18/05/2015
საქართველოს მოხალისე
პროგრამა „საქართველოს მოხალისე“ ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონების მიხედვით, 67 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა მოხალისეები
„საქართველოს მოხალისეები“ საკუთარ მუნიციპალიტეტში, მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, უშუალოდ განახორციელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას, ჩაატარებენ წინასწარ დაგეგმილ ღონისძიებებსა და საკუთარ ინიციატივებს, მოხალისეები საკუთარი ინიციატივის და მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე ახორციელებენ ისეთ ინიციატივებს როგორიც არის :
გარემოსდაცვითი ღონისძიებები
საქველმოქმედო საქმიანობა – სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარება
ფილმების ჩვენება
უცხო ენის კურსების გამართვა
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები)
შშმ ბავშვების ინტეგრაცია
ღირშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა
შემოქმედებითი საღამოების გამართვა
ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები
სხვა