06/11/2022
კომპანია Acer გამოუშვებს საბაზისო დონის ვიდეო ბარათ Intel Arc A380 Predator-ს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია მოდელ Acer Arc A770 Predator BiFrost-ის დამზადების შესახებ გაგრილების უჩვეულო სისტემით, რომლის შემადგენლობაში შედიოდა სხვადასხვა ტიპის ორი ქულერი. უმცროსი მოდელი Arc A380 Predator-იც იქცევს ყურადღებას გაგრილების სისტემით. ვიდეო ბარათს აქვს ტანგენციალური ტიპის ქულერი, რომელიც ცნობილია, როგორც „ტურბინა“. მოდელი Arc A380 დაბალბიუჯეტურია და მეტად სუსტი და ამ სეგმენტში გაგრილების ასეთ სისტემას, როგორც წესი, არავინ იყენებს.