Scam Central

Scam Central Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Scam Central, Information Technology Company, Tbilisi.

03/11/2022

თაღლითური სქემები, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ხდება❗️

როგორც წესი, კარებთან მოსულ უცხო პირთან ლაპარაკში არ უნდა ჩაებათ.

# უსაფრთხოების სისტემის სქამი

თაღლითები მოვლენ სახლის კართან და შემოგთავაზებენ უსაფრთხოების სისტემის დაყენებას ან განახლებას. თაღლითები ამის შემდგომ ეცდებიან უხარისხო პროდუქტის მოყიდვას ან დაათვალიარებენ სახლს სამომავლო ქურდობისთვის.


# სამი კარტის ბანქოს თამაში ასევე ცნობილი როგორც ნიჟარის თამაში

ეს არის თამაში, რომლის დამარცხება შეუძლებელია. ის მონაწილეები რომლებიც იგებენ, ასევე ამ თაღლითური სქემის მონაწილეები არიან. თამაში არის ერთგვარი “ფოკუსი”, რომელიც თუ ზუსტად არ იცით რთულად დაამარცხებთ.

# შეჯახების და გატეხვის სქამი

უცხო პიროვნება გეჯახებათ და ტყდება მისი ტელეფონი/სათვალე/ბოთლი/ლარნაკი და გთხოვთ ნივთის საფასურის ანაზღაურებას. რეალურად, ნივთი რომელიც გატყდა არის იაფფასიანი.

# მანქანის დაზიანების სქამი

თაღლითი მოგიახლოვდებათ და შეგატყობინებთ მანქანის დაზიანებაზე, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არის ​ გარეკანის უსწორმასწორო ადგილი. ის გეტყვით რომ მანქანის მექანიკოსია და შემოგთავაზებთ დაბალ ფასად შეკეთებას. შეკეთების ნაცვლად, თაღლითი ადგილს დაფარავს ცვილით ან სხვა იაფფასიანი საშუალებით და პირობას მოგცემთ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება.

# ოქროს ბეჭდის/ძვირფასეულობის სქამი

თაღლითი "იპოვის" ოქროს ბეჭედს ან სხვა ძვირფასს ნივთს და შეეცდება ამის თქვენთვის მოყიდვას. ეს ნივთი უმეტეს შემთხვევაში არის ყალბი.

# ყურადღების გადატანა

პიროვნება მოგიახლოვდებათ და ყურადღებას მიიპყრობს, რომლის დროსაც მისი დამხმარე შეეცდება თქვენს გაქურდვას.

29/10/2022

გამარჯობა ჯგუფის წევრებო და უბრალოდ ვიზიტორებო! აქ თქვენ გაეცნობით თაღლითური სქემების უმეტესობას, რომელსაც ერთხელ მაინც შეხვდებით ონლაინ ან რეალურ ცხოვრებაში. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პოსტის შექმნაში.

📙თუ გაგიგიათ ან იცით სქამი რომელიც ამ სიაში არ არის დაწერეთ კომენტარი ამ პოსტის ქვემოთ

📣ზოგიერთი ამ სიაში ჩამოთვლილი სქამი არის განსაზღვრულ ადგილობრივ დასახლებაში გავრცელებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენს არეალში არ მოხდება, ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი იმყოფება საზღვარგარეთ.

# ზარის გაყალბება

ყველასთვის ძალიან მარტივია დაგირეკოთ და დარეკვის დროს გამოჩნდეს ნებისმიერი ნომერი. თუ ვინმემ დაგირეკათ კონკრეტული ნომრიდან, ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს ნომერი აუცილებლად მას ეკუთვნის.


# იმეილის გაყალბება

გამგზავნის სახელი ანუ “from” ფორმა შესაძლებელია შეიცვალოს, რაც ნიშნავს იმას რომ სქამ იმეილის
გამომგზავნი შეეცადოს შეცვალოს და ლეგიტიმური კომპანიის სახელით დაგიკავშირდეთ. ასევე, გაფრთხილდით რომ არ დააკლიკოთ ლინკებს იმეილზე.


# SMSის გაყალბება

SMS ის გაყალბება არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა, რომლითაც თაღლითები ეკონტაქტებიან მსხვერპლს როგორც მეგობარი ან ადამიანი რომელსაც ენდობა.


# ჩეკის გაყალბება

გაყალბებული ჩეკის სქამი სხვადასხვა სიტუაციებში გვხვდება (მაგალითად
როდესაც ეძებთ დასაქმებას ან ნივთებს ყიდით ონლაინ მაღაზიებში)
ძირითადად ასეთი შინაარსით:

თაღლითი გიგზავნით ჩეკს, რომელიც ძალიან ჰგავს რეალურს, მაგრამ ყალბია. ზოგჯერ ამ ჩეკს ეძახიან სალაროს ჩეკს, დამოწმების ჩეკს ან ვერიფიკაციის ჩეკს.

თქვენ შეგაქვთ ჩეკის შენატანი ბანკის ანგარიშში და რამდენიმე დღეში ბანკი დაგირიცხავთ მთელ ან ნანილობრივ თანხას. ამის შემდეგ, თქვენ იფიქრებთ რომ ჩეკი რეალურია და თანხა დაგერიცხათ. თუმცა, ფული რომელიც თქვენს ანგარიშზე გამოჩნდა არ ნიშნავს იმას რომ ჩეკი გაანაღდეთ. ბანკმა ვალდებულია დაგირიცხოთ თანხა სანამ ჩეკს გაანაღდებენ, იმიტომ რომ ამას კანონი მოითხოვს.

სანაცვლოდ თაღლითი მოითხოვს რომ თანხა დაურიცხოთ მანიგრამზე და მსგავს გადახდის სისტემებზე, ასევე შესაძლებელია შემოგთავაზოთ სასაჩუქრე ბარათით ან კოდით გადახდა.

რამდენიმე კვირის შემდეგ, ბანკი მიხვდება რომ ჩეკის შენატანი ყალბია და დარიცხულ თანხას მოხსნიან. თუ თანხა გამოტანილი გაქვთ, ბანკი მოგთხოვთ ამის ანაზღაურებას ან ანგარიშს დახურავენ.


# SMS კოდის ვერიფიკაციის სქამი

თაღლითი მოგწერთ რომ მიიღებთ ვერიფიკაციის მესიჯს და რომ კოდი გადაგზავნოთ, ხშირ შემთხვევებში გამოგზავნილი კოდი იქნება Google Voice-დან ან ონლაინ სავაჭრო საიტებიდან. ამით თაღლითები თქვენს ნომერს გამოიყენებენ ახალი ანგარიშის გასახსნელად, საიდანაც უფრო მეტს დასქამავენ. შესაძლებელია ეს იყოს პაროლის აღდგენის კოდი, რომლითაც თაღლითი შეცვლის პაროლს და თქვენს ანგარიშს ხელში ჩაიგდებს.


# ბითქოინის დასაქმების სქამი

ბითქოინის დასაქმების სქამი მოიცავს თაღლითურ გადარიცხვას, ჩვეულებრივ სკამერი დაგიკავშირდებათ და შემოგთავაზებთ თანხის გადმორიცხვას თქვენს ანგარიშზე იმისთვის, რომ მათთვის ბითქოინები შეიძინოთ. სანაცვლოდ გეტყვიან რომ თანხის გარკვეული პროცენტი დაიტოვოთ. სინამდვილეში ეს თანხა არის თაღლითური სქემებით მოპოვებული და თქვენ მათ ფულის გათეთრებაში ეხმარებით.


# spam იმელის სქამი

თუ თქვენ შემთხვევით შემოგდით ასობით გზავნილი ელექტრონულ ფოსტაზე, ამის მიზეზი უმეტესწილად შეიძლება იყოს ის, რომ თქვენი ანგარიში გატეხილია და მას თაღლითები იყენებენ. ამ შემთხვევაში საჭიროა ყველა იმ ანგარიშის შემოწმება რომელზეც საკრედიტო ბარათი გაქვთ მიბმული. უმჯობესია შეამოწმოთ მოწყობილობით რომლსაც ჩვეულებრივ არ მოიხმართ და შეცვალეთ ყველა პაროლი.


# კარტელის სქამი

თქვენ დაგიკავშირდებათ სქამერი და თავს მოგაჩვენებთ როგორც კარტელის წევრი. ის დაგემუქრებათ თქვენი და თქვენი ოჯახის მოკვლით, ასევე შეიძლება ძალადობის ამსახველი სურათები გამოგიგზავნოთ. თუ შეგხვდათ ასეთი ტიპის სქამი უბრალოდ დააიგნორეთ.


# CEO/ბოსის სქამი

სქამერი თავს მოგაჩვენებთ რომ არის თქვენი ბოსი ან თანამშრომელი და მოგთხოვთ სასწაფო დახმარებას. ძირითადად ეს დახმარება არის სასაჩუქრე ბარათების ყიდვა და კოდის გაგზავნა.


# დასაქმების სერთიფიკატის სქამი

თქვენ მიიღებთ შეთავაზებას დასაქმებაზე რომელიც დაკავშირებულია კურსის დამთავრებასა და სერთიფიკატის მიღებასთან. კურსის შეძენა ხდება ვებსაიტზე რომელიც სქამერებს ეკუთვნით და სამსახური რეალურად არ არსებობს.


# ონლაინ სავაჭრო მაღაზიების სქამი

სქამერი შეგეხმიანებათ ნივთის ყიდვის თაობაზე რომელიც განათავსეთ და მოგწერთ რომ თანხას PayPal-ზე დაგირიცხავთ. უმეტეს შემთხვევაში თანხას არ დარიცხავენ და იმეილი რომელსაც PayPal-იდან მიიღებთ არის სქამერების გამოგზავნილი. თუ სქამერმა თანხა დაგირიცხათ, ამის შემდეგ ეცდებიან PayPal-თან გზავნილი გაასაჩივრონ და თანხა უკან დაიბრუნონ.


# ავტომობილის ისტორიის სქამი

შესაძლებელია გადაეყაროთ სქამერს, რომელსაც თქვენი ავტომობილის შეძენა სურს, მაგრამ მოგთხოვენ VIN კოდის ცნობის გაგზავნას საიტიდან, რომელიც მათი შექმნილია და იმედოვნებენ რომ ამისთვის გადაიხდით.


# ორმაგი სქამი/დაზღვევის სქამი

ამ თაღლითური სქემის მიზანია ის ადამიანები, რომლებიც ერთხელ მაინც გაებნენ თაღლითურ სქემაში. თაღლითები დაგიკავშირდებიან და შეეცდებიან დაგარწმუნოთ რომ თქვენი დახმარება შეუძლიათ და რომ დაიბრუნებთ თანხას, რომელიც თაღლითებმა მოიპარეს.


# გადასახადების სქამი

თაღლითები შემოგთავაზებენ ყველანაირი სახის გადასახადის გადახდას, მაგრამ თანხა რომლითაც იხდიან არის თაღლითური გზით მოპოვებული. როდესაც გადაიხდიან მოგთხოვენ ამ თანხის უკან დაბრუნებას ან იმას, რომ ამ თანხით შეიძინოთ მათთვის სასურველი ნივთები და გადაუგზავნოთ. ისინი კონტაქტს გაწყვეტენ მაშინ როდესაც გაიგებენ რომ ბანკმა ანგარიში დაგიბლოკათ. ეს სქამი გავცრელებულია სოციალურ ქსელებში როგორიცაა Twitter, Instagram ასევე გაცნობის საიტებზე.


# ამანათების გადაზიდვის სქამი

სქამერი დაგეკონტაქტებათ და შემოგთავაზებთ სამუშაოს დაწყებას, რომელიც გულისხმობს ამანათების მიღებას და გაგზავნას. ამანათები არის მოპარული ან თაღლითური გზით შეძენილი და გაგზავნის შემდეგ შესაძლებელია თანხა არ გადაგიხადონ.


# Romance scam/გაცნობის სქამი

სიტუაცია: შეხვედით Facebookზე და ხედავთ მეგობრობის შემოთავაზებას საყვარელი გოგონასგან, რომელსაც არასდროს შეხვედრიხართ. ის იწყებს სექსუალური შინაარსის მიმოწერას და გიგზავნით ნუდებს(შიშველ ფოტოებს). გოგონა მოგთხოვთ რომ თქვენც გადაუგავნოთ ან ჩართოთ კამერა სადაც გამოჩნდებით შიშველი და გამოჩნდება თქვენი სახე.
სქამი: გოგონა არ არსებობს. თქვენ გადაუგავნით ნუდებს პიროვნებას რომელიც თავს მომხიბვლელ გოგონად გაჩვენებთ. ფოტოს ან ვიდეოს გადაგზავნის შემთხვევაში, ის მოგთხოვთ ფულს და დაგემუქრებათ ფოტოების თქვენს მეგობრებთან ან ოჯახთან წევრებთან გადაგზავნით. არის შემთხვევები, როდესაც სქამერი მსხვერპლის ვიდეოებს ატვირთავს იუთუბზე ან სექსუალური ხასიათის საიტებზე, იმისათვის რომ გაჩვენოთ თუ საქმე როგორ სერიოზულად არის.

რა მოვიმოქმედოთ ამ შემთხვევაში: თქვენ მათ გაჩუმებას ვერ იყიდით, მხოლოდ იქირავებთ. თუ თქვენ ამ პიროვნებას ფულს გადაურიცხავთ, ამით მას მიახვედრებთ რომ ინფორმაცია რასაც თქვენზე ფლობს ღირებულია და ფულს ყოველთვის მოგთხოვთ. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია მეგობრებს და ოჯახის წევრებს ეს აცნობოთ და გააფრთხილოთ რომ უცხო მესიჯები უბრალოდ დააიგნორონ. ასევე წაშალეთ ფეისბუქი და შექმენით ახალი ანგარიში ან პარამეტრები შეცვალეთ ისე რომ თქვენი მეგობრების სია არ გამოჩნდეს.


# არასრულწლოვანი გოგონას სქამი

სიტუაცია: იმყოფებით გაცნობის საიტზე ან აპლიკაციაზე და დაგეკონტაქტათ გოგონა. ის იწყებს სექსუალური შინაარსის მიმოწერას და გიგზავნით ნუდებს, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობაში წყვეტს თქვენთან ურთიერთობას. ამის შემდეგ, შემოდის ზარი სადაც გესმით გაბრაზებული კაცის ხმა, რომელიც ამბობს რომ გოგონას მამაა ან პოლიციის ოფიცერი ან გამომძიებელი ან რაიმე ამდაგვარი. საბოლოოდ აღმოჩნდება რომ გოგონა, რომელსაც ეკონტაქტებოდით არის არასრულწლოვანი და მოგთხოვენ ფულის გადახდას სხვადასხვა მიზეზით, როგორებიცაა გოგონასთვის ახალი ტელეფონის ყიდვას ან თერაპიისათვის გადასახდელ თანხას.
სინამდვილეში ზემოთ აღნიშნული გოგონა არ არსებობს. თქვენ მიმოწერა გქონდათ თაღლითთან.

როგორ მოვიქცეთ თუ ვიმყოფებით ამ სიტუაციაში: არ უპასოხოთ შემოსულ ზარებს, რადგან სამომავლოდ უფრო მეტის გადახდას მოგთხოვენ


# ფიშინგი

ფიშინგი ანუ თევზაობა არის თაღლითური სქემა, რომლითაც სქამერი ცდილობს ინფორმაციის მოპოვებას, როგორიცაა პაროლები ან ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ფიშინგ მესიჯები/საიტები ძალიან ჰგავს ოფიციალურ მესიჯებს, ზოგჯერ იდენტურიცაა. თუ მოგიწიათ სხვის მიერ გამოგზავნილ ვებსაიტზე შესვლა და საკრედიტო ბარათის ან საბანკო ანგარიშის განმეორებით დაკავშირება იმისთვის, რომ ეს სერვისი გამოიყენოთ, დიდი შანსია ეს ფიშინგის ნიშანი იყოს.


# Sugar mama/daddy scam

ეს სქამი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ინტერნეტ სივრცეში. სქამი მდგომარებს იმაში, რომ ახალგაზრდობის ასაკს გადაცილებული ქალბატონი/მამაკაცი რეალურად სქამერი ცდილობს სექსუალურ ურთიერთობაზე დაითანხმოს ახალგაზრდა გოგო/ბიჭი დიდი თანხის სანაცვლოდ. თაღლითური სქემა მოიცავს თანხის გარკვეული ნაწილის მათთვის წინასწარ გაგზავნას, ასევე შეიძლება ეს იყოს ყალბი ჩეკის სქამი.
ისინი შეგპირდებიან ყველანაირი გადასახადის გადახდას და მოგთხოვენ ანგირიშის ნომერს მეტი დამაჯერებლობისთვის.
თუ ასეთ სქამერებს გადაეყარეთ, უბრალოდ ყურადღება არ მიაქციოთ.


# Google Hangouts scams

ეს არის პლატფორმა რომელზეც შეხვდებით ყველანაირი ტიპის სქამერს.
თუ ვინმესთან ურთიერთობა გაქვთ და მოულოდნელად მიმოწერის გაგრძელება Hangouts-ზე მოინდომა, დიდი ალბათობით სქამერია.


# შინაური ცხოველების სქამი

თუ აპირებთ ლეკვის, კნუტის, ჩიტის ან სხვა შინაური ცხოველის ყიდვას, ინტერნეტში შეიძლება შეხვდეთ ლამაზი შესახედაობის საიტს, სადაც წერია რომ აჯვარებენ და ყიდიან შინაურ ცხოველებს. შესაძლებელია დიდი ფასდაკლებაც ჰქონდეთ, მაგრამ საიტი დიდი ალბათობით ​ ეკუთვნით სქამერებს. სქამერები პირობას მოგცემენ რომ შინაურ ცხოველს ადგილზე მოგიყვანენ, გადმოყვანისას ყველანირ უსაფრთხოების ზომებს დაიცავენ და ფასს ადგილზე გადაიხდით. როდესაც საიტზე შეუკვეთავთ, დაგიკავშირდებათ ეგრეთ წოდებული "გადაზიდვების აგენტი", რომელიც შეგატყობინებთ დამატებითი შიპინგის/გადაზიდვის საფასურის შესახებ, და რომ ეს საფასური შინაური ცხოველის ჩამოყვანამდე უნდა გადაიხადოთ.


# შიპინგის/გადამზიდი კომპანიის სქამი

ეს სქამი ჩვეულებრივ იწყება მაშინ, როდესაც ონლაინ ყიდულობთ რაიმე არალეგალურს, მაგრამ არა ყოველთვის. სქამერები გადახდის შემდეგ დაიტოვებენ თანხას და შემდეგ გამოგიგზავნიან იმეილს, სადაც ყალბი შიპინგის კომპანია გატყობინებთ დამატებით გადასახადზე. თუ თქვენ ამასაც გადაიხდით, ისინი გააგრძელებენ ტყუილი ისტორიების მოფიქრებას მანამ, სანამ თქვენ ამას არ მიხვდებით.


# Chinese Upwork scam/ ჩინელების Upwork-ის სქამი

პიროვნება, უმეტეს შემთხვევაში ჩინეთიდან, შემოგთავაზებთ რომ შექმნათ ანგარიში Upwork-ზე ან მსგავს ონლაინ დასაქმების პლატფორმაზე, ანაზღაურების სანაცვლოდ. საბოლოოდ, თქვენ არავინ გადაგიხდით და თქვენს ანგარიშს სხვების დასქამვისთვის გამოიყენებენ.


# blackmail/შანტაჟის სქამი

ეს სქამი უმეტესწილად ითვალისწინებს იმეილის გაგზავნას შემდეგი შინაარსით: ისინი გატყობინებენ რომ სექსუალური შინაარსის საიტზე დააყენეს პროგრამა/მავნე კოდი და გააჩნიათ ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს თქვენს მოქმედებებს, როდესაც ვიდეოებს ნახულობთ. ისინი დაგემუქრებიან ვიდეოს მეგობრებთან/ნათესავებთან/ოჯახის წევრებთან გაგზავნით და მოგთხოვენ ფულს ან ბითქოინს.


# ბინის ქირის სქამი

ჩვეულებრივ, მოქმედება ხდება ბინის გაქირავების საიტებზე. თაღლითები დარეგისტრირდებიან, იპარავენ სხვადასხვა ბინის ფოტოებს და დებენ განცხადებას საშუალო ან უფრო დაბალი ფასით. თაღლითები უმეტესწილად შეყოყმანდებიან თუ ჰკითხავთ ბინის ზუსტ მისამართს და საპასუხოდ, მისამართს "უსაფრთხოების მიზნით" ვერ მოგწერენ. ისინი გეტყვიან რომ ფული გადაუგზავნოთ და გასაღებებს მხოლოდ ამის შემდეგ ჩაგაბარებენ, მაგრად რეალურად ბინის გასაღები არ არსებობს და გადაგზავნილი ფულიც გაუჩინარდება.


# მანქანის გაყიდვის სქამი

სქამერი მანქანის გაყიდვასთან დაკავშირებით განათავსებს განხადებას. ის პირობას მოგეცმთ, რომ მანქანის შიპინგზე/ჩამოყვანაზე თავად იზრუნებს. თუ მანქანის ყიდვას აპირებთ და დაგექონტაქტათ პირი, რომელიც ახსენებს მანქანის შიპინგს, და გეტყვით რომ ჰყავს აგენტი და მოგიყვებათ დიდ ისტორიას თუ რატომ ყიდის მანქანას ან მანქანის ფასი ზედმეტად დაბალია, დიდი შანსია რომ თქვენ სქამერს ეკონტაქტებით.


# წინასწარი გადახდის სქამი

წინასწარი გადახდის სქამი, ასევე ცნობილი როგორც ნიგერიელი პრინცის სქამი. თქვენ გიკავშირდებათ პიროვნება, რომელიც გარწმუნებთ, რომ გეკუთვნით დიდი ოდენობის თანხა ან შეუძლიათ ამ თანხის მიღებაში დახმარება. მიუხედავად ამისა, მათ თქვენგან დასჭირდებათ ცოტაოდენი თანხა, სანამ თქვენ დიდი ოდენობის თანხას მიიღებთ.


# შუამდგომლობის სქამი

შუამდგომლობის სქამი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თაღლითური სქემა და ამავედროულად ძნელად შესამჩნევი. თაღლითი ეცდება კომპანიის ან პიროვნების განსახიერებას, რომელსაც თქვენ იცნობთ
ან რომელთანაც საქმე გაგაჩნიათ. ისინი მოგთხოვენ ფულის მათ ერთ-ერთ ბანკში გადარიცხვას. მათ წვდომა აქვთ თქვენი ახლობლის მონაცემებზე, ამიტომაც ძნელია ამის გარჩევა. იმისათვის რომ ეს სიტუაცია თავიდან ავირიდოთ, ეჭვის შემთხვევაში ეცადეთ საუბრის გაგრძელება ისეთი გზით, რომლითაც დაწმუნდებით რომ სწორ პიროვნებას ეკონტაქტებით.


# ციფრული საფულის სქამი

ეს სქამი არის ყალბი ჩეკის მსგავსი, თაღლითი გიგზავნით თანხას ციფრულ საფულეზე და მესიჯს სადაც წერია რომ ფული შემთხვევით გადმოგზავნეს და ითხოვენ ფულის უკან დაბრუნებას. ამას ემატება ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში ონლაინ საფულის სამომხმარებლო სერვისი გიბიძგებთ ფულის უკან დაბრუნებას, თუმცა თაღლითის მიერ გადმოგზავნილი ფული არის მოპარული ბარათიდან, რაც რამდენიმე დღეში თქვენი ანგარიშიდან მოიხსნება.

# cam girl scam

გაცნობის/სოციალური ქსელის ვებსაიტზე შეხვდებით გოგონას რომელიც გთხოვთ, რომ დარეგისტრირდეთ ვებსაიტზე, სადაც დევს მისი სექსუალური ხასიათის ფოტოები/ვიდეოები. საიტი, რომელზეც გადახვალთ მოგთხოვთ ბარათის დაკავშირებას. გოგონამ ასევე შეიძლება "უფასო შოუ" შემოგთავაზოთ ან გთხოვოთ რომ ხმა მისცეთ და მოგწერთ მსგავს გამოგონილ ისტორიებს.


# Multi Level Marketing ან Affiliate Marketing

სიტუაცია: თქვენ დაგიდასტურდათ ადგილი “გაყიდვებზე” სამუშაოდ, რომლის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ ან შეიძლება ძვირადღირებულ ტანსაცმელში გამოწყობილი პიროვნება, რომელიც ხშირად ესაუბრება ხალხს იმ კაფეში, სადაც მიმტანად მუშაობთ, გეუბნებათ ხომ არ აპირებთ ცხოვრების ბოლომდე ასე გაგრძელებას.

სქამი: MLM ანუ Multi Level Marketing არის პირამიდის მსგავსი სქემა, რაც გულისხმობს პროდუქტის, ძირითადად თავის მოვლის საშუალებების (ხელის კრემი, სახის მკვებავი და ა.შ..) გაყიდვას და გადაცემას მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ახლო ნათესავებთან. ისინი გპირდებიან, რომ რეალური ფულის შოვნა შეგიძლიათ სხვა ადამიანების დასაქმებით, რომლებიც გაყიდული პროდუქტის წილს მოგცემენ და თუ ეს ადამიანებიც სხვა ადამიანებს დაასაქმებენ თქვენი წილი გაიზრდება. იდეალური სიტუაცია იქნება ის, რომ თუ პირამიდას გაზრდით შემოსავალი გექნებათ და არანაირი სახის მუშაობა არ მოგიწევთ, მაგრამ თუ ეს ვერ შეძელით, ყველაფერი ისევ თქვენ დაგბრალდებათ, რომ საკმარისად ვერ მოინდომეთ. ასევე, MLM კომპანიები გაყიდვების გასაუმჯობესებლად შემოგთავაზებენ მათი ვებინარების და ტრენინგის კურსების შეძენას. რეალურად ისინი, რომლებიც ამ კომპანიებთან იწყებენ მუშაობას საბოლოოდ ვერანაირ მოგებას ვერ ნახულობენ და ამით მეგობრებს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს, თავს აბეზრებენ პროდუქტებით და დასაქმების მოთხოვნით.

როგორ ავირიდოთ თავიდან სქემა: დამსაქმებლების საუბარი არის ბუნდოვანი, ისინი არ გეტყვიან კომპანიის ზუსტ სახელს ან დასაქმების ზუსტ აღწერას. დამსაქმებლები საუბრის დროს იყენებენ სიტყვებს როგორიცაა: "შემოსავალი ყველანაირი ძალისხმევის გარეშე", "იქნებით საკუთარი თავის ბოსი" და "კომპანიის დამოუკიდებლად მართვა". მათ, ასევე შესაძლოა გირჩიონ წიგნების კითხვა, რომელიც ეხება ბიზნეს წარმატებასა და დამწყებ მეწარმეობას, და იმედოვნებენ რომ დაიჯერებთ ზღაპრული მომავლის წარმატებას.
თუ ასეთი სახის მიმართვა მომდინარეობს სოციალური ქსელიდან, შეამოწმეთ მათი თაიმლაინი (მთავარ გვერდზე დადებული პოსტები). MLM კომპანიის ინსტრუქციებში შედის: სხვა დანარჩენს თავი მოაჩვენონ, რომ მათ უკვე მიაღწიეს წარმატებას, ყოველთვის აქვეყნებენ პოსტებს, სადაც ჩანს, თუ როგორ მიაღწიეს წარმატებას და აზიარებენ მსგავსი შინაარსის ვიდეოებს, ასევე ყვენალაირი დეტალი მათ საქმიანობაზე ბუნდოვანია. თუ ეჭვი გაქვთ ამგვარ სქემაზე, უბრალოდ ჰკითხეთ დეტალები, საქმიანობა კონკრეტულად რას გულისხმობს და თუ კითხვებზე ზუსტი პასუხები ვერ მიიღეთ, ეს არის MLM სქემა და უბრალოდ გაეცალეთ.​



# საგადასახადოს სქამი

დაგიკავშირდათ პიროვნება, რომელიც ამბობს რომ არის თქვენი ქვეყნის საგადასახადო მომსახურებიდან და გატყობინებენ რომ დაუყოვნებლივ გადაიხადოთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაპატიმრებენ ან მიმართავენ შესაბამის ზომებს. ეს თაღლითური სქემა მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


# დაპატიმრების ორდერის სქამი

საგადასახო სქამის მსგავსად, თაღლითი სატელეფონო ზარით გიკავშირდებათ, როგორც "აგენტი", "ოფიცერი", ან სამართალდამცავი პირი და გაფრთხილებთ რომ თქვენს სახელზე გაცემულია დაპატიმრების ორდერი და ახლო მომავალში დაგაპატიმრებენ. საბოლოოდ, შემოგთავაზებენ საქმის მოგვარებას, გადასახადის გადახდით.


# საუწყებო/ლეგალური დოკუმენტების დამუშავების სქამი

წინა სქამების მსგავსად, შემოდის ზარი "გამომძიებლისგან", რომელიც გაცნობებთ რომ აპირებენ ლეგალური დოკუმენტების თქვენთვის გადმოცემას. უარყოფის შემთხვევაში, დაგემუქრებიან და გადმოგიგზავნიან ყალბ დოკუმენტებს დანაშაულის შესახებ, რომელიც მათი თქმით თქვენ ჩაიდინეთ.


# სტუდენტური გადასახადების არიდების სქამი

სქამერები დაგიკავშირდებიან და გეტყვიან რომ ჩაერთოთ მათ პროგრამაში, რომელიც თავს აგარიდებთ სტუდენტური გადასახადებისგან. იმისათვის რომ ჩაერთოთ პროგრამაში, ისინი მოგთხოვენ გავრკვეული რაოდენობის თანხის გადარიცხვას.


# ერთჯერადი ზარი

თაღლითები განახორციელებენ ზარს საერთაშორი ნომრიდან, იმ მიზნით რომ თქვენ გადაურეკავთ, რაც გამოიწვევს ძვირადღირებული საკომისიო ზარის განხორციელებას და თქვენთვის არასასურველ დავალიანებას. შესაძლებელია ზარები შემოვიდეს სხვადასხვა ქვეყნებიდან და თაღლითებმა გამოიყენონ ტექნიკები, რომლებიც მეტად შეფუთავს ამგვარ ნომრებს.


# გაფრთხილებები ინფექციებზე

ტექსტური შეტყობინება ან რეკლამა გაფრთხილებთ რომ თქვენი მოწყობილობა დაინფიცირებულია და ვირუსის წასაშლელად საჭიროა მიჰყვეთ მინიშნებებს. ეს არის თაღლითური სქემა, სადაც მოითხოვენ ფულის გადარიცხვას ან პროგრამის ჩამოტვირთვას, რომლითაც თქვენი მოწყობილობა რეალურად დაინფიცირდება.


# ფულის გაორმაგების სქამი

თაღლითი დაგარწმუნებთ რომ მუშაობს მაღალ თანამდებობაზე ბანკში და შეუძლია თქვენი ფინანსების გაორმაგება/გასამმაგება და ამისთვის პასუხს არავინ არავის მოსთხოვს. ცხადია, გადარიცხული ფული და თაღლითი ერთდროულად გაქრება.


# ონლაინ ვაჭრობის სქამები:

ონლაინ ვაჭრობის ოქროს წესი: თუ შეთავაზება რეალურობისთვის ზედმეტად კარგია, ალბათ ეს ასეც არის.


# დროპშიგინგის სქამი

რეკლამა სოციალური ქსელიდან გთავაზობთ პროდუქტებს დიდი ფასდაკლებით ან შეიძლება უფასოდ (ზოგჯერ ითხოვენ პოსტის გაზიარებას ან დალაიქებას). საბოლოოდ, მოგთხოვენ შიპინგის/ტრანსპორტირების საფასურის გადახდას. მიღებული ნივთი არის დაბალი ხარისხის და მიღებას შეიძლება თვეები დასჭირდეს ან საერთოდ არ ჩამოვიდეს, ასევე შეიძლება მაღაზია გაუჩნარდეს ან თქვენთან კავშირი გაწყვიტოს. თაღლითები/გამყიდველები პროდუქტებს ჩინეთიდან უკვეთავენ. პროდუქტი, იმ შემთხვევაში თუ იაფფასიანია, ფინანსდება ჩინური მთავრობის მიერ და თქვენ შიპინგის ფასის გადახდა არ მოგიწევთ, მაგრამ ამ შემთხვევაში. თუ 4$-ის ღირებულების პროდუქტს ყიდულობთ, 10-15$ შიპინგის საფასურს მაინც გადაიხდით და მოგებას თაღლითი დაიტოვებს. თუ შეხვდით ამგვარ სქამს, მაგრამ მაინც გსურთ პროდუქტის შეძენა, შეგიძლიათ ზუსტად იმავე პროდუქტის მოძებნა საიტებზე, როგორიცაა ალიექსპრესი ან სხვა ჩინური სავაჭრო ქსელი.


# ინფლუენსერის სქამი

ინსტაგრამზე ან სხვა სოციალური მედიის პლატფორმაზე დაგიკავშირდებათ პიროვნება,რომელიც შემოგთავაზებთ პარტნიორობას და გამოგიგზავნით პროდუქტებს უფასოდ ან ფასდაკლებით, იმ შემთხვევაში თუ შიპინგის/ტრანსპორტირების საფასურს გადაიხდით. ეს თაღლითური სქემა არის დროპშინგის მსავსი. შესაძლებელია პროდუქტი რეალურად გამოგიგზავნონ, მაგრამ ეს იქნება ჩინეთიდან გამოწერილი და უხარისხო.


# ​ ამაზონის იაფფასიანი ნივთები

იმყოფებით ამაზონზე ან შეიძლება დაგუგლეთ ნივთი და ხედავთ დაუჯერებელ ფასებს. ამ დროს ენდობით ამაზონს და ნივთს უკვეთავთ.

სქამი: სამიდან ერთი რამ შეიძლება მოხდეს:
1) გამყიდველი მონიშნავს ნივთს როგორც გამოგზავნილს და თქვენ მოგცემთ ყალბ გზავნილის ნომერს (tracking number). ამაზონი თანხას დაურიცხავს გამყიდველს და ის გაუჩინარდება. შესაძლებელია ამ შემთხვევაში ამაზონმა თანხა აგინაზღაუროთ.
2) გამყიდველი შეკვეთისთანავე გააუქმებს შეკვეთას და მოგცემთ ინსტრუქციებს სადაც წერია, რომ ნივთი განმეორებით შეუკვეთოთ პირდაპირ მათი ვებსაიტიდან და მოგცემთ გარანტიას რომ ამაზონი საქმის კურსში იქნება. გამყიდველი თქვენს თანხას აიღებს და გაუჩინარდება. ამაზონის წესების თანახმად, თქვენ დახმარებას ვერ მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ნივთს ამაზონის ფარგლებს გარეთ შეუკვეთავთ.
3) გამყიდველი შეკვეთისთანავე გააუქმებს შეკვეთას და მოგცემთ ინსტრუქციებს სადაც წერია, რომ ნივთი განმეორებით შეუკვეთოთ ამაზონის სასაჩუქრე ბარათით და ბარათის კოდი გადაუგზავნოთ იმეილზე. რომდესაც გამყიდველი შეიყვანს კოდს, ბარათზე არსებული თანხა გაქრება და ამაზონი ვერანაირად ვერ დაგეხმარებათ.

როგორ ავირიდოთ თავიდან: თაღლითების შემჩნევა მარტივად შეიძლება მათ შეფასებებზე დაკვირვებით. ისინი უმეტესწილად არიან ახლად დარეგისტრირებული გამყიდველები და ნივთებს ზედმეტად დაბალ ფასში ყიდიან.


ბმულები სადაც შეგიძლიათ გაასაჩივროთ თაღლითური სქემები:
გაერთიანებული სამეფო(UK): ​ http://www.actionfraud.police.uk/
შეერთებული შტატები(US): https://www.ic3.gov/default.aspx
კანადა(Canada): www.antifraudcentre-centreantifraude.ca/reportincident-signalerincident/index-eng.htm
ევროპა(EU): https://www.europol.europa.eu/report-a-crime/report-cybercrime-online
ReportFraud.ftc.gov

რესურსების მთავარი წყარო:
https://www.usa.gov/common-scams-frauds
https://www.usa.gov/scams-and-frauds
https://www.consumer.ftc.gov/features/scam-alerts
https://www.fbi.gov/scams-and-safety/common-fraud-schemes

Send a message to learn more

თაღლითური სქემებს ასევე მოიხსენიებენ როგორც “სქამებს”, რაც ბოლო დროისათვის მომრავლდა ინტერნეტში და ეს საყურადღებოა. ჯგუფ...
27/10/2022

თაღლითური სქემებს ასევე მოიხსენიებენ როგორც “სქამებს”, რაც ბოლო დროისათვის მომრავლდა ინტერნეტში და ეს საყურადღებოა. ჯგუფი შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთო მიზნებისთვის და ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას.

27/10/2022

ეს არის ადგილი, სადაც მიმოვიხილავთ ყველანაირ თაღლითურ სქემებს, რომელებიც ძირითადად ონლაინ სივრეშია გავრელებული. აქ ჩვენ გავაზიარებთ პირად გამოცდილებებს და მეტად ინფორმირებული გავხდებით.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Scam Central posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Scam Central:

Share