05/12/2024
„ბოლო 36 საათი გავატარე კლინიკაში მორიგეობაზე. არავის ვუსურვებ ნახოს ის კადრები, რაც მე ამ მორიგეობაზე ვნახე. აქციიდან მოყვანილი 20-22 წლის ბიჭები უსისხლო, უგულო პოლიციელების მიერ თავპირდალეწილები (არაფერს ვამატებ),ზოგი მათგანი ისეთ მდგომარეობაში იყო სული ეწვოდათ ყვიროდნენ გაუგებრად, ტიროდნენ, ხელ-ფეხს იქნევდნენ გაუაზრებლად. ათობით ადამიანი ვნახე მორიგეობაზე ამ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე ცოტა ხანია ვარ კლინიკის გარემოში, არასდროს ასეთი რამ არ მინახავს. პოლიციის მიერ ისე უმოწყალოდ იყვნენ ადამიანები დასახიჩრებულები, უბრალოდ ამის გახსენებაც არ მინდა. რამოდენიმე მათგანი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის და ღმერთმა გააძლიეროს“ — წერს კახა გოშაძე