნებრივი პირობები განსაკუთრებულ გამოწვევებს ქმნის.მრავალძლის საბაზო სადგურზე ჩვენი ტექნი...
24/08/2026

რაჭა, მრავალძალი ადგილი, სადაც ბუნებრივი პირობები განსაკუთრებულ გამოწვევებს ქმნის.

მრავალძლის საბაზო სადგურზე ჩვენი ტექნიკური გუნდის მიერ კვების სისტემის მოდერნიზაცია განხორციელდა.

ლოკაციის რთული რელიეფისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო, დიდთოვლობის პერიოდში სადგურამდე მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, რაც ტექნიკური სამუშაოების შესრულებას კიდევ უფრო ართულებს.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ქსელის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის განახლებაზე, რათა საიმედო კავშირი ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებშიც.

📺 ყველაფერი ერთ სივრცეში ქართული, უცხოური, სპორტული, საბავშვო, კინო და შემეცნებითი არხები, მთელი ოჯახისთვის TV პაკეტები ...
19/08/2026

📺 ყველაფერი ერთ სივრცეში

ქართული, უცხოური, სპორტული, საბავშვო, კინო და შემეცნებითი არხები, მთელი ოჯახისთვის
TV პაკეტები 11 ₾-დან
ინტერნეტი და ტელევიზია - ერთი ოპერატორი, ერთი ანგარიში და ერთი ტექნიკური მხარდაჭერა
უფასო ინსტალაცია
სწრაფი დახმარება, როცა დაგჭირდება

აირჩიე თანამედროვე ტელევიზია, რომელიც მარტივი, კომფორტული და შენზე მორგებულია.
დაგვიკავშირდი და შეარჩიე სასურველი პაკეტი.
📞032 2500300

📢 მასწავლებლებს!თუ ჯერ კიდევ არ გისარგებლიათ სპეციალური შეთავაზებით, ახლა საუკეთესო დროა.Skytel for Education-ისა და საქ...
17/08/2026

📢 მასწავლებლებს!
თუ ჯერ კიდევ არ გისარგებლიათ სპეციალური შეთავაზებით, ახლა საუკეთესო დროა.

Skytel for Education-ისა და საქართველოს განათლების სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, მასწავლებლებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი თვეში მხოლოდ 14 ₾, 2 წლის განმავლობაში.

SkyTel-ში გვჯერა, რომ განათლება ქვეყნის წარმატებული მომავლის საფუძველია, ხოლო მასწავლებლები ამ გზის მთავარი ძალაა.

შეთავაზებით სარგებლობისთვის გადადით ბმულზე, შეავსეთ მარტივი განაცხადი და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.

🔗 https://link.skytel.ge/teacherscampaign26

სქაიტელის და პროკრედიტ ბანკის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის, კომპანიასა და ბანკს შორის ბიზნესის განვითარების მიზნით ...
14/08/2026

სქაიტელის და პროკრედიტ ბანკის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის, კომპანიასა და ბანკს შორის ბიზნესის განვითარების მიზნით სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდა.

პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით, რისკის გაზიარების მექანიზმის (RSF) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და SkyTel-ის ინტერნეტ ინფრასტრუქტურის ეტაპობრივ დაფინანსებას ითვალისწინებს.

Loan agreements have been signed between ProCredit Bank and SkyTel for the purpose of business development. The project is being implemented together with the European Bank for Reconstruction and Development (EBRD) and provides for the financing of the phased development of the company’s internet infrastructure.

Loan agreements have been signed between ProCredit Bank and SkyTel for the purpose of business development. The project is being implemented together with the European Bank for Reconstruction and Development (EBRD) and provides for the financing of the phased development of the company’s internet ...

პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი  განვითარების  ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკსა და „სქაიტელს“ შორი...
13/08/2026

პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

პროკრედიტ ბანკსა და „სქაიტელს“ შორის ბიზნესის განვითარების მიზნით სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდა. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად რისკის გაზიარების მექანიზმის (RSF) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და კომპანიის ინტერნეტ ინფრასტრუქტურის ეტაპობრივ განვითარების დაფინანსებას ითვალისწინებს.
„სქაიტელი“ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და ბიზნესებს, კერძო პირებსა და საჯარო სექტორს თანამედროვე სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებებსა და ინტერნეტმომსახურებას სთავაზობს. კომპანიის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს, ახალი ინვესტიცია კომპანიას შესაძლებლობას მისცემს გააძლიეროს პოზიციები საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და მომხმარებლებს კიდევ უფრო ფართო დაფარვა შესთავაზოს.

მადლობა პროკრედიტ ბანკს მხარდაჭერისთვის. EBRD-თან თანამშრომლობა საინვესტიციო რესურსებზე წვდომის გარდა, იმის დასტურია, რომ სქაიტელის საქმიანობის პრინციპები სრულად შეესაბამება კორპორაციული მართვისა და ფინანსური გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი სტრატეგია უცვლელია, ვაგრძელებთ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იმ რეგიონებში, სადაც ინტერნეტი დღემდე არ არის. ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდა და ამ კუთხით განხორციელებული ინვესტიციები ერთ-ერთ მთავარი ფუნდამენტია საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის, ისევე, როგორც სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ამიტომ, ეს ინვესტიცია, ქვეყნის ინტერნეტიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მასშტაბური ნაბიჯია”- არმან ობოსიანი, „სქაიტელის“ გენერალური დირექტორი
„პროკრედიტ ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ბიზნესის გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს. „სქაიტელი“ უკვე 15 წელზე მეტია ჩვენი პარტნიორია და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის განვითარების არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავაფინანსეთ.

ახალი ინვესტიცია ამ წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ეტაპია, რომელიც „სქაიტელს“ განვითარების გეგმების განხორციელებასა და საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობას მისცემს.“- ზეინაბ ლომაშვილი, პროკრედიტ ბანკის დირექტორი.

„EBRD განაგრძობს საქართველოში ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ეკონომიკის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. საქართველოს რეგიონებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს ქმნის, ამცირებს ციფრულ უთანასწორობას, და აძლიერებს რეგიონების კონკურენტუნარიანობას. „სქაიტელის“ ქსელის გაფართოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და ბიზნესის ციფრულ ეკონომიკაში უფრო აქტიურ მონაწილეობას.“ – ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, რეგიონალური დირექტორი კავკასიაში EBRD.

ახალგაზრდები ქმნიან ცვლილებებს, შთააგონებენ მომავალს და აძლიერებენ საზოგადოებას. მათი იდეები, ენერგია და შესაძლებლობები ...
12/08/2026

ახალგაზრდები ქმნიან ცვლილებებს, შთააგონებენ მომავალს და აძლიერებენ საზოგადოებას. მათი იდეები, ენერგია და შესაძლებლობები უკეთესი ხვალინდელი დღის საფუძველია. გილოცავთ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს!

ფლევი, ხაშურის რაიონი ადგილი, სადაც ტექნოლოგიური განვითარება ბუნების პირობებთან ერთად იგეგმება.ფლევის საბაზო სადგურზე ჩვ...
11/08/2026

ფლევი, ხაშურის რაიონი ადგილი, სადაც ტექნოლოგიური განვითარება ბუნების პირობებთან ერთად იგეგმება.

ფლევის საბაზო სადგურზე ჩვენი ტექნიკური გუნდის მიერ მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის სამუშაოები განხორციელდა. ლოკაციის რთული რელიეფისა და ბუნებრივი პირობების გამო, სადგურთან მისვლა ყოველთვის მარტივი არ არის, ნაწვიმარზე გადაადგილება მხოლოდ სპეციალური ტექნიკითაა შესაძლებელი, ხოლო თოვლიან პერიოდში სადგურამდე მისვლა მხოლოდ ფეხით ხერხდება.

ლოკაციის კიდევ ერთი განსაკუთრებული გამოწვევა ელექტროენერგიის მიწოდებაა. რადგან ენერგოკომპანიის ქსელის მიყვანა ამ ტერიტორიაზე შეუძლებელია, სადგურის ელექტრომომარაგების ერთადერთ წყაროს მზის ენერგია წარმოადგენს.

2025 წლის 28 ივლისს სადგურს ჩაუტარდა სრული მოდერნიზაცია, განახლდა კვების სისტემა, სადგური ახალ ტექნოლოგიურ სტანდარტზე გადავიდა და დამონტაჟდა მზის პანელები, რაც უზრუნველყოფს მის სტაბილურ და უწყვეტ მუშაობას.

ჩვენ ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა ხარისხიანი და საიმედო კავშირი ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებშიც.

Address

გურამიშვილი 23 ა/ა
Tbilisi
0192

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322500300

Alerts

Be the first to know and let us send you an email when SkyTel • სქაიტელი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to SkyTel • სქაიტელი:

Shortcuts

Share