28/07/2026
“ვისოლი” ელექტრომობილების დამტენი სადგურების განვითარებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ აჭარაში, კერძოდ ბათუმში, კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე დანერგა, რც პირველ რიგში ელექტრომობილების მფლობელებს გაახარებს.
ამიერიდან, ბათუმში, ტბელ-აბუსერიძის ქ. N24-ში მდებარე „ვისოლის“ კომპლექსზე ელექტრომობილების ახალ, მასშტაბურ ჰაბზე ერთდროულად 10 ელექტრომობილის ულტრა სწრაფი დამუხტვაა შესაძლებელი, რაც ელექტრომობილის მფლობელებს საზღვაო კურორტებისკენ შეუფერხებლად მოგზაურობის საშუალებას აძლევს.