ვინდოუსის გადაყენება გამოძახებით

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ვინდოუსის გადაყენება გამოძახებით

ვინდოუსის გადაყენება გამოძახებით თანამედროვე განათება • Modern Light

ვინდოუსის გადაყენება ადგილზე მომსახურებით!ფასი 20 ლარი. Windows xp, Windows 7 ,Windows 8მომსახურების ფასში შედის:Windows...
29/01/2016

ვინდოუსის გადაყენება ადგილზე მომსახურებით!
ფასი 20 ლარი. Windows xp, Windows 7 ,Windows 8

მომსახურების ფასში შედის:
Windows-ის ინსტალაცია
კონკრეტულად თქვენს კომპიუტერზე მორგებული სისტემისა და დრაივერების ინსტალაცია
დამხმარე პროგრამების დაყენება
საოფისე პრორამები.

ვინდოუსის გადაყენება ადგილზე მომსახურებით!ფასი 20 ლარი. Windows xp, Windows 7 ,Windows 8მომსახურების ფასში შედის:Windows...
29/01/2016

ვინდოუსის გადაყენება ადგილზე მომსახურებით!
ფასი 20 ლარი. Windows xp, Windows 7 ,Windows 8

მომსახურების ფასში შედის:
Windows-ის ინსტალაცია
კონკრეტულად თქვენს კომპიუტერზე მორგებული სისტემისა და დრაივერების ინსტალაცია
დამხმარე პროგრამების დაყენება
საოფისე პრორამები.

კომპიუტერის გაწმენდვა...
08/01/2016

კომპიუტერის გაწმენდვა...

ვინდოუსის გადაყენება ადგილზე მისვლით ფასი 20 ლარი!
25/06/2015

ვინდოუსის გადაყენება ადგილზე მისვლით ფასი 20 ლარი!

კლავიატურის კომბინაციური ხრიკები, რომლებიც კომპიუტერთან მუშაობას ამარტივებსგთავაზობთ კლავიატურის კომბინაციებს, რომლებიც ...
08/04/2015

კლავიატურის კომბინაციური ხრიკები, რომლებიც კომპიუტერთან მუშაობას ამარტივებს

გთავაზობთ კლავიატურის კომბინაციებს, რომლებიც კომპიუტერან მუშაობას გაგიადვილებთ. კლავიშების კომბინაციები გამოიყენება პროგარამულ უზრუნველყოფასთან უფრო აქტიური და სწრაფი მუშაობისათვის. ზრდის შესაძლებლობების რაოდენობას რომლებიც სრულდება კლავიატურის საშუალებით. ის ფართოდ გამოიყენება კომპიუტერულ თამაშებში და არამარტო, უმეტესად ისეთ შემთხვევებში, როცა აუცილებელია მოთამაშის სწრაფი რეაქცია.
Win + D — ჩამოიხუროს ყველა ფანჯარა, ხელმეორედ დაჭერა აღადგენს ფანჯრების განლაგებას.

Win + E — გზამკვლევის (Explorer) გამოძახება.

Win + F — პროგრამებში ძიების ფანჯრის გამოძახება.

Win + R — ფანჯარა Run-ის გამოძახება.

Win + M — ჩამოიხუროს ყველა აქტიური ფანჯარა, გარდა თვისებების (Properties) ფანჯრისა.

Win + L — მომხმარებლების ასარჩევში გადასვლა

Win > U > U — კომპიუტერის გამორთვა.

Win > U > R — კომპიუტერის გადარესტარტება.

Win > U > S — კომპიუტერის დაძინება.

Win > L > L — მომხმარებლის ზონიდან გამოსვლა.

Win + Break — სისტემის თვისებების გამოძახება (System Properties).

Win + Shift + M — ფანჯრების ჩამოხურვის გაუქმება/გადაფიქრება.

Win + Tab — გზამკვლევში (Explorer) ფანჯრებში გადართვა.

Win + F1 — შველის/დახმარების გამოძახება.

Alt + F4 — ფანჯრის ან პროგრამის გამორთვა, თუ არაფერი არაა გახსნილი აგდებს იგივეს რაც Win > U (თიშავს თითქმის ყველაფერს ახალი თამაშების გარდა).

Alt + Tab — ფანჯრებს შორის გადამრთველის ამოგდება (გადასაწევად უნდა გეჭიროთ Alt–ზე და აჭიროთ Tab–ს).

Alt + Enter — იხსნება თვისებების (propertis) ფანჯარა მონიშნული ობიექტისათვის (ობიექტი შეიძლება იყოს, დისკი ფაილი, საქაღალდე).

Alt + Space — ხსნის აქტიური ფანჯრის სისტემურ მენიუს, ჯამში ეს კომბინაცია ტოლფასია მაუსით აქტიური ფანჯრის ხაზზე მარჯვენა კლავიშით დაწკაპუნებისა.

Alt + [და მენიუში ხაზგასმული ასო] — იძახებს მენიუს შესაბამის პუნქტს.

Backspace — ერთი დონით ზემოთ ასვლა Windows Explorer-ში, ხოლო Internet Explorer-ში კი ერთი გვერდით უკან დაბრუნება (თუ რა თქმ აუნდა ეს უკანა გვერდი უკვე გაიარეთ და დაბრუნება გსურთ).

Ctrl — დააჭირეთ ამ ღილაკს მაშინ როდესაც ფაილი გადაგაქვთ ერთიადგილიდან მეორეზე, იმისათვის, რომ საწყისი ფაილის კოპირება მოხდეს და არა გადაადგილება.

Ctrl + A — ყველაფრის მონიშნვა

Ctrl + B — მონიშნულის გასქელება

Ctrl + Z — ცვლილების გაუქმება (Undo), ბოლო მოქმედების გადაფიქრება, გადადება, ზოგიერთ პროგრამაში შეიძლება მხოლოდ ერთი მოქმედების დაბრუნება, ზოგიერთი კი უსასრულო რაოდენობის დაბრუნება შეიძლება.

Ctrl + Y — გაუქმებული ცვლილების დაბრუნება (Redo).

Ctrl + C — დაკოპირება მეხსიერებაში დამახსოვრება.

Ctrl + X — ამოჭრა მეხსიერებაში დამახსოვრება (იგივეა რაც გადაკოპირება ოღონდ საწყისის განადგურებით).

Ctrl + V — დაკოპირებულის ჩასმა.

Ctrl + I — მონიშნულის წაქცევა.

Ctrl + U — მონიშნულის გახაზვა.

Ctrl + O — გახსნა.

Ctrl + S — დამახსოვრება.

Ctrl + N — ახალი დოკუმენტი.

Ctrl + W — თუ გააჩნია რამოდენიმე ფანჯარა პროგრამას ხურავს ერთერთს მაგრამ პროგრამა არ ითიშება.

Ctrl + R — გვერდის განახლება.

Ctrl + T — ახალი Tab (არ მუშაობს ბრაუზერებზე რომლებსაც Tab–ები არ აქვთ, მაგ. Internet Explorer 6).

Ctrl + N — ახალ ფანჯარაში იგივეს გახსნა (მხოლოდ Internet Explorer).

Ctrl + F — გვერდზე ან დოკუმენტში რამე სიტყვისა თუ წინადადების ძებნა.

Ctrl + Alt + Delete — ეგრეთ წოდებული ცხელი კომბინაცია.

Ctrl + Esc — მენიუ Start-ის გამოძახება/დახურვა.

Ctrl + Shift — დააჭირეთ ამ კომბინაციას როდესაც გადაგაქვთ ფაილი ერთი ადგილიდან მეორეზე და საბოლოო ადგილზე მიიღებთ ფაილის მოკლე კლავიშს (Shortcut).

Ctrl + Shift + S — ახალ ფაილად შენახვა.

Shift + Delete — ობიექტის/ფაილის წაშლა სანაგვე ყუთში მოხვედრის გარეშე.

Shift + F10 — იგივეა რაც ობიექტზე მაუსის მარჯვენა კლიკი.

F1 — შველის/დახმარების გამოძახება.

F2 — მონიშნული ობიექტის სახელის შეცვლა.

F3 — ძიება.

F4 — Explorer-ში სისტემური მისამართების ფანჯრის გახსნა/ჩამოშლა.

F5 — განახლება.

F6 — გზამკვლევის (Explorer) მენიუებში გადართვა.

F10 — აქტიურს ხდის მენიუს პუნქტს.

დღეს, ვისაც კი კომპიუტერთან უწევს ჯდომა ან ბრალოდ რაიმე შეხება მაინც ააქვს კომპიტერთან, ყველამ კარგად იცის რაც არის ფლეშ...
08/04/2015

დღეს, ვისაც კი კომპიუტერთან უწევს ჯდომა ან ბრალოდ რაიმე შეხება მაინც ააქვს კომპიტერთან, ყველამ კარგად იცის რაც არის ფლეშკა და რისთვისაც გამოიყენება.
ძალიან ხშირად ჩემთან მოდიან ახლობლები და მთხოვენ, ფლეშკის ყიდვა მინდა და მირჩიეო რომელი ვიყიდოო... ალბათ საქართველოში კიდევ ბევრი იქნება ვისაც აინტერესებს თ რას ნდა მივაქციოთ ყრადღება, რომ კარგი და ხარისხიანი ფლეშკა შევიძინოთ.
ამიტომ გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას თუ როგორ შევარჩიოთ ე.წ ფლეშკა.
ძალიან ხშირად ფლეშკის შეძენისას მომხმარებელი ყრადღებას ამახვილებს მის გარეგნობაზე და მოცლობაზე, გამიგია - ვააა 32 გეგაბაიტიანიაა თან რა ლამაზიააა და ყიდლობს, მაგრამ სხვა დანარჩენი ავიწყდება - ფლეშკის მწარმოებლების ფანტაზიას საზღვარი არა აქვს, რა ტიპისა და ფირმის ფლეშკა აღარ არსებოს, საიდმლო არ არის და ფლეშკების ნაირსახეობა მწარმოებლების პატარა ეშმაკობაა, ან ისინი იზიდავენ მომხმარებლებს, ყველას ნდა ჰქონდეს კრეარილი ფლეშკა, ამიტომ ყიდლობენ.

1. რაზეც ნდა გაამახვილოს ყრადღება მომხმარებელმა ეს მონაცემთა გადაცემის სისწრაფეა. ჩველებრივი ფლეშკები კომპიტერს USB პორტით უკავშირდება და 10მბ წამში გადასცემს ინფორმაციას. ეს პრინციპში ნორმალრია და საკმარისი, მაგრამ არის მოთხოვნილებები უფრო სწრაფ გადაცემაზე, მაშინ ყურადღება ნდა მიაქციოთ წარწერას «ultra fast» ან «speed-hi» ესითი ფლესკები სწრაფესად მშაობენ.
2. ეს რათქმანდა ბრენდია. ძალიან ხშირად მომხმარებელი ყურადღებას ქაცევს ბრენდის პრესტიჟულობას - ეს რათქმანდა ბნებრია, მაგრამ ამ სიტუაციაში მე თვითონ მქონდა ჩავარდნა, კერძოდ კი - მე ყველაფერი მაქს სახლში სამსნგის ფირმისა, მაცივარი, ტელევიზორები, სარეცხის მანქანა ბრალოდ მიყვარს ეს ფირმა და ვენდობი მის ხარისხ, მაგრამ ერთხელ მაინც მიღალატა, ჩემს დისშვილსაც სამსნგის ფირმის ნოუთბკი ვყიდე დაბადების დღეზე და 1 საათი მუშაობის შემდეგ ისე ცხელდებოდა კლავიატურაზე ხელს ვეღარ აკარებდა ბავშვი. ამიტომ ბრენდი ყოველთვის არ არის სანდო... (ეს არც რეკლამაა და არც ანიტირეკლამა). დრეისათვის ხარისხიან ფლეშკებს ამზადებენ შემდეგი ბრენდები Transcend, Kingston და Samsung. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მე თვითონ imation_nano ფლეშკა მაქვს და მუშაობს არაჩვეულებრივად კარგად.

3. უსაფრთოება. ეს ფნქცია რათქმანდა ყველას არ დასჭირდება, მაგრამ ბევრი შეიძლება დაინტერესდეს და გამოიყენოს. ბევრმა არ იცის , რომ ზოგიეთ ფლეშკას აქვს კოპირების ამკრძალავი ფნქცია, მაგალითად პაროლის შეყვანის გარეშე ფლეშკიდან რაიმეს დაკოპირება შეუძლებელია. ან U3 ფუნქციის მხარდაჭერა, ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც არ ნდა შეარჭით თქვენი ფლეშკა არანაირ კვალს არ ტოვებს კომპიუტერში - რა გადაიტანეთ და რა გადმოიტანეთ და ა.შ. სხვა შემთხვევაში ინფორმაცია ინახება კომპიუტერში.

4. დიზაინი. დღეს მომხმარებელს უამრავი ფორმისა და ფერის ფლესკებს სთავაზობენ მწარმოებლები, აქაც გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ ფლეშკა აუცილებლად უნდა იყოს მოსახერხებელი და რაც მთავარია მსუბუქი, აბა მითხარარით რად გინდათ ფლეშკა თუ მას ჯიბესი ვერ ჩაიდებთ ან კომპიუტერში ვერ შეაერთებთ? ან მაგალითად ზოდიერთი ფლეშკა იმდენად მძიმეა, რომ რაღაც პერიოდის მერე კომპიუტერის USB პორტი ლაყდება და უსარგრბლო ხდება.

მყარი დისკი – HDDმყარი დისკი (ვინჩესტერი) – კომპიუტერის ის კომპონენტია სადაც მუდმივად ინახება ინფორმაცია, მასზე იწერება ...
08/04/2015

მყარი დისკი – HDD

მყარი დისკი (ვინჩესტერი) – კომპიუტერის ის კომპონენტია სადაც მუდმივად ინახება ინფორმაცია, მასზე იწერება ოპერაციული სისხტემა (Windows, Linux და ა.შ), ფილმები, მუსიკები, სურათები და სხვა ყველაფერი რაც კი კომპიუტერში გაქვთმყარი დისკის შერჩევის დროს უნდა ვერკვეოდეთ მის მახასიათებლებში, ესენია:

– მოცულობა;
– ბრუნვის სიჩქარე;
– ინტერფეისი.
მყარი დისკის მოცულობა გიგაბაიტებსა (GB) და ტერაბაიტებში (TB) იზომება. ზოგადად პროგრამებისა და ასევე ხარისხიანი, ფილმების, თამაშების და სხვადასხვა ფაილების მოცულობები იმდენად გაიზარდა რომ 160–250 გიგაბაიტი დიდ მოცულობად არ ითვლება და ახლა უფრო 1 და 2 ტერაბაიტიან ვინჩესტერებზეა მოთხოვნა, რაც უფრო დიდი მოცულობისაა ვინჩესტერი (მყარი დისკი) მით უფრო უკეთესია.

მყარი დისკის ბრუნვის სიჩქარეც (RPM) რაც უფრო მეტია უკეთესია, რადგან უფრო სწრაფად ხდება ინფორმაციის დამუშავება, ჩაწერა და წაკითხვა. ძირითადა ვხვდებით 5400, 7200 და 10000 ბრუნვიან მყარ დისკებს.

ინტერფეისი განსაზღვრავს იმას თუ რა მეთოდით შეუერთდება მყარი დისკი დედა დაფას. ადრინდელ პერიოდთან შედარებით პოპულარობას კარგავს IDE ინტერფეისი და უფრო და უფრო მკვიდრდება SATA ინტერფეისი. არსებობს SATA II და SATA III ინტერფეისის მქონე თანამედროვე დისკები, მათ შორის განსხვავება ინფორმაციის გატარებაშია. პირველი მათგანი ატარებს 300 მეგაბიტს წამში, ხოლო მეორე 600 მეგაბიტს წამში.

პროცესორი – CPUპროცესორი არის კომპიუტერის მთავარი მამოძრავებელი ნაწილი ე.წ ტვინი, რომელიც ინფორმაციას იღებს, ამუშავებსს ...
08/04/2015

პროცესორი – CPU

პროცესორი არის კომპიუტერის მთავარი მამოძრავებელი ნაწილი ე.წ ტვინი, რომელიც ინფორმაციას იღებს, ამუშავებსს და შემდეგ გასცემს, როგორც უკვე აღვნიშნეთ ბაზარზე დომინირებს პროცესორის მწარმოებელი ორი გიგანტი Intel და AMD.
პროცესორის ძირითადი მახასიათებელია:

- ქეშ მეხსიერება (Cache);
– ტაქტური სიხშირე;
– ბირთვების რაოდენობა;
– ნანომეტრიული ტექნოლოგია.
ქეშ მეხსიერება არსებობს სამი დონის – L1 cache, L2 cache, L3 cache მეხსიერებები. ქეშ მეხსიერება ე.წ პროცესორში გამოყოფილი სათავსოა, საიდანაც პროცესორის ბირთვებს მიეწოდება თანმიმდევრულად ინფორმაცია დასამუშავებლად. ქეშ მეხსიერების მოცულობა პერსონალური კომპიუტერისათვის იწყება 512 კბ-დან და ჯერ-ჯერობით მისი მაქსიმუმია 15 მბ, რაც უფრო დიდია ქეშ მეხსიერების მოცულობა მით უფრო კარგია ის.

ტაქტური სიხშირე (Clock rate) – იგი იზომება ჰერცებით (Hz). ტაქტური სიხშირე გვიჩვენებს თუ რამდენი ციკლის შესრულება შეუძლია პროცესორს წამში. უკვე ისე არის განვითარებული თანამედროვე პროცესორები რომ რამოდენიმე ჰერცს კი არა გიგაჰერც (GHz) ციკლს ასრულებენ წამში და ამიტომ იზომება ისინი გიგაჰერცებით. რაც უფრო მეტ გიგაჰერციანია პროცესორი მით უფრო სწრაფია იგი.

ბირთვების (Core) რაოდენობა – პერსონალური კომპიუტერის მონიტორს შეიძლება ჰქონდეს 1, 2, 4 ან 6 ბირთვი. ბირთვების მუშაობის სისწრაფე გიგაჰერცებში განისაზღვრება. რაც უფრო მეტი ბირთვი აქვს პროცესორს მით უფრო სწრაფად და ორგანიზებულად ახდენს იგი მონაცემების დამუშავებას. თუ პროცესორი არის 2 ბირთვიანი X გიგაჰერცი სისწაფით ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგან ორ ბირთვიანია მისი სიჩქარე უდრის 2X, ეს ნიშნავს იმას რომ ორ ბირთვს პარარელურ რეჟიმში შეუძლია ორჯერ მეტი ინფორმაციის დამუშავება X გიგაჰერცი სისწრაფით.

ნანომეტრიული ტექნოლოგია – ნანომეტრი მილიმეტრის მეათასედი ნაწილია და სწორედ ამ ზომებში მზადდება პროცესორი. შესაბამისად რაც უფრო პატარა ნანომეტრიული ტექნოლოგიით არის დამზადებული პროცესორი მით უფრო სწრაფია იგი, უფრო მეტ ტაქტურ სიხშირეს გამოიმუშავებს, მით უფრო ნაკლებ ძაბვას მოითხოვს და ნაკლებად ცხელდება. პროცესორები შეიძლება დამუშავებული იყოს – 90, 65, 45 ან 32 ნანომეტრიული ტექნოლოგიით. ამჟამად გამოიყენება 45 და 32 ნანომეტრიული ტექნოლოგია, მაგრამ მალე იგეგმება 22 ნანომეტრიულ ტექნოლოგიაზე გადასვლა.

პერსონალური კომპიუტერი რამოდენიმე წლის წინ ფუფუნების საგნად ითვლებოდა, მაგრამ დღეს იგი აუცილებლობაა. კომპიუტერთან ურთიერ...
08/04/2015

პერსონალური კომპიუტერი რამოდენიმე წლის წინ ფუფუნების საგნად ითვლებოდა, მაგრამ დღეს იგი აუცილებლობაა. კომპიუტერთან ურთიერთობა უკვე თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფს აქვს: სახლში, სკოლაში, უნივერსიტეტში თუ სამსახურში.

თავდაპირველი კომპიუტერები რამოდენიმე ოთახშიც კი იყო განთვავსებული და კალკულატორზე ცოტა ძლიერი ფუნქციები გააჩნდა (დაახლოებით იკავებდნენ 200 კვ.მ და იწონიდნენ ათეულ ტონასაც კი). ამჟამად სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია: იგი შეგიძლიათ თქვენს საწერ მაგიდაზე მოათავსოთ და გაცილებით დიდი ოპერაციები შეასრულოთ. მეცნიერების ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენც მოყვარულის დონეზე მაინც უნდა ვერკვეოდეთ მასში, რადგან გვიწევს ჩვენი საყვარელი კომპიუტერების ახლით შეცვლა.

მაღაზიაში მისვლა და ახალი კომპიუტერის შეძენა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ეს კომპიუტერი თქვენს ძველ კომპიუტერს ჯობს. უკეთესი კომპიუტერის შერჩევაში მხოლოდ ნაცნობი გამყიდველი ან მეგობრის რჩევა ვერ დაგეხმარებათ, თქვენც უნდა ერკვეოდეთ ამ საკითხში.

ორი აუცილებელი რჩევა:

1. არასოდეს თქვათ რომ დაიღალეთ ამ პენტიუმ 4–ით და ახლა უკვე პენტიუმ 5–ის ყიდვა გინდათ.
2. არასოდეს უწოდოთ სისტემურ ბლოკს პროცესორი.

Windows 10: გამოსვლის თარიღი, ფასები, სიახლეები და შესაძლებლობები!გამოსვლის თარიღი:Windows 10: იგი შექმნილია კომპანია Mi...
02/04/2015

Windows 10: გამოსვლის თარიღი, ფასები, სიახლეები და შესაძლებლობები!

გამოსვლის თარიღი:

Windows 10: იგი შექმნილია კომპანია Microsoft-ის მიერ. windows NT სერვიის ოპერაციული სისტემაა. Windows 10-ი დაანონსდა 2014 წელის 30 სექტემბერს. ახლა მხოლოდ გამოსულია BETA ვერსია, მის სრულ ვერსიას კი უნდა ველოდოთ 2015 წელის თებერვალში

ფასები:
Microsoft-ი უფასოდ მოახდენს განახლებას windows 8.1, 8, 7-ის მომხმარებლებისთვის, ხოლო Vista და XP -ის მომხმარებლებს მოუხდებათ მისი შეძენა და თავიდან ინსტალაცია, მაგრამ ეს არაოფიციალური ინფორმაციაა და ჯობს დაველოდოთ კომპანიის განცხადებებს.


Windows 10 Consumer preview გამოსვლის თარიღი

Microsoft-მა ასევე განახცადა რომ შემდეგი განახლება მოხდებოდა 2015 წლის დასაწყისში, და ხელმისაწვდომი იქნება პერსონალური კომპიუტერებისთვის, ტაბლეტებისთვის და ტელეფონებისთვის.


Windows 10: Specs

კომპანიამ ახალ ოპერაციულ სისტემას შეუარჩუნა ძველი სისტემა აპლიკაციების ჩამოსატვირთავად და დატოვა მასში სერვისი Windows Store. საინსტალაცია ფაილის ზომა იქნება 3,16GB(32Bit) 4.12GB(64Bit).

Technical Preview-ის პრეზენტაცია გაიმართა სან ფრანცისკოში 30 სექტემბერს, პრეზენტაციის დროს განაცხადეს რომ ასევე დაბრუნდება ტრადიციული სტარტ მენიუ რომელიც Windows 8 და Windows 8.1 დან გამქრალი იყო.

https://www.youtube.com/watch?v=Lao99kpmfcI

I take a look at the newly announced Windows 10! Intro Music by WolfsteR. http://www.youtube.com/user/xXmarksomeXx http://audiojungle.net/user/WolfsteR

13/03/2015
windows10 start menu
09/03/2015

windows10 start menu

Address

Tbilisi
0103

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ვინდოუსის გადაყენება გამოძახებით posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share