ATSUhack

ATSUhack ATSUhack არის ჰაკათონი, სადაც მონაწილეები 48 საათის განმავლობაში ინოვაციურ იდეებზე.

ჰაკათონი არის მარათონი, სადაც მონაწილეები მოკლე დროში მუშაობენ სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით ახალ, ინოვაციურ იდეებზე. ATSUHACK განხორციელდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინიციატივო ჯგუფის მიერ სტუდენტური თვითმმართველობისა და FABLAB_ATSU_ს მხარდაჭერით. პროექტში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 100 ადამიანი, რომლებიც დარეგისტრირდებიან ინდივიდუალურად. პირველ დღეს, პროექტის გახსნის შ

ემდეგ მონაწილეებს მიეცემათ დრო შესთავაზონ ერთმანეთს საკუთარი უნარი და შესაძლებლობები და სურვილის შემთხვევაში გაერთიანდნენ გუნდებად. პროექტის ძირითადი ნაწილის დავალებისათვის დათმობილი დროის - 48 საათის ათვლა დაიწყება გუნდებს ჩამოყალიბების შემდეგ. დავალების შესრულების დროს მონაწილეები იქნებიან განთავსებულნი სპეციალურად აღჭურვილ სივრცეში, რომლის დატოვების უფლება არ აქვთ (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა). მათთვის ხემისაწვდომი იქნება წყალი და საკვები. შესვენებების დროს კი სპეციალურად მოწვეული სპიკერები ჩააატარებენ წინასწარ განსაზღვრულ თემატიკაზე ლექციას (5 ლექცია). ტრენინგზე დასწრება მონაწილეებისთვის ნებაყოფლობითი იქნება.
მოხდება პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების პერიოდულად განთავსება და ფეისბუქში ლაივ სტრიმით გადაცემა.
ჯგუფებისთვის სამუშაოდ მიცემული 48 საათის ამოწურვის შემდეგ თითოეული გუნდი პრეზენტაციის სახით წარადგენს საკუთარ ნამუშევარს.
გამარჯვებულს კი გამოვლენს კომპეტენტური ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით:
• იდეის ინოვაციურობა
• შესრულების ხარისხი
• გამოყენების პერსპექტივა/პრეზენტაცის ხარისხი.
პროექტს ეყოლება სამი გამარჯვებული გუნდი და გადანაწილდება საპრიზო ფონდი 5 000 ლარი (I - 2500 ლარი, II - 1500, III - 1000 ლარი) ასევე სპეციალური პრიზები გადაეცემათ გუნდებს სპონსორების მიერ დაწესებულ ნომინაციების მიხედვით.

ჩვენს ჰაკათონში გამარჯვებული გუნდი Hand 4 helps მიერ დაწყებული ხელის პროთეზების პროექტმა  100 000 ლარის ინვესტიცია მიიღო...
26/08/2016

ჩვენს ჰაკათონში გამარჯვებული გუნდი Hand 4 helps მიერ დაწყებული ხელის პროთეზების პროექტმა 100 000 ლარის ინვესტიცია მიიღო "სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში!

25/06/2016

პროექტი ATSUHACK-ი დასრულდა. 19 ივნისს 12 გუნდიდან 3 გამარჯვებული და ქუთაისის მერიის ფავორიტიერთი გუნდი დასახელდა. პირველი ადგილისა და 4000 ლარის მფლობელი ჯგუფი HAND FOR HALP გახდა.

23/06/2016

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებმა, კობა ცერცვაძემ, გიორგი დიღმელაშვილმა, დათა ჭანტურიამ, არჩილ საყევარაშვილმა და დავით კვიციანმა პირველი ადგილი დაიკავეს ჰაკათონში, და გახდნენ ATSUHACK-ის გამარჯვებულები!

სტუდენტებმა შექმნეს 3D პრინტერზე დამზადებული მრავალფუნქციური ხელის ინოვაციური ელექტროპროთეზი, რომელიც კუნთის სენსორის დახმარებით ასრულებს კიდურის ფუნქციებს, ასევე, სპეციალური სენსორის მეშვეობით უკრავს ფორტეფიანოზე, ხელს აქვს 3D მაუსის ფუნქცია, შესაძლებლობას იძლევა NFC თაგებით ყოველ ნივთთან უნიკალური ფუნქცია შეასრულოს.

პროექტი განხორციელდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინიციატივო ჯგუფის მიერ სტუდენტური თვითმმართველობის, FABLAB_ATSU-ს, IHUB თბილისის, საქართველოს ინოვაციების და ტენოლოგიების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით. ჰაკათონის სპონსორები იყვნენ: Microsoft საქართველო, მაკნატუნა. გენერალური სპონსორი VTB ბანკი.

21/06/2016

IT აკადემია STEP-ის სტუდენტების პროექტი "Smart City" ქუთაისის მერიამ თავის ფავორიტად დაასახელა.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პროექტი "ჰაკათონი". მარათონში 16 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაც 48 საათის განმავლობაში სხვადასხვა ტექნოლოგიის (hardware&software) გამოყენებით ახალ, ინოვაციურ იდეებზე იმუშავეს.

STEP-ის სტუდენტების პროქეტი 1500 ლარით დაჯილდოვდა. ამ იდეისთვის ჯგუფს ქუთაისის მერიისგან დამატებით 1 000 ლარი გადაეცა.

რაც შეეხება პროექტის ჟიურის, მის შემადგენლობაში უმაღლესი სასწავლებლის რექტორი, გიორგი ღავთაძე, "მაიკროსოფტის" წარმომადგენელი საქართველოში, შოთა მურცხვალაძე, პროგრამისტი - მალხაზ ჯინჯიხაძე, საინჟინრო მიმართულების სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია "ფაბლაბის" ტექნიკური მენეჯერი, გიორგი ჩაჩუა და დეველოპერი - რამინ ჯუღელი გახლდნენ

ATSUHACK_ი სტუმრად მეგაTV_ს ეთერში
20/06/2016

ATSUHACK_ი სტუმრად მეგაTV_ს ეთერში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი 'ფაბ-ლაბი'-ს მენეჯერები თეიმურაზ სახელაშვილი და გიორგი ჩაჩუა

20/06/2016

პროგრამისტების, დეველოპერების, დიზაინერების, ინჟინრების და IT ტექნოლოგიებით დაინტერესებული ან მცოდნე ადამიანების შეჯიბრი აწსუ-ში.

ჰაკათონს, რომელიც წერეთლის უნივერისტეტში ორი დღე გრძელდებოდა, მონაწილეები აფასებენ."კარგი გამოცდილება, საუკეთესო მოტივაც...
20/06/2016

ჰაკათონს, რომელიც წერეთლის უნივერისტეტში ორი დღე გრძელდებოდა, მონაწილეები აფასებენ.

"კარგი გამოცდილება, საუკეთესო მოტივაცია, უძილო ღამეები, ბევრი მეგობრები, დიდი გეგმები, იდეალური გარემო", "ასეთი ორგანიზებული და კარგი გარემო საქართველოში ჩატარებულ არც ერთ "ჰაკათონზე" არ ყოფილა," - აღნიშნავენ მონაწილეები.

ქუთაისის აკაკი წერთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი "ჰაკათონი" დასრულდა.

👉   გახსნა 😻👏
18/06/2016

👉 გახსნა 😻👏

17/06/2016

პროგრამისტების, დეველოპერების, დიზაინერების, ინჟინრების და IT ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების კონკურსი აწსუ-ში

17/06/2016

უკვე გუნდებიც ჩამოყალიბდნენ და მალე შეუდგებიან მუშაობას

Address

თამარ მეფის ქ. #59
Kutaisi
4600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ATSUhack posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share