Tech news

Tech news Tech News MTV - This is the official page for MTV, USA! | Facebook

08/12/2012
რიანამ კრის ბრაუნთან დუეტი ჩაწერარიანას მეშვიდე ალბომის „Unapologetic“ გამოსვლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. ქსელში გავრც...
08/12/2012

რიანამ კრის ბრაუნთან დუეტი ჩაწერა

რიანას მეშვიდე ალბომის „Unapologetic“ გამოსვლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. ქსელში გავრცელდა ფირფიტის თრექ-ლისტი და მოწვეული არტისტების სია.

ალბომში შესულია ემინემთან ერთად ჩაწერილი დუეტი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ნამუშევარში შედის მომღერლის ყოფილ შეყვარებულთან, კრის ბრაუნთან ერთად ჩაწერილი თრექი „Nobody’s Business“.

რიანას მეშვიდე სტუდიური ალბომის „Unapologetic“ თრექ-ლისტი:

Fresh Off The Runway;

Diamonds;

Numb (feat. Eminem);

Pour It Up;

Loveeeeeee Song (feat. Future);

Jump;

Right Now;

What Now;

Stay (feat. Mikky Ekko);

Nobody’s Business (feat. Chris Brown);

Love Without Tragedy / Mother Mary;

Get It Over With;

No Love Allowed;

Lost In Paradise;

Half Of Me.

ჯონ ტრავოლტა საშობაო ალბომზე მუშაობსმსახიობი ჯონ ტრავოლტა მის ავსტრალიელ კოლეგა, ოლივია ნიუტონ-ჯონთან ერთად საშობაო ალბო...
08/12/2012

ჯონ ტრავოლტა საშობაო ალბომზე მუშაობს

მსახიობი ჯონ ტრავოლტა მის ავსტრალიელ კოლეგა, ოლივია ნიუტონ-ჯონთან ერთად საშობაო ალბომზე მუშაობს. ფირფიტა გამოვა სახელწოდებით „This Christmas“.

სადღესასწაულო დისკზე წარმოდგენილი იქნება დუეტები ბარბარა სტრეიზანდთან, კენი ჯისთან, ტონი ბენეტთან, Chick Corea და ჯეიმს ტაილორთან. ალბომში აგრეთვე წარმოდგენილი იქნება ახალი სიმღერა „You’re the One That I Want“.

აღსანიშნავია, რომ მსახიობის დისკოგრაფიაში დაახლოებით ათამდე რელიზია.

Maroon 5-ის ფრონტმენი რეპერთან Game ერთად დუეტს წერსრეპერის Game ახალ ალბომში ჯგუფის „Maroon 5“ ფრონტმენთან, ადამ ლევინთ...
08/12/2012

Maroon 5-ის ფრონტმენი რეპერთან Game ერთად დუეტს წერს

რეპერის Game ახალ ალბომში ჯგუფის „Maroon 5“ ფრონტმენთან, ადამ ლევინთან ერთად ჩაწერილი დუეტი შევა.

ეს იქნება ალბომის „Jesus Piece“ ერთ-ერთი თრექი. ადამის გარდა, ფირფიტის ჩაწერაში მონაწილეობას უამრავი მოწვეული სტუმარი მიიღებს. მათ შორის არიან კენი ვესტი, ლილ უაინი, Pusha T და მიკ მილი.

„როდესაც ადამიანები ჩემი და ლამბერტის დუეტს მოისმენენ, სიგიჟემდე მოეწონებათ... ეს თრექი ფაქტიურად ნარკოტიკია“ - აცხადებს რეპერი ჟურნალთან Rolling Stone საუბარში.

ალბომი „Jesus Piece“ გაყიდვაში სავარაუდოდ მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა. მუსიკოსის უკანასკნელი ალბომი „The R.E.D. Album“ გასულ წელს გამოვიდა.

ლედი უახლოესი 30 წელიწადი სცენიდან არ წავაციურიხში გამართულ კონცერტზე ლედი გაგამ თაყვანისმცემლებთან საუბარში განაცხადა, ...
08/12/2012

ლედი უახლოესი 30 წელიწადი სცენიდან არ წავა

ციურიხში გამართულ კონცერტზე ლედი გაგამ თაყვანისმცემლებთან საუბარში განაცხადა, რომ სულაც არ ადარდებს მის მიმართ გამოთქმული ნეგატიური კრიტიკა და სწორედ ასეთი ადამიანების და კრიტიკოსების ჯინაზე უახლოესი 30 წელიწადის განმავლობაში კიდევ აპირებს სცენაზე დგომას.

„ისინი ვერ მომკლავენ და ვერ მაიძულებენ გავჩუმდე. განვაგრძობ მუშაობას ჩემს მუსიკაზე და ჩემი თაყვანისმცემლებისთვის ბრძოლას უახლოესი 30 წლის განმავლობაში. ამის ძალას თქვენი წყალობით შევიძენ...“ - აცხადებდა არტისტი.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში პრესა აქტიურად განიხილავს არტისტის გარეგნობას. ლედიმ საგრძნობლად მოიმატა წონაში. ჟურნალისტების ნაწილი ამტკიცებს, რომ იგი დიეტაზეა, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ლედის ძალიან მოსწონს მისი ფიგურა და სულაც არ აპირებს გახდომას.

Eminem
15/10/2012

Eminem

Taylor Swift
15/10/2012

Taylor Swift

Avril Lavigne
15/10/2012

Avril Lavigne

Nelly Furtado
15/10/2012

Nelly Furtado

ფორბსმა წლის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავების რეიტინგი წარმოადგინაჟურნალმა ფორბსმა შოუ-ბიზნესის ყველაზე მდიდარი მომღერლების...
08/09/2012

ფორბსმა წლის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავების რეიტინგი წარმოადგინა

ჟურნალმა ფორბსმა შოუ-ბიზნესის ყველაზე მდიდარი მომღერლების სია გამოაქვეყნა. რეიტინგი შედგენილია 2011 წლის მაისიდან 2012 წლის მაისის მონაცემებით. სიაში სრულად სხვადასხვა გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენელი 20 ცნობადი სახე მოხვდა.

ყველაზე მდიდარი მომღერალი ბრიტნი სპირსი ყოფილა, რომელიც რეიტინგში იკავებს 58 მლნ. დოლარით მე-20-ე ადგილს. პოპ-პრინცესამ ეს თანხა საგასტროლო ტურნეს დროს გამოიმუშავა, რომლის ფარგლებშიც 75 კონცერტი გამართა. შემოსავალი მიიღო აგრეთვე ფირფიტის „Femme Fatale“ და პარფიუმერული ხაზის გაყიდვებიდან.

მე-12-ე პოზიციაზეა ელტონ ჯონი 80 მლნ. დოლარით. რეპერი Dr. Dre მეხუთე ადგილზე 110. მლნ. დოლარიანი კაპიტალით მოხვდა.

რეიტინგში პირველ ადგილზეა პოპულარული ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, რომელმაც ერთ წელიწადში 165 მლნ. დოლარი გამოიმუშავა. ოცეულში მოხვდნენ აგრეთვე სტივენ სპილბერგი, ჯორჯ ლუკასი, საიმონ კოუელი, ტომ კრუზი და სხვები.

ნიკი მინაჟი მეორე ალბომს ხელახლა გამოსცემსნიკი მინაჟი მეორე ალბომს ხელახლა გამოსცემს სახელწოდებით „Pink Friday: Roman Re...
08/09/2012

ნიკი მინაჟი მეორე ალბომს ხელახლა გამოსცემს

ნიკი მინაჟი მეორე ალბომს ხელახლა გამოსცემს სახელწოდებით „Pink Friday: Roman Reloaded“. ფირფიტის ახალი ვერსია გაყიდვაში 21 ნოემბერს გამოვა.

აღსანიშნავია, რომ ალბომის „Pink Friday: Roman Reloaded“ ორიგინალური ვერსიის რელიზი მიმდინარე წლის 3 აპრილს შედგა. თავდაპირველად ნამუშევარი მოიაზრებოდა როგორც სადებიუტო ალბომის „Pink Friday“ ხელმეორე გამოცემა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა.

ალბომიდან გამოვიდა ოთხი სინგლი, მათ შორის ყველაზე პოპულარული გახდა „Starships“ და „Pound the Alarm“. ფირფიტა ლიდერობდა ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ჩარტებში. ამჟამად შეერთებულ შტატებში ალბომის 600 000-ზე მეტ ეგზემპლარია გაყიდული.

Address

Kutaisi
4600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tech news posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share