31/07/2024
😊 თუ სამეთვალყურეო კამერის შეძენა გადაწყვიტე, აუცილებლად უნდა იცოდე რას ნიშნავს "DORI" სტანდარტი.
✅ DORI არის აბრევიატურა, რომელიც მოიცავს სიტყვებს: Detect, Observe, Recognize, Identify, ანუ ქართულად - აღმოჩენა, დაკვირვება, ამოცნობა, იდენტიფიცირება. ეს სტანდარტი აუცილებელია უსაფრთხოების სისტემის უკეთ დაგეგმვისთვის.
მეტი სიმარტივისთვის, დააკვირდი პოსტერს, სადაც მაგალითისთვის წარმოდგენილია TP-Link VIGI C340 (6mm)-ის "DORI" სტანდარტი.
➡ აღმოჩენის მანძილი - ეს არის მანძილი ობიექტამდე, სადაც სათვალთვალო კამერა საშუალებას გაძლევს ზუსტად განსაზღვრო, არის თუ არა კადრში ადამიანი ან მანქანა. ამისთვის საჭიროა, რომ დაკვირვებულ ობიექტზე პიქსელების სიმჭიდროვე თითო მეტრზე არ იყოს 25-ზე ნაკლები.
➡ დაკვირვების მანძილი - ეს არის კამერიდან ობიექტამდე მანძილი, სადაც ობიექტის მახასიათებლები ხილვადია, მაგალითად, ტანსაცმლის ფერი. ამისთვის საჭიროა, რომ დაკვირვებულ ობიექტზე პიქსელების სიმჭიდროვე იყოს 60-65.
➡ ამოცნობის მანძილი - ეს არის კამერიდან ობიექტამდე მანძილი, სადაც მაღალი ალბათობით შესაძლებელია ნაცნობი ადამიანის სახის ამოცნობა. ამისთვის საჭიროა, რომ დაკვირვებულ ობიექტზე პიქსელების სიმჭიდროვე იყოს 120-130.
➡ იდენტიფიცირება - ეს არის კამერიდან ობიექტამდე მანძილი, სადაც შესაძლებელია ადამიანის იდენტიფიცირება. ამისთვის საჭიროა, დაკვირვებულ ობიექტზე პიქსელების სიმჭიდროვე იყოს 250.
პიქსელების სიმჭიდროვე დაკვირვების სივრცეში დამოკიდებულია კამერის მახასიათებლებზე, რომელთა შორის მთავარია:
კამერის ობიექტივის ფოკუსური მანძილი (რომელიც განსაზღვრავს ვიდეოკამერის ხედვის კუთხეს), გარჩევადობა და ობიექტამდე მანძილი. ამ მახასიათებლების გარდა, გამოსახულების ხარისხზე გავლენას ახდენს კამერის პოზიციონირება, გამოყენებული კოდეკი და განათება.
TP-Link -ის კამერის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრე ჩვენს ვებგვერდს: https://shorturl.at/HDheo