number.ge

number.ge . Интернет-провайдер

08/08/2025

💢 ულამაზესი სამება...|🇬🇪

"დაგვიანებული პასუხი აკაკის"იქნებ,აკლია,არ ვიცი ამ ლომს სინაზე ქალისა?ამისთვის დასაგმობია და წასაღები წყალისა?!კაცი მეტყ...
08/08/2025

"დაგვიანებული პასუხი აკაკის"

იქნებ,აკლია,არ ვიცი ამ ლომს სინაზე ქალისა?
ამისთვის დასაგმობია და წასაღები წყალისა?!
კაცი მეტყველი,მგრძნობელი,ცხოვლად ამხელი თვალისა,
ამგვარის ამბის მოწამე,შევდრკე,დავმინჯდე ლამისა.
მაინც წინ მივალ,მაინცა,არ მეშინიან შარისა,
გულს მისვენია ხატადა ენა მთისა და ბარისა.

"ვაჟა-ფშაველას პასუხი - აკაკი წერეთელს!"

ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო აკაკი წერეთელი,მაგრამ ვაჟას მაინც რატომღაც არა სწყალობდა.ჟურნალი "კვალი",რომლის სარედაქციო კოლეგიის წევრიც აკაკი გახლდათ,ვაჟას ლექსებს არ ბეჭდავდა,უწუნებდა.სწორედ იმ დროს,როცა ვაჟასთვის იუბილეს გამართვაზე საზოგადოებრივი აზრი მომწიფებული იყო,აკაკიმ 1913 წელს გაზეთ "თემში გამოაქვეყნა ლექსი:

"ვაჟა-ფშაველას!"

ენას გიწუნებ,ფშაველო,მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო!
ჯერ არ ვყოფილვარ ფშავეთში,მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა.
შენ დამიხატე ის მხარე ფშავურის ჭკუა-გრძნობითა.
და რაც არ გადმოგიცია მის მშვენებაზე ენითა,
მე თვითონ მივხვდი ყოლიფერს,შენთანვე აღმაფრენითა.
ვიცი,რომ ფშავლის სოფელი წმინდაა,მაღალ მთისაო,
ენა-მეტყველი სიმართლის,გულ-მკერდი ფოლადისაო.
წინათ რომ ხმალი უჭრიდათ,სადღეიოდ სჭრის კალამი.
გადაეც ბარის მგოსნისგან მთიულებს ძმური სალამი".

ვაჟას მტკივნეულად განუცდია "ენის დაწუნება".ეწყინა აკაკის ასეთი გამოლაშქრება,განსაკუთრებით მისი იუბილისათვის მზადების პერიოდში.მართლაც ჩაიშალა სამზადისი.ვაჟას დავით კლდიაშვილისათვის შეუჩივლია: "ახირებული ადამიანია ეს ჩვენი აკაკი! "ენას გიწუნებ ფშაველოო".კაცო,მე ამ ენით მომწონს თავი,თორემ სხვა რა არის ჩემს ლექსებში და პოემებში! თუ ენაც დასაწუნია,მაშ აღარაფერი ყოფილა და ბარემაც ასე სთქვი პირდაპირ და ის იქნება! უცნაური კბენა იცის ხოლმე!"
როგორც ეტყობა "დიდი" ვაჟა,ქართველ "მგოსანზე" - აკაკი წერეთელზე პასუხის გაცემისაგან თავს იკავებდა: ეკრძალებოდა საქართველოს უგვირგვინო მეფისათვის სიტყვის შემობრუნება,შიშობდა,მკრეხელობაში არ ჩამოერთვათ,უაზრო კინკლაობასი,რაც მოყვარეს გულს მოუკლავდა,მტერსა და დუშმანს კი გაალაღებდა,არადა უპასუხოდ დატოვება არ შეეძლო და ბოლოს მაინც უპასუხა:

"დაგვიანებული პასუხი აკაკის"

ბევრი ვიფიქრე ძალიან,თუ რა პასუხი გამეცა
შენთვის,მცხოვანო პოეტო; დღეცა ვფოქრობდი ღამეცა.
როს დავაპირე სიტყვის თქმა,უცებ თავზარი დამეცა:
სიტყვა მოსული სათქმელად,ენიდან მომწყდა გამექცა.
დავღონებულვარ ძალიან,თითქოს სახლ-კარი დამექცა.
რადა? რა ღმერთი გამიწყრა მარგალიტების მფლობელსა,
რომ თავის უშნო ენითა ვერას ვაგონებ მშობელსა?!
ბულბულისათვის გალობა დაუწუნია რომელსა?
მარგალიტების მფლობელი ენასა ხმარობს ღონედა,
და როცა მარგალიტს სთესავს,ან თუ ააგებს ყორედა,
მაინც ის არი,რაც არი,ჭორები მოაშორეთა!
იქნებ,მე,ჩემმა ენამა,სამშობლო დავაღონეთა?
ფრთები შევკვეცეთ ოცნებას,დავამხეთ,დავამონეთა?
უვარგისობის მიზეზი ფშავლობა არის სწორედა.
მიძღვნილი არი მთის მიერ,ჩამოტანილი ქარისა,
რატომ არ ჰგუობს არ ვიცი ამ ჰანგს ბუნება ბარისა?
აქაც ხომ ქართველები ვართ,ყვავილი აქაც ჰყვავისა,
ხატად ჰყავ,სალოცავ ხატად,მთიელთ სამშობლო თავისა.
და ენა მთისა სიმტკიცით მსგავსია კლდისა სალისა,
იქნებ,აკლია,არ ვიცი ამ ლომს სინაზე ქალისა?
ამისთვის დასაგმობია და წასაღები წყალისა?!
კაცი მეტყველი,მგრძნობელი,ცხოვლად ამხელი თვალისა,
ამგვარის ამბის მოწამე,შევდრკე,დავმინჯდე ლამისა.
მაინც წინ მივალ,მაინცა,არ მეშინიან შარისა,
გულს მისვენია ხატადა ენა მთისა და ბარისა.
მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ,თუა ქართულის გვარისა.
მოთაყვანე ვარ ყოვლისა იმათ ტკბილის და მწარისა.
სხვა რა მაშინებს,ისა ვსთქვათ,დამხშობი მზის და მთვარისა,
სამშობლოს დამამხობელი და გამომჯრელი კარისა...
სჯობს,რომ იმაზე ვიტიროთ,მუდამ მთქმელი ვარ ამისა.
ნუ შეგაშინებთ არ გავნებსთ მთიდან ყვირილი ხარისა".

მარინე ელიზბარაშვილი

04/08/2025

(ვიდეო) შავი ზღვის სანაპიროზე ორი გიგანტური ქარბორბალა გამოჩნდა – გამაოგნებელი ვიდეო
იხილეთ პირველი კომენტარი

03/08/2025

Лайки: 1408. Комментарии: 79. «შეუძლებელია ემსახურო ფულს. და უფალს»

31/07/2025

მსოფლიოს კლიმატს უცვლიან ათას ქიმიურ მძიმე მეტალს უშვებენ ჰაერში! 😞 5g წვავს ჟანგბადს!ხე ტყის განადგურება იგივეა რომ ჟანგბადის დეფიციტს ქმნიან,აწყობენ!რადგან ხე ტყე ანეიტრალებს ჰაერს და გამოყოფს ჟანგბადს.ზოგან პიტარდები ააფეთქეს,ზოგან მასკის რაკეტა ვერ აფრინდა კოსმოსში და გასკდა რომელიღაც სახელმწიფოში.ესპანეთი.სომხეთი.საბერძნეთი.თურქეთი “პაჟარია”.რუსეთში მიწისძვრა მოხდაა.ამერიკაში წყალდიდობა.ჩინეთში წყალდიდობა.კიდე რომელოღაც ქვეყანაში ურაგანია.ლავამ ამოხეთქა სადღაც.მთელი.ჯოჯოხეთი დედამიწაზეა.ჩვენ კიდე გვძინავს და ამ ქოც ნაცების დადგმულ სპექთაკლებს ვუყურებთ.და ყურებჩამოყრილი ვუსმენთ!და გვჯერავს((( უნდა გავერთიანდეთ რომ საქართველო გადავარჩინოთ ყველაფერი ცუდისგან.რადგან მტრის ხელში ვართ!და სახლშია დიდი მტერი,მსოფლიო ბანკის ფიგურანტია ბიძინა და იუდეველია…და სულ ფერება ფერებით ძირს გვითხრიან!

26/07/2025

სულ გადავიდა ზოგი ჭკუიდან.მამა პაისი იძახდა რომ დადგება დრო და ადამიამები შეიშლებიან,ვინც გონიერია იმას აბუჩად აიგდებენ,ვინვ გიჟია იმას გონივრად ჩათვლიან.აი სადღაც მაგ დროში ვცხოვრობთ ზუსტად :( “იდიოტოკრატია”ფილმის სახელწოდებაა; კი ფანტასტიკა დროის მანქანა და რამე,მაგრამ აზრიანი ფანტასტიკა.უყურეთ თავისუფალი დრო თუ გაქვთ,მაგარი აზრიანი ფანტასტიკა კომედიაა,და ბევრ რამეს მიხვდებით თუ რახდება დღეს,მსოფლიოს ყველა ქვეყნებში! და მაგ დროის მანქანას შეხედეთ როგორც სწავლა განათლებას…
ანუ ალეგოლიური დაკავშირება,ეგ დროის მანქანა.მთელი მსოფლიო კინონინდუსტრია კაპიტალისტების ხელშია.და ფილმებით,სიმართლეს გადმოგვცემდნენ,წინ და წინ.ოღონდ ფანტასტიკის სახით! :(

Address

Tbilisi

Telephone

+995597777877

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when number.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to number.ge:

Share