29/06/2018
იცოდეთ, გატყუებენ !!!
1) HP და CANON -ს ორიგინალი ლაზერული კარტრიჯი არ შეიძლება ღირდეს 170 ლარზე ნაკლები, უფრო დაბალ ფასში თუ გთავაზობენ იცოდეთ, რომ გატყუებენ.
2) HP და CANON-ი კარტრიჯის სახარჯ მასალას ცალკე არ ყიდის ( ფხვნილი, დოლი, რაკელი და სხვა) თუ გეუბნებიან რომ კარტრიჯები აღდგენილია ორიგინალი დეტალებითა და მასალით, იცოდეთ, რომ გატყუებენ.
3) HP და CANON-ი არ გასცემს სახარჯი მასალის ( ამ შემთხვევაში კარტრიჯების ) დამზადების ლიცენზიას. ორიგინალი კარტრიჯი აუცილებლად უნდა იყოს მხოლოდ ორიგინალი შეფუთვით, სხვა ნებისმიერი შეფუთვით არის არაორიგინალი და თუ გამყიდველი გთავაზობთ მათი ლიცენზიით დამზადებულ კარტრიჯს, იცოდეთ, გატყუებენ.
4) კარტრიჯის ქარხნული წესით აღდგენა არის სიცრუე, რადგან არ არსებობს HP-სა და CANON -ის ქარხანა რომელიც კარტრიჯების აღდგენით არის დაკავებული, შესაბამისად არ არსებობს სტანდარტი რომელიც კარტრიჯების აღდგენის წესს განსაზღვრავს. თუ ვინმე მსგავსს გთავაზობთ იცოდეთ, კვლავ გატყუებენ.
ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, არ შეიძლება არაორიგინალი კარტრიჯი რომლის ფასიც არ უნდა აღემატებოდეს 25 ლარს შემოგთავაზონ 90 ლარად. გადაამოწმეთ რას გთავაზობენ, მოიძიეთ მეტი ინფორმაცია, იყავით კრიტიკულები და თუ თქვენს კითხვებზე ორაზროვან პასუხებს იღებთ, იცოდეთ, რომ ისინი გატყუებენ !!!