05/11/2022
რატომ არის აუთსორსინგი კარგი ბიზნესისთვის ?
ხარჯების შემცირება – უმეტეს შემთხვევაში, ფუნქციის გადაცემა სხვა ორგანიზაციისთვის მეტად ხარჯეფექტიანია.
დროის დაზოგვა – ყოველ ახალ ამოცანაზე აღარ არის საჭირო ეძებოთ სასურველი სერვისის მომწოდებლები და გაერკვიოთ მარკეტინგული სამყაროს სპეციფიკაში.
პერსონალის რიცხვის შემცირება – “აუთსორსინგის” შემთხვევაში, კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა არ დაიქირაოს დამატებით პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ფუნქციის შესრულებას ან გაანთავისუფლოს უკვე არსებული.
კომპანიის ძირითად საქმიანობაზე კონცენტრირების შესაძლებლობა – კომპანიის მენეჯერებს შეუძლიათ აღარ დახარჯონ დრო გარკვეული ფუნქციის დაგეგმვა, ორგანიზება/კონტროლზე და საკუთარი დროის რესურსი მიმართონ ორგანიზაციის სხვა ძრითად საქმიანობაზე.
მაღალკვალიფიციური სერვისის მიღება – თქვენ გემსახურებათ ამ სფეროში გამოცდილების მქონე გუნდი, ამიტომაც თქვენს კომპანიას საშუალება ეძლევა, გამოიყენოს მეტი მარკეტინგული არხი და ფეხი აუწყოს მარკეტინგულ სიახლეებს. კომპანია, რომელიც გამოცდილია კონკრეტული ფუნქციის განხორციელებაში, მეტად კვალიფიციურად უზრუნველყოფს საქმიანობის შესრულებას. ამასთან ერთად, მაღალკვალიფიციური სერვისის მისაღებად მენეჯერს აღარ უწევს კადრის მოძიება, რომელიც მოითხოვს მაღალ ანაზღაურებას.
პასუხისმგებლობის განაწილება – ფუნქციის გადაცემისას მენეჯერი გადასცემს როგორც მის მმართველობას, ასევე პასუხისმგებლობას შესრულებული სამუშაოს შესახებ. ძირითადად, ასეთი პასუხისმგებლობები გაწერილია შესაბამისი კონტრაქტის პირობებში.