29/07/2026
ქორწილის შემდეგ მესენჯერებში მიმოფანტული, ხარისხდაკარგული ფოტოების შეგროვება წარსულს ჩაბარდა. Relive არის შენი ქორწილის ციფრული არქივი, რომელიც სტუმრების მიერ გადაღებულ ყველა ემოციას ერთ, საერთო სივრცეში აერთიანებს.
წარმოიდგინე: მეორე დღესვე, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, შენს ტელეფონშია ასობით ცოცხალი, დაუმუშავებელი კადრი, რომლებიც შენმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გადაიღეს ✨
როგორ მუშაობს Relive?
📷 მარტივი პროცესი აპლიკაციის გარეშე:
სტუმრები უბრალოდ ასკანერებენ QR კოდს ან ხსნიან ბმულს და წამებში ტვირთავენ თავიანთ ფოტოებსა და ვიდეოებს, ყოველგვარი რეგისტრაციისა და აპლიკაციების გადმოწერის გარეშე.
⭐ საუკეთესო კადრების სორტირება:
გალერეაში შეგიძლია კადრები "შენახვის" მიხედვით დაალაგო, რის შედეგადაც სტუმრების მიერ ყველაზე მეტად შენახული და გამორჩეული ფოტოები პირდაპირ წინა პლანზე გამოჩნდება.
☁️ სტუმრების წვდომა და ჩამოტვირთვა:
თუ შენ, როგორც მასპინძელი, ამის უფლებას გასცემ, შენს სტუმრებსაც შეეძლებათ საერთო ალბომის ნახვა და მოგონებების საკუთარ ტელეფონებში ჩამოტვირთვა.
💎 ორიგინალი ხარისხი: კადრები ატვირთვიდან 30 დღის განმავლობაში სრული რეზოლუციით ინახება, რათა მათი გადმოწერა ხარისხის დაკარგვის გარეშე შეძლოთ.
♾️ სამუდამო მეხსიერება: შენი შექმნილი ალბომი პლატფორმაზე სამუდამოდ დარჩება, ეს მოგონებები არასდროს წაიშლება.
🔒 კონფიდენციალურობის კონტროლი:
მხოლოდ შენ წყვეტ, ვის ექნება ატვირთვის ან ნახვის უფლება, რაც ალბომს მაქსიმალურად დაცულს ხდის.
1 მოგონება, ასობით სტუმარი, ათასობით ფოტო და ვიდეო 🥂
შენი ქორწილის ციფრული არქივის შესაქმნელად და დეტალების გასაგებად, მოგვწერეთ!