IT Hub - პირველი ბიზნეს IT პორტალია საქართველოში, რომელიც ორგანიზაციებს სთავაზობს თანამედროვე IT ინფრასტრუქტურას, საოფისე კომპიუტერულ ტექნიკასა და გადაწყვეტილებებს.
პორტალი შექმნილია ინტეგრატორი კომპანიის, IT Tech-ის, მიერ და მიზნად ისახავს ბიზნესებს გაუმარტივოს როგორც სწორი პროდუქტის შერჩევა, ისე კორპორატიული ფასის მოთხოვნის პროცესი. IT Hub-ზე მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად მოიძიონ ისეთი წამყვ
ანი ბრენდების IT ინფრასტრუქტურა და ტექნიკა, როგორიცაა: Cisco, Fortinet, Palo Alto, Asus, Dell, Lenovo, HP და მრავალი სხვა. აქ ხელმისაწვდომია სერვერები, ფაიერვოლები, სვიჩები, კომპიუტერული ტექნიკა, პრინტერები და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რაც ნებისმიერი ორგანიზაციისთვის კრიტიკულია უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი მისიაა შევქმნათ საიმედო და ეფექტური პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიური რესურსების გამარტივებულ ხელმისაწვდომობას, ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას და აძლიერებს ქართულ ბიზნეს გარემოს