30/04/2025
საკონსულტაციო ორგანიზაცია Green Advisors (შპს „მწვანე მრჩევლები“) გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას გარემოს დაცვის სფეროში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში (გზშ), ეკოლოგიური რისკების მართვაში, ნებართვების მიღებაში, რესურსების მდგრადი გამოყენების დაგეგმვაში და სხვა საკონსულტაციო მომსახურებაში.
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ეკოლოგიური სტანდარტების დაცვას, ბიზნესისა და სამთავრობო სექტორის ეკოლოგიურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებას და ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას.
ჩვენი სერვისებია: გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ). გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული სკრინინგის, სკოპინგის და გზშ-ის ანგარიშების მომზადება; ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მომზადება; გარემოსდაცვითი ნებართვების მიღებაში მხარდაჭერა; ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის მონიტორინგი; ნარჩენების მართვის გეგმების და პოლიტიკის შემუშავება; ბიომრავალფეროვნების შეფასება და მართვა; სოციალური გარემოზე ზემოქმედების შეფასება; გარემოსდაცვითი აუდიტი; მდგრადი განვითარების სტრატეგიების დაგეგმვა; კლიენტზე მორგებული ტრენინგები გარემოსდაცვით თემატიკაზე; სხვადასხვა პროფილის საველე და კამერელური კვლევების ჩატარება; გარემოსდაცვით სფეროში სამართლებრივი მომსახურება; ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის წარმოება;
ჩვენთან თანამშრომლობით მიიღებთ ინდივიდუალურად მორგებულ, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს.