07/08/2026
👉გაცნობებთ, რომ სერვის ცენტრი 17 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით დროებით შეაჩერებს ადგილზე მომსახურებას და მუშაობას 1 სექტემბრიდან განაახლებს.
🔴 აღნიშნული პერიოდი დაგეგმილია სერვის ცენტრის შიდა სისტემებისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, არსებული ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სამუშაო პროცესების სტაბილურობის გასაუმჯობესებლად. ბოლო პერიოდში ელექტროენერგიის ხშირი გათიშვების შედეგად შეფერხებები შეიქმნა როგორც სერვერულ, ისე ცალკეულ სამუშაო სისტემებსა და სერვისებზე, რის გამოც მივიჩნიეთ, რომ აღნიშნული პერიოდის გამოყენება სისტემების სრულად მოსაწესრიგებლად და პროცესების გასაუმჯობესებლად აუცილებელია.
📩აღნიშნულ პერიოდში მომხმარებლების შეტყობინებებსა და შეკითხვებს კვლავ ვუპასუხებთ დისტანციურად Facebook Inbox-ისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით (ქოლცენტრი მიმდინარე პერიოდში მიუწვდომელი იქნება), ხოლო მოწყობილობების მომსახურება განახლდება სერვის ცენტრის მუშაობის აღდგენისთანავე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული პერიოდი და გაგებით მოეკიდოთ მომსახურების ვადების დროებით ცვლილებას.