Mickly's სერვისები

Mickly's სერვისები კომპიუტერის შეკეთება და პროგრამული უზრუნველყოფა. დამიკავშირდით Tel: 568-845-845 და მოიწონეთ გვერდი 🙌

საოფისე პროგრამების ინსტალაციაროგორებიცაა: Word, Excel, PowerPoint და სხვა.შესაძლებელია 2007, 2013, 2016 და 2019 წლის ვე...
16/12/2021

საოფისე პროგრამების ინსტალაცია

როგორებიცაა: Word, Excel, PowerPoint და სხვა.

შესაძლებელია 2007, 2013, 2016 და 2019 წლის ვერსიების დაყენება, სურვილისა და კომპიუტერის შესაძლებლობებიდან გამომდინარე 😊🙌

მსურველები დამიკავშირდით Tel: 568-845-845 ან მომწერეთ პირად შეტყობინებაში 👌

კომპიუტერის ქეისის გაწმენდა 🖥️ქულერის დაზეთვა 🖥️პროცესორზე თერმოპასტის შეცვლა 🖥️კომპიუტერული ნაწილების სიცოცხლის უნარიან...
02/11/2021

კომპიუტერის ქეისის გაწმენდა 🖥️

ქულერის დაზეთვა 🖥️

პროცესორზე თერმოპასტის შეცვლა 🖥️

კომპიუტერული ნაწილების სიცოცხლის უნარიანობის შემოწმება (დიაგნოსტიკა) 🖥️

დამატებით დეტალებთან დაკავშირებით მომწერეთ პირად შეტყობინებებში ან დარეკეთ 📲 568-845-845; 591-052-112

პ.ს ზევით ჩამოთვლილი სერვისების გამოყენების შემთხვევაში, ვინდოუსის გადაყენება შეღავათიან ფასად 👌

მოგესალმებით მეგობრებო 👋თქვენ უკვე შეგიძლიათ, ძალიან მარტივად სახლიდან გაუსვლელად დააყენოთ პროგრამები თქვენს კომპიუტერში...
01/10/2021

მოგესალმებით მეგობრებო 👋

თქვენ უკვე შეგიძლიათ, ძალიან მარტივად სახლიდან გაუსვლელად დააყენოთ პროგრამები თქვენს კომპიუტერში 🙌

როგორ?

https://anydesk.com/en/downloads/windows

გადადით ლინკზე, ჩამოტვირთეთ მითითებული პროგრამა და მე დაგეხმარებით თქვენთვის საჭირო პროგრამების დაყენებაში, ამ პროგრამის დახმარებით ☝️

დამატებითი ინფორმაციისთვის მომწერეთ პირად შეტყობინებებში ან დარეკეთ Tel: 568-845-845 ან 591-052-112

ესეც ბედნიერი კომპიუტერი 😊სისტემა: Windows 8.1პროგრამები: Chrome, Opera, Adobe Player, VLC Media Player, Avast Antivirus...
04/08/2021

ესეც ბედნიერი კომპიუტერი 😊

სისტემა: Windows 8.1

პროგრამები: Chrome, Opera, Adobe Player, VLC Media Player, Avast Antivirus, Microsoft Office (Word, Excel, Powerpoint).

სრულად აქტივირებული სისტემა, აქტიურ საოფისე პროგრამებთან ერთად. ყველა საჭირო დრაივერით აღჭურვილი.

შემდეგი შეიძლება შენი კომპიუტერი იყოს 🤔 რას ელოდები? 👀

დეტალებისთვისთვის დამიკავშირდი 👉 Tel: 568-845-845 ან მომწერე პირად შეტყობინებაში... 📲

ქვევით მოცემულია სტატია, რომელიც ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს დროში კომპიუტერული ენების ცოდნა... თ...
30/07/2021

ქვევით მოცემულია სტატია, რომელიც ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს დროში კომპიუტერული ენების ცოდნა... თუნდაც მოყვარულის დონეზე 😊
ასე, რომ ვისაც არ გეზარებათ და გაინტერესებთ, ჩაუჯექით 👌

რაც დრო გადის, კომპიუტერის როლი ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო იზრდება. პატარებისთვის ის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ბავშვებს, უფროსი თაობისგან განსხვავებით, აღარ სჭირდებათ კომპიუტერზე მუშაობის სწავლება – ისინი ლამის ერთდროულად სწავლობენ სიარულს, ლაპარაკს და კომპიუტერითა თუ სხვა ტექნიკური მოწყობილობებით ოპერირებას. ბევრ ისეთ სამუშაოს, რასაც ადრე ადამიანი ასრულებდა, ახლა კომპიუტერი აკეთებს. იცვლება თავად კომპიუტერის ფორმაც. პირველი კომპიუტერები იმდენად დიდი ზომისა იყო, რომ მთელ ოთახს იკავებდა. ასეთ კომპიუტერებთან სამუშაოდ მინიმუმ ორი ადამიანი იყო საჭირო – პროგრამისტი, რომელიც კომპიუტერისთვის დავალებას ადგენდა და ინჟინერი, რომელიც, ერთი მხრივ, კომპიუტერის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფდა, მეორე მხრივ კი პროგრამისტის მიერ შექმნილ დავალებას კომპიუტერში ტვირთავდა. იმხანად კომპიუტერს არც მონიტორი ჰქონდა და არც კლავიატურა. ინფორმაციას სპეციალური მოწყობილობის საშუალებით იწერდნენ მეხსიერების დისკებზე ან სულაც პერფობარათებზე ტვიფრავდნენ და შემდგომ მისი მეშვეობით შეჰყავდათ კომპიუტერში. ვინაიდან მაშინ კომპიუტერს არც მონიტორი ჰქონდა, პასუხს პრინტერის საშუალებით აბრუნებდა.

ქვემოთ მოყვანილი გამოსახულება 1954 წელს არის შექმნილი. ამ სურათის მიხედვით, ასეთი უნდა ყოფილიყო 50 წლის შემდეგ, ანუ 2004 წელს, პერსონალური კომპიუტერი – უამრავი ღილაკითა და გადასართავით. დღეს კომპიუტერთან სამუშაოდ არ არის საჭირო ღილაკებითა და გადასართავებით ოპერირება, მხოლოდ იმ პროგრამის ცოდნაა საკმარისი, რომელიც სამუშაოს შესასრულებლად გვჭირდება, ხოლო თუ პროგრამირების ენები იცი, მაშინ ხომ ყოველგვარი შუამავალის გარეშე გაუგებთ ერთმანეთს შენ და შენი კომპიუტერი.

როგორ ვეურთიერთოთ კომპიუტერს?

ყველასთვის ნათელია, რომ ინგლისური ენის ცოდნა ბევრ რამეში შეიძლება გამოადგეს ადამიანს, მაგალითად, კარიერულ წინსვლაში. ზოგიერთი პროფესიის ადამიანისთვის ინგლისურის ცოდნა სამსახურებრივ აუცილებლობასაც კი წარმოადგენს. დღეს უამრავ ინგლისურ ტერმინს ვიყენებთ, ენის ცოდნა კი ასეთ ტერმინებთან მუშაობას აადვილებს. ასეთი ფრაზაც გამიგონია – ინგლისურს დღეს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც თავის დროზე ლათინურს ჰქონდაო. ინგლისური დღეს, ფაქტობრივად, საერთაშორისო კომუნიკაციის ენაა. ზოგიერთს კი, მაგალითად, მიაჩნია, რომ დროა, ჩინურის სწავლა დავიწყოთ, ვინაიდან ახლო მომავალში ამ ენას ისეთივე დიდი გამოყენება ექნება, როგორიც დღეს აქვს ინგლისურს.

მაგრამ იქნებ დღეს ყველაზე მეტად კომპიუტერული ენების შესწავლის დროა? იმ საქმის დიდ ნაწილს, რომელსაც წინათ ადამიანი ასრულებდა, დღეს კომპიუტერი აკეთებს. ვინღა აწარმოებს გამოთვლებს კომპიუტერების ეპოქაში – ამას ხომ ჩვენ მაგივრად კომპიუტერები აკეთებენ. სავარაუდოდ, ისიც, რაშიც დღეს ადამიანების დახმარება გვჭირდება, მომავალში კომპიუტერების საზრუნავი იქნება. დღეს შენობის ასაგებად შეიძლება ბევრ მუშასთან დაგვჭირდეს ურთიერთობა; მომავალში შესაძლოა ეს სამუშაო პრინტერმა შეასრულოს. უკვე არსებობს პრინტერები, რომლებიც სამგანზომილებიან ობიექტებს “ბეჭდავს” და ისეთების შესაქმნელად ზრუნავენ, რომლებსაც შენობების “ამობეჭვდვა”, აგება შეეძლებათ:

https://youtu.be/JdbJP8Gxqog

ასეთი მოწყობილობისთვის დავალების მისაცემად და შემდეგ ჩასაბარებლად კომპიუტერული ენების ცოდნა იქნება საჭირო. ეს, რა თქმა უნდა, მომავლის პერსპექტივაა. დღეს კი პროგრამული ენების დაუფლების მსურველებს სასწავლო ცენტრები სხვადასხვა ქვეყანაში უკვე სთავაზობენ დახმარებას. 2012 წლის დასაწყისში ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა (Michael Rubens Bloomberg) განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, მომავალი წლის განმავლობაში, უშუალო მოვალეობების შესრულებასთან ერთად, პროგრამული ენების შესწავლასაც დაუთმოს დრო. ზოგიერთმა ჟურნალისტმა მერის ეს ნაბიჯი პოპულიზმად შეაფასა, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ბლუმბერგის სიტყვები უდავოდ ყურადღების ღირსია.
ხელოვნური ენები

პროგრამულ ენებამდე ადამიანებმა ხელოვნური ენები შექმნეს. ერთ-ერთი მათგანი იყო ესპერანტო, რომელიც სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებისთვის ერთგვარი ხიდი უნდა გამხდარიყო. მართლაც მოხერხებული იქნებოდა – მშობლიური ენის გარდა, ისწავლიდი ერთ, საყოველთაოდ მიღებულ საერთაშორისო საკომუნიკაციო ენას და ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქესთან შეძლებდი საუბარს. მაგრამ ხელოვნური ენის ცოცხალ, გამოყენებად ენად ქცევა არც ისე ადვილია. ამაზე ესპერანტოს მაგალითიც მეტყველებს – როგორც ვხედავთ, მან ფეხი ვერ მოიკიდა.

სხვა ხელოვნურად შექმნილი ენებიდან შეგვიძლია კლინგონი (Klingon) გავიხსენოთ, რომელზეც ფანტასტიკური სერიალის „სტარ ტრეკის” (Star Trek) გმირები საუბრობენ. თავდაპირველად ისინი მხოლოდ ცალკეულ ფრაზებს წარმოთქვამდნენ უცნაურ კილოზე, მოგვიანებით კი სერიალის ავტორებმა გადაწყვიტეს, სრულფასოვანი ენა შეექმნათ. ასე გაჩნდა კლინგონი, რომელზეც რამდენიმე კლასიკური ნაწარმოებიც ითარგმნა, მათ შორის – შექსპირის „ჰამლეტი”.
პროგრამული ენები

პროგრამული ენები ნიშანთა ისეთივე სისტემაა, როგორიც სხვა ენები. პროგრამული ენა შექმნილია კონკრეტული მანქანისთვის, მაგალითად, კომპიუტერისთვის გარკვეული მითითებების მისაცემად. ასე რომ, თუ კომპიუტერულ მოწყობილობასთან ხშირი ურთიერთობა გიწევთ, დროა, პროგრამული ენების შესწავლა დაიწყოთ, რომ კომპიუტერს თარჯიმნის გარეშე, მისავე ენაზე ესაუბროთ.

წყარო: Mastsavlebeli.Ge

ვინდოუსის გადაყენებაWindows 8.1Windows 10Windows 11სერვისი მოქმედებს ნებისმიერ კომპიუტერულ მოწყობილობაზე, მისი მდგომარეო...
30/07/2021

ვინდოუსის გადაყენება

Windows 8.1

Windows 10

Windows 11

სერვისი მოქმედებს ნებისმიერ კომპიუტერულ მოწყობილობაზე, მისი მდგომარეობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

შესაძლებელია ადგილზე მომსახურებაც, სურვილისამებრ 👌

დეტალებისთვის დამიკავშირდით Tel: 568-845-845

30/07/2021

მოგესალმებით
გვერდი შეიქმნა იმისთვის, რომ მომხმარებლებმა შეძლონ კომპიუტერული მომსახურების მიღება.
მოიწონეთ... 😊

Address

Akhmeta
0900

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Mickly's სერვისები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share