VooDoo - კომპიუტერული სერვისი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • VooDoo - კომპიუტერული სერვისი

VooDoo - კომპიუტერული სერვისი ყველანაირი კომპიუტერული და პროგრამუ?

🤩🤩 პრობლემა მოგვარებულიაბევრს გამოგადგებათ🙌გამოიწერეთ ✌️  და Like მიარტყით ჩვენს   Channels.https://www.youtube.com/user...
21/11/2019

🤩🤩 პრობლემა მოგვარებულია

ბევრს გამოგადგებათ🙌

გამოიწერეთ ✌️ და Like მიარტყით ჩვენს Channels.
https://www.youtube.com/user/famishiko/playlists

ასევე მოგვწერეთ რაზე გადავიღოთ ვიდეო და ჩვენ ამას შევასრულებთ 🙌🙌🙌🌟

#მხოლოდქართული

samsung

📌   დღესდღეობით ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი კადრია.☝ აუთსორსინგის შემთხვევაში კი ის გაცილებით ნაკლები უჯდებათ⤵✅ დაზოგეთ ...
24/10/2019

📌 დღესდღეობით ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი კადრია.
☝ აუთსორსინგის შემთხვევაში კი ის გაცილებით ნაკლები უჯდებათ⤵
✅ დაზოგეთ თქვენი დრო IT განყოფილების მართვაზე და მეტ დროს დაუთმობთ თქვენი ბიზნესის ძირითად მიმართულებას;
✅ ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით,თქვენს კომპანიის წარმატებაზე იზრუნებს არა ერთი, არამედ პროფესიონალების მთელი ჯგუფი.
✅ რაც მთავარია ზედმეტი ხარჯებისგან განთავისუფლება.
👉 მაგ: თანამშრომლის გადასახადი,
მივლინების და შვებულების ხარჯები.
თანამშრომლისთვის სამუშაო ოთახი,კომპიუტერული ტექნიკა,კვალიფიკაციის ხარჯები.დაზღვევა,სატელეფონო ხარჯები და ა.შ...
☝ შეგიქმნით ყველა პირობას,რათა დაზოგოთ თქვვენი დრო!
#ცოდნა #ძლიერიგუნდი #ხარისხისგარანტია
📞 +995 595 85 27 50
📩 [email protected]

🔷 დაგეგმეთ თქვენი კომპანიის IT ინფრასტრუქტურა დროულად.😎➡ სწორად დაგეგმილი აიტი ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტ...
30/09/2019

🔷 დაგეგმეთ თქვენი კომპანიის IT ინფრასტრუქტურა დროულად.😎

➡ სწორად დაგეგმილი აიტი ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა თქვენი ბიზნესის გამართული მუშაობისთვის.

VooDoo გთავაზობთ:

▪ გადაჭრათ IT სირთულეები სწრაფად და ეფექტურად;
▪ აამაღლოთ თქვენი გუნდის პროდუქტიულობა;
▪ აღმოაჩინოთ ბიზნესისთვის მოქნილი გადაწყვეტილება.

საიმედო პარტნიორი ტექნოლოგიებში.

🆙ℹ️📌 დაგიზიანდა ან დაგივირუსდა კომპიუტერი 💻🖥❓ არიცი სად წაიღო გასაკეთებლად❓ მაშინ სწორად ხედავ ამ რეკლამას ⚠️  📌📌📌ჩვენ გ...
24/09/2019

🆙ℹ️

📌 დაგიზიანდა ან დაგივირუსდა კომპიუტერი 💻🖥❓ არიცი სად წაიღო გასაკეთებლად❓ მაშინ სწორად ხედავ ამ რეკლამას ⚠️
📌📌📌

ჩვენ გთავაზობთ სრული პროგრამული უზრუნველყოფას, როგორც პერსონალურ კომპიუტერებზე ასევე ლეპტოპებზე ყველაზე დაბალ ფასად.💰‼️

როგორ დავიცვათ საკრედიტო ბარათი თაღლითობისგან?  სახალისოა ის ფაქტი, რომ პირველი ონლაინ შეძენა 1994 წელს განხორციელდა. ეს...
05/09/2019

როგორ დავიცვათ საკრედიტო ბარათი თაღლითობისგან?

სახალისოა ის ფაქტი, რომ პირველი ონლაინ შეძენა 1994 წელს განხორციელდა. ეს იყო სტინგის ალბომი „Ten Summoner’s Tales”, დღეს კი eBay-ზე შეიძლება შეიძინოთ მიწა, სახლი და სხვა უამრავი რამ) ეს ამტკიცებს, რომ ელექტრონულმა კომერციამ საოცარი მასშტაბები შექმნა და რა გასაკვირია რომ სარგებლთან ერთად თაღლითებისთვის მიმზიდველიც გახდა.

საფრთხეები, რომელიც თქვენს დანაზოგს ემუქრება:

ინტერნეტით სხვადასხვა ნივთების გამოწერისა და შეძენისას ჩვენ შეგვყავს პირადი მონაცემები ვებ გვერდზე, რომელსაც არ აქვს უსაფრთხოების პარამეტრები. შესაძლებელია ჰაკერული შეტევის დროს გატეხონ მონაცემთა ბაზა და მოიპარონ თქვენი პირადი მონაცემები, მათ შორის ინფორმაცია საკრედიტო ბარათის შესახებ.

ასე რომ ფრთხილად იყავით: ისარგებლეთ სანდო ვებ გვერდებით, მაგალითად, რომლებზეც ასეთი ნიშანია „Verified by VISA, Mastercard Secure Code.”

ასევე რეკომენდირებულია იქონიოთ დამატებითი ბარათი, რომელზეც დააწესებთ ლიმიტს ან დამატებითი უსაფრთხოება გექნებათ გააქტიურებული (მაგალითად, სმს უსაფრთხოების კოდი).

ონლაინ შოპინგის ერთერთი ყველაზე დიდი ნაკლია საკრედიტო ბარათებით თაღლითობის შემთხვევები.

თაღლით იუზერს შეუძლია ჩაგერთოთ გადახდის პორტალზე გადასვლისას.
თქვენ ირჩევთ სასურველ პროდუქტს, შემდეგ აჭერთ გადახდას, მაგრამ რეალური პორტალის მაგივრად ხვდებით თაღლითი იუზერის პორტალზე, სადაც ყველაფერი ორიგინალს ჰგავს, ასეთ შემთხვევაში საკრედიტო ბარათის მონაცემები ცუდ ხელში აღმოჩნდება.
ამის თავიდან ასარიდებლად არსებობს ანტივირუსები, რომელთაც დამატებითი ფუნქცია გააჩნიათ, ამოიცნოს საეჭვო მისამართები და დაბლოკოს მათი ჩატვირთვა.

ნუ ისარგებლებთ უცნობი ვებ გვერდებითა და აპლიკაციებით, რადგან ზოგიერთი აპლიკაცია შეიძლება უკანონოდ აგროვებდეს თქვენს ინფორმაციას და აგზავნიდეს შემქმნელთან, მათ შორის ნებისმიერი საკრედიტო ინფორმაცია, გადარიცხვები, ვიზიტები ინტერნეტში, თქვენი კონტაქტები და სხვა პირადი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ზიანის მომტანი გახდეს თქვენთვის.

თუ დაკვირვებიხართ, Amazon.com შესვლისას ზედა მარცხენა კუთხეში, ვებსაიტის მისამართის გვერდით დაბლოკვის სიმბოლო ჩანს, ეს ნიშნავს რომ ვებსაიტი იყენებს უსაფრთხოების პროტოკოლს, ანუ თქვენი მონაცემები გადაცემის მომენტში დაშიფრულია. ასეთი ნიუანსები საშუალებას მოგცემთ ყალბი ონლაინ შოპინგის საიტები რეალურისგან განასხვაოთ.




Online ბანკინგის შემთხვევაში მნიშვნელოვანია რამდენიმე დეტალის გათვალისწინება:

1.) საჭიროა რამდენიმე კომბინაციისგან შემდგარი პაროლი. (ციფრები,ასოები,სიმბოლოები)

2.) ნუ გამოიყენებთ ერთ პაროლს რამდენიმე ექაუნთისთვის.
საუკეთესო შემთხვევაში ხშირად ცვალეთ პაროლი, თავდაცვის მიზნით.

3.) უმჯობესია თუ არ გახსნით უცნობი წყაროსგან მიღებულ მეილს, ხოლო თუ მაინცდამაინც კონტენტი დაგაინტერესებთ ამ შეთხვევაში ბმული ხელით გადაიტანეთ საძიებო სისტემაში.

4.) გამოიყენეთ VPN Internet. ეს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, VPN შეუძლია თქვენგან გაგზავნილი და მიღებული ინფორმაცია დაშიფროს რაც ავტომატურად ხელმიუწვდომელს ხდის არასასურველი პირებისგან.

5.) ნუ მიაწვდით ბანკს პერსონალურ ინფორმაციას მეილით! ეს ერთერთი უძველესი ხრიკია, თქვენ ღებულობთ მეილს თქვენი ბანკისგან, სადაც მოგეთხოვებათ პერსონალური ინფორმაციის მიწოდება, არასოდეს არცერთი ბანკი არ ითხოვს მომხმარებლისგან მეილით პირადი ინფორმაციის გაცემას!

6.) მუდმივად განაახლეთ ბრაუზერი;

7.) გამოიყენეთ ანტი ვირუსები;

რამდენად დაცულია თქვენი კონფიდენციალობა ინტერნეტ სივრცეში ?ყოველ ჯერზე, როდესაც ინტერნეტში რაღაცას ვეძებთ ან უბრალოდ ვკი...
05/09/2019

რამდენად დაცულია თქვენი კონფიდენციალობა ინტერნეტ სივრცეში ?

ყოველ ჯერზე, როდესაც ინტერნეტში რაღაცას ვეძებთ ან უბრალოდ ვკითხულობთ, ჩვენი მონაცემები ავტორიზაციის გარეშეც კი შეიძლება აღმოჩნდეს არასასურველ ხელში.
შიდა პროგრამული უზრუნველყოფის ან კომპიუტერის დაუცველობამაც შესაძლოა გააუარესოს ჩვენი ანონიმურობის ხარისხი.

როდესაც ნელ-ნელა „შეგროვებული“ პირადი ინფორმაცია სადღაც კომბინირდება, ჩვენი უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება, რადგან იგი ხელმისაწვდომი ხდება ამოუცნობი წყაროებისთვის. აღსანიშნავია, რომ ონლაინ უსაფრთხოების მტრები მხოლოდ ჰაკერები არ არიან, მსოფლიო სკანდალის მაგალითად რჩება ედუარდ სნოუდენი, ყველასათვის უცნობი 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს კონტრაქტორად მუშაობდა. მან ამერიკის მიერ წარმოებული საიდუმლო თვალთვალის პროგრამაზე ინფორმაცია პრესაში გაჟონა და პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთში მიიღო, ეს მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ქვეყნების მთავრობებიც არ ერიდებიან ათასობით მოქალაქის პირადი ინფორმაციის გამოყენებას.

უამრავი ახალი დაცვის ხერხი და პროგრამული უზრუნველყოფა გვპირდება უსაფრთხოებას, სანამ ინტერნეტ აქტივობებით ვართ დაკავებული და მაინც მთავარი კითხვები რომელიც მუდმივად ტრიალებს: ნამდვილად მუშაობს თუ არა ეს სისტემები? და თუ მუშაობს რამდენად ხარისხიანად?
მოდით შევხედოთ:

Anti viruses and firewalls suites

ინტერნეტში ბევრი უფასო ანტივირუსის პროგრამა არსებობს, მათგან ყველაზე მეტად პოპულარულია Avast, შესაძლოა უფასო ანტივირუსის იდეა მაცდუნებლად გამოიყურება, მაგრამ Avastსთვის მიყენებული დარტყმები გვაჩვენებს, რომ კარი, რომელსაც გამოცდილი ჰაკერი ვერ გააღებს არ არსებობს.
როგორც ჩანს ფასიან ანტივირუსებსაც აქვთ საკუთარი სისუსტეები, ბოლო დროის ყველაზე ცნობილი რუსული კომპანიის Kaspersky Products Keys ირგვლივ ატეხილი სკანდალიც ამას მოწმობს, 2017 წლის სექტემბერში აშშს სახელმწიფო უსაფრთხოების მდივანმა Kaspersky Lab ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის გამოყენების გაუქმება მოითხოვა აშშს სამთავრობო სექტორებში, რადგან შესაძლოა არსებობდეს საშიშროება, რომ Kaspersky Lab მომხმარებლების პირად ინფორმაციას რუსეთის მთავრობას აწვდიდეს. მიუხედავად კომპანიის მხრიდან ამ ბრალდების უარყოფისა, ბაზარზე მისი მდგომარეობა სანდოობის თვალსაზრისით საკმაოდ შეირყა და ბევრ მომხმარებელზეც იქონია გავლენა.

Virtual Private Network (VPN)

Wi-fi, hotspots გამოყენებამ, VPN აქცია ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებად ონლაინ კომუნიკაციისა და ქსელის დაცულობის საკითხში. თუმცა აქ კიდევ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, თუ როგორ იყენებს VPN პროვაიდერი იუზერის ინფორმაციას, იმ შემთხევაში თუ იუზერის აქტივობის ჩანაწერი ინახება, ანონიმურობა შეიძლება დაირღვეს.

Private / incognito mode

ბრაუზერები გვთავაზობენ ე.წ. „ინკოგნიტო რეჟიმს“, მიუხედავად იმისა, რომ „კონფიდენციალობის რეჟიმი“ ასოცირდება დაფარვასა და დაცულობასთან, მას არაფერი აქვს საერთო ონლაინ უსაფრთხოებასთან. რეალობა ისაა, რომ ყველანაირ აქტივობას „incognito mode” ინახავს და მხოლოდ იმათ უმალავს, ვინც უშუალოდ თქვენი კომპიუტერით იწყებს სარგებლობას. არ ინახება ინფორმაცია იმ ფეიჯების შესახებ, სადაც შედიხართ, საკვანძო სიტყვების, რასაც საძიებო ველში წერთ, პაროლების და ა.შ. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი კარგია, როდესაც თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები იყენებენ თქვენს კომპიუტერს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის რომელიმე ვებსაიტს ან ISPს რომ წვდომა მოიპოვონ თქვენს მონაცემებზე.

შეიძლება კი დაშიფრვა იყოს პასუხი?!

TecSec CEO Jay Wack აცხადებს: "თქვენ არ შეგიძლიათ ქსელის დაცვა, მხოლოდ მონაცემები შეიძლება იყოს უსაფრთხოდ.“

მონაცემთა შიფრაცია რეალური და შესაძლოა, ერთადერთი ეფექტური გამოსავალი იყოს. წვდომის ამდენი წერტილების დაცვა ჰაკერებისგან როგორც ჩანს წარმოუდგენელია. მრავალი კიბერ ექსპერტის მიერ გამოთქმული გადაწყვეტა ამ საკითხების შესახებ არის მონაცემთა დაცვა დაშიფვრის საშუალებით.

კომუნიკაციის ბევრ გიგანტს უკვე დანერგილი აქვს შიფრაციის სისტემები, რათა დაიცვას ყველაზე გავრცელებული მყისიერი შეტყობინების სერვისები, როგორიცაა: WhatsApp, Facebook Messenger და Apple's iMessage. შიფრაცია ჯერჯერობით ყველაზე მყარი ალტერნატივაა, რომელიც ბიზნესის და მონაცემების დაცვას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ტექნოლოგიები გვაძლევს უსაფრთხოების გარანტიებს გარე თავდასხმებისგან, ჰაკერები და სხვა ტიპის თავდამსხმელები მაინც რჩებიან პოტენციურ საფრთხედ.

საბოლოო ჯამში, კი მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას: სანამ ჩვენ გვაქვს რაღაც, რისი დაცვაც გვსურს, ის ყოველთვის საინტერესო იქნება სხვისთვის და ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც შეეცდება მიიღოს ის, რაც კანონით არ ეკუთვნის.

Address

ილო მოსაშვილის ქუჩა 11
Tbilisi
123

Opening Hours

Monday 09:00 - 21:00
Tuesday 09:00 - 21:00
Wednesday 09:00 - 21:00
Thursday 09:00 - 21:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 11:00 - 19:00
Sunday 11:00 - 19:00

Telephone

+995595852750

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when VooDoo - კომპიუტერული სერვისი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to VooDoo - კომპიუტერული სერვისი:

Share