15/04/2026
პარასკევს, 17 აპრილს, და .nadiradze -სთან ერთად ვისაუბრებთ საქართველოში თვითგამომცემლობის და ექსპერიმენტული პუბლიკაციების უახლოეს ისტორიაზე და მათ გამოცდილებებზე, როგორც პროექტი ‘მოგზაური არტ წიგნები / Traveling Art Books’-ის ფარგლებში, ასევე მას მიღმა.
შეხვედრა მოიცავს მცირე პრეზენტაციას, დისკუსიას და ამ პერიოდში გამოცემული არტ პუბლიკაციების გამოფენა/დათვალიერების სესიას.
დრო: პარასკევი, 17 აპრილი, 19:30
ადგილი: ხარახურა, ნინო ჩხეიძის 34/36 (გერმანიის საელჩოს გვერდით)
დასწრება: თავისუფალი
Traveling Art Books/მოგზაური არტ წიგნები (2015 - 2017) - დაიწყო როგორც წიგნის ხელოვნების ცენტრის პროექტი. ინიციატივა ემსახურებოდა ქართული და საერთაშორისო არტ წიგნების და სახელოვნებო თვითგამომცემლობის პოპულარიზაციას: გამოფენების, სახელოვნებო შეხვედრების, პრეზენტაციების, ვორკშოპების და დისკუსიების მეშვეობით. პროექტი ყოველთვიურად იცვლიდა ადგილს.
თამარ ნადირაძე - მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი და დიზაინერი. მისი შემოქმედებითი პრაქტიკა მოიცავდა არტ-წიგნის სფეროს, რაც გულისხმობდა კვლევაზე დაფუძნებული წიგნების შექმნას, არტ-წიგნების ვორკშოპების ორგანიზებასა და ამ მიმართულების კვლევას და ცნობადობის ამაღლებას მის კოლეგა ნინი ხუროშვილთან ერთად. დღესდღეობით იგი ძირითადად ფერწერაში მუშაობს.
ნინი ხუროშვილი - ხელოვანი, ეთნობოტანიკოსი, ეკოსოფელი საქართველოს თანადამფუძვნებელი, მოგზაური არტ წიგნების თანაშემქმნელი ნინი დაინტერესებულია ტრადიციული სამკურნალო მედიცინით, დალხენის პრაქტიკებით, ჯგუფური დინამიკისა და ადამიანების თვითორგანიზების ისტორიების კვლევითა და დაკვირვებით. 2015-2017 წლამდე აქტიურად იყო ჩართული ქართული არტ წიგნების შექმნასა და პოპულარიზაციაში.