25/04/2025
რა უნდა გაითვალისწინოთ თუ გეგმავთ მეორადი პროცესორის შეძენას? 🧠💻
1. შეამოწმეთ პროცესორის თავსებადობა დედადაფასთან.
ყველა პროცესორი არ მიდის ყველა Motherboard-ზე და შესაბამისად წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია მიდის თუ არა არჩეული პროცესორი თქვენს ხელთ არსებულ დედადაფაზე.
2. ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ მდგომარეობას.
პროცესორი გარედანაც შეიძლება დაზიანებული იყოს - გადახრილი პინები, დაზიანებული კონტაქტები ან თერმოპასტის ნარჩენები მიუთითებს, რომ შესაძლოა პროცესორი არ მუშაობდეს ნორმალურად.
3. იმუშავა თუ არა ოვერქლოკზე? 🚀
ზოგი პროცესორი “გაწურულია” ოვერქლოკით, რაც დროთა განმავლობაში ამცირებს მის სტაბილურობას. შეეკითხეთ გამყიდველს, ხომ არ ამუშავებდა პროცესორს დამატებითი დატვირთვით?
4. შეამოწმეთ ტემპერატურა და მუშაობა რეალურ დროში 🌡️
ჩართეთ Windows-ზე ტემპერატურის მონიტორინგის პროგრამები (მაგ: HWMonitor, Core Temp) და უყურეთ ტემპერატურას ნორმალურ დატვირთვაზე. თუ ის ძალიან ცხელდება - შეიძლება პროცესორს პრობლემა ჰქონდეს.
თუ თქვენც გაქვთ გამოცდილება მეორადი პროცესორების ყიდვასთან დაკავშირებით გაგვიზიარეთ კომენტარებში 💬