Namo • ნამო

Namo • ნამო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Namo • ნამო, Graphic designer, Tbilisi.

🌠 "ზღარბმა დათვის ბელს უთხრა:– რა კარგია ერთმანეთს, რომ ვყავართ! 🦔 დათუნიამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად 🐻 -  წარმოიდგი...
31/07/2025

🌠 "ზღარბმა დათვის ბელს უთხრა:
– რა კარგია ერთმანეთს, რომ ვყავართ! 🦔

დათუნიამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად 🐻

- წარმოიდგინე, რომ მე არ ვარსებობ შენ კი ზიხარ მარტო და არავინ არ გყავს, რომ დაელაპარაკო.
– შენ სად ხარ?
– მე არ ვარ.
– ეს შეუძლებელია - უპასუხა დათუნიამ.
– მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ვთქვათ და მე არ ვარ, საერთოდ არ ვარ და შენ მარტო ხარ. აი, რას იზამ?
– შენთან წამოვალ.
– სად?
– როგორ თუ სად? სახლში. მივალ და გეტყვი: რატომ არ მოხვედი? შენ იტყვი…
– აი სულელი, როგორ ვიტყვი, როცა არ ვარ?
– თუ სახლში არ ხარ, მაშინ ესეიგი შენ წამოხვედი ჩემთან. გავიქცევი სახლში და შენ აქ ხარ! და დავიწყებ…
– რას?
– ჩხუბს!
– რისთვის?
– როგორ თუ რისთვის? იმისთვის, რომ არ გააკეთე რაზეც შევთანხმდით.
– და რაზე შევთანხმდით?
– აბა მე რა ვიცი? მაგრამ შენ ან ჩემთან უნდა იყო ან შენს სახლში ✨
– ჰო, მაგრამ მე ხომ საერთოდ არ ვარ… გესმის?
– აი, შენ აქ ხარ!
– ეს ახლა და საერთოდ, რომ არ ვიყო? სად ვიქნები? 🦔
– ან ჩემთან, ან შენთან.
– ეს თუ ვარ იმ შემთხვევაში და საერთოდ, რომ არ ვიყო?
– მაშინ, ზიხარ მდინარესთან და მთვარეს უყურებ…
– მდინარეზეც არ ვარ…
– მაშინ, წახვედი სადმე და ჯერ არ დაბრუნებულხარ. წავალ ყველაფერს შემოვივლი და გიპოვი!
– შენ უკვე ყველაფერი მოიარე, მაგრამ ვერ მიპოვე.
– ყველაფერს თავდაყირა გადავატრიალებ, იქამდე სანამ არ გიპოვი! 🐻
– არა მე არ ვარ, არსად არ ვარ!
– მაშინ გამოვვარდები მინდორში და დაგიძახებ: ზღააააარბოოო! შენ გაიგებ ჩემს ყვირილს და მიპასუხებ: დათუნია მე აქ ვარ!
- არა - უპასუხა ზღარბმა - მე საერთოდ არ ვარ. წარმოიდგინე, რომ საერთოდ არ ვარსებობ, გესმის?
– რას გადამეკიდე? - გაბრაზდა დათუნია - თუ შენ არ იარსებებ, ვერც მე ვიარსებებ, შენ თუ არ ხარ, არც მე ვარ. გაიგე?!" ✨

📖 "ზღარბი ნისლში” | სერგეი კოზლოვი
🎨 ილუსტრაციის ავტორი: Namo Art

#ილუსტრაცია #გრაფიკულიდიზაინი #ზღარბინისლში #მოთხრობები 🖌️

13/07/2025

🎶🫀🌸



ილუსტრაციის | ანიმაციის ავტორი: Namo Art

𝐈𝐧𝐬𝐭𝐚𝐠𝐫𝐚𝐦: namo_art___ 🎨



#ანიმაცია #ილუსტრაცია #გრაფიკულიდიზაინი #სიყვარული 🖌️

✨ იქნებ ყველაფერი რაზეც ოცნებობ გზაშია...! 🌠𝗔𝘂𝘁𝗵𝗼𝗿: Namo Art (Natia Moseshvili) 🎨   #ილუსტრაცია   🖌️    #გრაფიკოსდიზაინე...
18/06/2025

✨ იქნებ ყველაფერი რაზეც ოცნებობ გზაშია...! 🌠

𝗔𝘂𝘁𝗵𝗼𝗿: Namo Art (Natia Moseshvili) 🎨

#ილუსტრაცია 🖌️ #გრაფიკოსდიზაინერი #გრაფიკულიდიზაინი ✨

პოსტერების დიზაინი | 𝗕𝗢𝗢𝗞𝗦𝗧𝗢𝗥𝗘 📚✨✨ Book Store I 𝗦𝗼𝗰𝗶𝗮𝗹 𝗠𝗲𝗱𝗶𝗮 𝗣𝗼𝘀𝘁𝗲𝗿 𝗗𝗲𝘀𝗶𝗴𝗻𝘀 📖📩 Namo.art32@gmail.com         #პოსტერი    ...
03/06/2025

პოსტერების დიზაინი | 𝗕𝗢𝗢𝗞𝗦𝗧𝗢𝗥𝗘 📚✨

✨ Book Store I 𝗦𝗼𝗰𝗶𝗮𝗹 𝗠𝗲𝗱𝗶𝗮 𝗣𝗼𝘀𝘁𝗲𝗿 𝗗𝗲𝘀𝗶𝗴𝗻𝘀 📖

📩 [email protected]

#პოსტერი #პოსტერისდიზაინი #გრაფიკოსდიზაინერი #ნამო #წიგნები #გრაფიკულიდიზაინი ☀️

03/05/2025

𝐅𝐫𝐨𝐦 𝐋𝐮𝐜𝐤𝐲'𝐬 𝐃𝐢𝐚𝐫𝐲 🐥💜
"- იასამანი აყვავდა, იციი?!" 🧐🪻😅

𝐀𝐫𝐭𝐢𝐬𝐭: Natia Moseshvili 🎨

𝙿𝙾𝚁𝚃𝙵𝙾𝙻𝙸𝙾 𝙰𝙽𝙳 𝚂𝙾𝙲𝙸𝙰𝙻 𝙼𝙴𝙳𝙸𝙰 👇🏻:
linktr.ee/namo_art_natiamoseshvili

𝐈𝐧𝐬𝐭𝐚𝐠𝐫𝐚𝐦: namo_art___ ✨

📩 [email protected]

#ანიმაცია #ილუსტრაცია #იასამანი #გრაფიკოსდიზაინერი 🖌️

ქრისტე აღსდგა! 🧡გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 🕯️✨ილუსტრაციის მიზანია, ტკბილ მოგონებებში მოგზაურობა 🥰🖌️✨"- შე...
20/04/2025

ქრისტე აღსდგა! 🧡

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 🕯️



ილუსტრაციის მიზანია, ტკბილ მოგონებებში მოგზაურობა 🥰🖌️✨

"- შენი გატყდა!
- არა შენი გატყდა!" 🤭

ვფიქრობ, ყველას გქონიათ მსგავსი დიალოგი 😅🥚🌿

𝗔𝗿𝘁𝗶𝘀𝘁: Natia Moseshvili 🎨

𝙿𝙾𝚁𝚃𝙵𝙾𝙻𝙸𝙾 𝙰𝙽𝙳 𝚂𝙾𝙲𝙸𝙰𝙻 𝙼𝙴𝙳𝙸𝙰 👇🏻:
linktr.ee/namo_art_natiamoseshvili

📩 [email protected]

#აღდგომა #ილუსტრაცია ✨

ლოგოს დიზაინი, ონლაინ მაღაზიისთვის | 𝗘𝗡𝗢𝗥𝗔 ❤️✨"ენორა - შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანებს აჩუქოს სილამაზის, ელეგანტურობი...
06/03/2025

ლოგოს დიზაინი, ონლაინ მაღაზიისთვის | 𝗘𝗡𝗢𝗥𝗔 ❤️✨

"ენორა - შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანებს აჩუქოს სილამაზის, ელეგანტურობის, კომფორტის, დახვეწილობისა და ორიგინალურობის ჯადოსნური შეგრძნებები! აქ შეხვდებით უამრავ უნიკალურ ნივთს და აქსესუარს 🎁 ენორაში ყველაფერია, რაც გულს სიხარულსა და ბედნიერებას მიანიჭებს!" 🌹

სრული პროექტი 👇🏻:
https://www.behance.net/gallery/205178119/Logo-Design-Branding-ENORA

Logo Design | Branding | 𝗘𝗡𝗢𝗥𝗔 ❤️✨

This is an online store where you'll find many unique products and accessories. ENORA has everything that will bring joy and happiness to the heart! 🌹📦

𝙿𝙾𝚁𝚃𝙵𝙾𝙻𝙸𝙾 𝙰𝙽𝙳 𝚂𝙾𝙲𝙸𝙰𝙻 𝙼𝙴𝙳𝙸𝙰 👇🏻:
linktr.ee/namo_art_natiamoseshvili

📩 [email protected]

#ლოგოსდიზაინი #ლოგო #გრაფიკოსდიზაინერი #ნამო #გრაფიკულიდიზაინერი #გრაფიკულიდიზაინი 🪄

Merab "The Machine" Dvalishvili 💪🏼🔥 UFC bantamweight Champion from Georgia 🔥🇬🇪We're proud of you, Merab! We send you our...
07/02/2025

Merab "The Machine" Dvalishvili 💪🏼🔥 UFC bantamweight Champion from Georgia 🔥🇬🇪

We're proud of you, Merab! We send you our love and respect from Georgia! 💛🇬🇪

Artist: Natia Moseshvili 🖌️

#მერაბდვალიშვილი

📩 [email protected]

ადამიანების ყველაზე წარმატებული მეტამორფოზა ის იქნებოდა, თუკი ისინი ერთმანეთის მოსმენას, განსხვავებული აზრის მიღებასა და...
13/07/2024

ადამიანების ყველაზე წარმატებული მეტამორფოზა ის იქნებოდა, თუკი ისინი ერთმანეთის მოსმენას, განსხვავებული აზრის მიღებასა და ჯანსაღი უკუკავშირის ჩამოყალიბებას დაიწყებდნენ.

დღესდღეობით, საკმაოდ შაბლონური და დაზეპირებული ფრაზაა, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, თუმცა მისი მნიშვნელობა და მაშტაბურობა ცოტას თუ აქვს გააზრებული.

მარგინალიზაციამ აქტუალური სახე მიიღო, არა მხოლოდ შრომით ბაზარზე, არამედ ყოფით ცხოვრებაშიც. ხშირად შეხვდებით და შესაძლებელია საკუთარი თავიც კი აღმოაჩინოთ ადამიანში, რომელიც განსხავევებული აზრის, შეხედულების, საქციელის, ვიზუალური ნიშნის/მახასიათებელის გამო გარიყეს, არ მიიღეს, გაკიცხეს ან მის მიმართ ნეგატიური/აგრესიული დამოკიდებულება გამოავლინეს.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ განსხვავებულ შეხედულებებსა და მახასიათებლებში არ იგულისხმება დევიანტური, სოციალური კონტექსტიდან განყენებული, სოციალურად დაუშვებელი და არაინსტიტუციური მოქმედებები. საკუთარი აზრის/შეხედულების გამოხატვა, კონსტრუქციულია თუ იგი ზიანს არ აყენებს სხვა ადამიანის ღირებულებებს, ფასეულობებსა და შეხედულებებს.

გამოხატეთ საკუთარი თავი! თქვენს გადაწყვეტილებებსა და ცხოვრების რითმს, ნუ მიანდობთ გარშემომყოფებს. გააკეთეთ არჩევანი, დაუშვით შეცდომები, მიეცით თქვენს გულსა და გონებას სასურველ, საოცნებო განზომილებაში მოგზაურობის საშუალება.

ჩაიცვით წითელი, გრძელი, მოკლე, მუხლებს ზემოთ შეხსნილი კაბა, თუ კი ეს უკანასკნელი, ვენებში მიმდინარე სისხლს სიცოცხლის ხალისს აგრძნობინებს. აირჩიეთ სასურველი პროფესია, ისწავლეთ, განვითარდით, დაეუფლეთ მთელი არსებით. დაიწყეთ იმ გზაზე სიარული, საყვარელ საქმიანობას რომ გაგაკეთებინებთ და არ გაჩერდეთ არავის და არაფრის გამო. შეიღებეთ თმა, მოიხატეთ სხეული - თუ კი ეს ბედნიერების მარცვლებს გააღვივებს თქვენს გულში - იცეკვეთ წვიმაში, ისაუბრეთ ხმამაღლა, თუნდაც დუმილით, მაგრამ არასდროს შეწყვიტოთ შეგრძნებების, აზრებისა და შეხედეულბების თავისუფლად გამოხატვა!

არ აქვს მნიშვნელობა რას იფიქრებს სხვა. უფრო მეტიც, ხშირად, სწორედ ეს „სხვა“ გართმევთ თქვენივე თავებს. წარბის აწევით, ჩუმი გადალაარაკებებითა და ირონიული ღიმილით იტაცებს თქვენს სურვილებსა და ოცნებებს. არავის მისცეთ საკუთარი ცხოვრების მოპარვის საშუალება! არ შეგეშინდეთ, მარტო არ ხართ. დარწმუნებული ვარ, თქვენს გვერდით ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება, რომელიც ყოველთვის მხარს დაგიჭერთ. ასეც, რომ არიყოს, შეუძლებელია გალაქტიკასა და დედამიწის ზედაპირის მიღმა სამყოფელში მარტოობა დაგეუფლოთ. თქვენს გვერდით, თქვენივე თავია! თქვენს გვერდით, მზე და მთვარეა! თქვენს გვერდით, სამყაროს უძვირფასესი ძღვენი დაუშრეტელი შესაძლებლობების სახელით, აგრძელებს მარადიულ ჟამთასვლას - გამოიყენეთ ის!

თითოეული ადამიანი, მძივად ინდივიდუალურობის მარგალიტებს დაატარებს. ნუ ცდილობთ ამ მარგალიტების საკუთარი ან სხივი ყელიდან ჩამოგლეჯვას! იყავით მეტად ასერტიულები და ემპათიურები. პატივი ეცით ერთმანეთის აზრებს, შეხედულებებს, დამოკიდებულებებსა და პიროვნულ თუ ვიზუალურ განსხვავებულობას!

- „განსხვავებული არ ნიშნავს ცუდს, უბრალოდ იგივე არ არის!“

🌟

სტატიის ავტორი: Natia Moseshvili 👩🏼‍⚕️🧠
ილუსტრირება: Natia Moseshvili 🖌️

#ჩანაწერებისკრებულიდან ✍🏻 #ფსიქოლოგია 🧠 #სტატიები #გრაფიკულიდიზაინი #ილუსტრაციები #ჩანაწერები 👩🏼‍⚕️🧠✨

𝙿𝙾𝚁𝚃𝙵𝙾𝙻𝙸𝙾 𝙰𝙽𝙳 𝚂𝙾𝙲𝙸𝙰𝙻 𝙼𝙴𝙳𝙸𝙰 👇🏻:
linktr.ee/namo_art_natiamoseshvili ✨

📩 [email protected]

  I საქართველოს პირველი გოლი ევროპის ჩემპიონატზე ⚽️🇬🇪◾◾◾Georgia's first historic goal at the European Championship ⚽️🇬🇪W...
21/06/2024

I საქართველოს პირველი გოლი ევროპის ჩემპიონატზე ⚽️🇬🇪

◾◾◾

Georgia's first historic goal at the European Championship ⚽️🇬🇪

We're absolutely proud of our team 🇬🇪✨ Many thanks for the fight! 🔥🇬🇪

𝙿𝙾𝚁𝚃𝙵𝙾𝙻𝙸𝙾 𝙰𝙽𝙳 𝚂𝙾𝙲𝙸𝙰𝙻 𝙼𝙴𝙳𝙸𝙰 👇🏻:
linktr.ee/namo_art_natiamoseshvili

#ეროვნულინაკრები ეროვნული ნაკრები UEFA EURO 2024

10/05/2024

ანიმაცია I ძალა ერთობაშია! ✊🏻🇬🇪

ერთად დგომით, ნათელი მომავლის შექმნის სურვილითა და სამშობლოს სიყვარულით მოვარჩენთ იარებს
და მსოფლიოს გავაგონებთ ჩვენი ქვეყნის ძახილს

- საქართველოს მომავალი ევროპაშია! 🇪🇺✊🏻🇬🇪

„დამეხსენი, ჩრდილოელო! რა მაქვს შენთან საზიარო? ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო, რომ მფლობელად აღგიარო!“ - აკაკი წერეთელი 🇬🇪

#ძალაერთობაშია #წინევროპისკენ #არარუსეთს 🇬🇪✨🇪🇺 ✨

𝚂𝙾𝙲𝙸𝙰𝙻 𝙼𝙴𝙳𝙸𝙰 👇🏻:
linktr.ee/namo_art_natiamoseshvili 🖌️🇬🇪☀️

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Namo • ნამო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Namo • ნამო:

Share