Hiart საიტის აწყობა თანამედროვე უფასო და პრემიუმ კლასის დიზაინებით.სეო მომსახურება.

Wix-ის ინოვაციები:AI Business Launcher: Wix-მა დანერგა AI Business Launcher, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ბიზნეს საიტე...
30/05/2025

Wix-ის ინოვაციები:

AI Business Launcher: Wix-მა დანერგა AI Business Launcher, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ბიზნეს საიტების სწრაფად და ეფექტურად შექმნაში.

AI ვიდეოების შექმნა: 2025 წლის მაისში, Wix-მა შეიძინა AI ვიდეოების შექმნის სტარტაპი Hour One, რაც პლატფორმას საშუალებას აძლევს, მომხმარებლებს შესთავაზოს გენერაციული AI ვიდეოების შექმნის შესაძლებლობა.

გავრცელებული ტენდენცია, რომ ბიზნესპროცესები უნდა იყოს გაციფრულებული, თავად ციფრული ხელსაწყოების შემქმნელთა შორისაც აჩენს...
20/05/2024

გავრცელებული ტენდენცია, რომ ბიზნესპროცესები უნდა იყოს გაციფრულებული, თავად ციფრული ხელსაწყოების შემქმნელთა შორისაც აჩენს კონკურენციას. ახალ-ახალი გადაწყვეტები ყოველდღიურად ჩნდება და ყველა გვეუბნება, რომ თუ ჩვენი ბიზნესის ონლაინ სივრცეში წარმატებით განთავსება გვინდა, სწორედ ის ერთადერთი უნდა ავირჩიოთ.

ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დუეტია Wix Vs WordPress, რომლებიც საკმაო პოპულარობით სარგებლობენ მომხმარებელში. პირველ რიგში, გავერკვეთ, რა არის ან ერთი ან მეორე.

WIX

ეს არის პაკეტების ნაკრები, რომლის ძირითადი მიმართულებაც ვებსაიტების აწყობაა. ის გთავაზობთ შაბლონებს, რომლითაც კოდის წერის გარეშე შეგიძლიათ, შექმნათ თქვენი ვებგვერდი სხვადასხვა საჭიროებისთვის. მაგალითად, თუ ხართ მუსიკოსი, დიზაინერი, ფოტოგრაფი და თვითგამოხატვა გჭირდებათ, რასაც ფაილში კი არ განათავსებთ, არამედ საიტის ბმულად მიაბამთ სოციალურ ქსელებს, მაშინ WIX ამისთვის შესანიშნავი ვარიანტია.

WordPress

WordPress არის ღია კოდის, ვებგვერდის შექმნის ინსტრუმენტი, დაწერილი პროგრამირების ენაზე PHP. ის ლიცენზირებულია ზოგადი საჯარო ლიცენზიით, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერს, არა მხოლოდ გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა, არამედ შეცვალოს იგი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად და გაუზიაროს ეს ცვლილებები სხვებს.

მისი შექმნის იდეა თავიდანვე ის იყო, რომ იგი გამოეყენებინათ დამწყებ პროგრამისტებსაც და გამოცდილებსაც. დამწყებთათვის არის გამზადებული საიტის უფასო თემები, რომელთა კონფიგურაციაც შეიძლება კოდის წერის გარეშე. იმ ხალხისთვის კი, რომლებსაც აქვთ ვებსაიტის დიზაინისა და დეველოპმენტის გამოცდილება, WordPress წვდომას ხსნის პროგრამული უზრუნველყოფის ყველა ნაწილზე, მათ შორის სკრიპტებზე, რათა ის მორგებული იყოს ნებისმიერი საიტის საჭიროებებზე.
Wix-იცა და WordPress-იც, ორივე მარტივი და თანამედროვე საიტის ასაწყობი ხელსაწყოა, მაგრამ რის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს ბიზნესმა, WIX სჭირდება თუ WORDPRESS?

პირველ რიგში, ბიზნესმა უნდა გაიგოს, როგორი საიტი სჭირდება, ძირითადად რამდენიმე ტიპს გამოვყოფ:
სტატიკური საიტი

შედგება გვერდებისგან, სადაც ინფორმაცია დიდად არ იცვლება, მაგალითად: „ჩვენ შესახებ“, „სერვისები“, „კონტაქტი“, „გალერეა“. თუ კომპანია ახალი დაფუძნებულია, ბიუჯეტიც ბევრი არ აქვს და სურს მხოლოდ ერთხელ განათავსოს ინფორმაცია, სადაც ინფორმაცია იშვიათად შეიცვლება, ვურჩევდი Wix-ს. თუ ოდნავ უფრო დიდი ბიზნესია და სჭირდება უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ სტატიკური ტექსტის განთავსება, ვურჩევდი WordPress-ზე აიწყოს საიტი. ათობით ათასი მზა შაბლონი არსებობს WordPress-ზე და მისი ათვისება ბევრად მომგებიანი იქნება კომპანიისთვის.

პორტფოლიო

სტატიკურ გვერდებთან ერთად ნამუშევრების განთავსების საშუალება, რომლებიც ცალკე გვერდზე იხსნება დეტალური აღწერით. ასეთებია მაგალითად: სარეკლამო ან არქიტექტურული სააგენტოები, ვებსტუდიები და ა.შ. მათ შემთხვევაში ბიუჯეტზე გავაკეთებდი აქცენტს, თუ ბიუჯეტის გამოყოფა შეუძლიათ WordPress-ის საიტისთვის, აუცილებლად ვურჩევდი ამ გადაწყვეტილებას, ხოლო თუ ახალი კომპანიაა, Wix-ზე დაწყებაც მოსულა, რომელიც თვეში რამოდენიმე ათეული ლარი ჯდება.

ონლაინ მაღაზია

თუ გჭირდება პროდუქციის მართვა, კატალოგები, ონლაინ გადახდები, ნაშთების მართვა, მომხმარებლის პანელი, ბევრი პროდუქტის განთავსება და ა.შ. აუცილებლად WordPress-ზე უნდა აეწყოს. Wix-ზე დაბრკოლებაა ქართული ბანკების ინტეგრაცია, აქეთ კი ყველა ბანკის მოდული პირდაპირ იყიდება და ლეგოს ნაწილივით შეგიძლია დაამატო საიტზე.
რატომ ურჩევ მცირე ბიზნესებს wordpress-ის ან wix-ის გამოყენებას?
3 მიზეზი, რატომაც ვურჩევ: მარტივია, ბიუჯეტურია, სანდოა. მსოფლიოში არსებული საიტების 43% WordPress-ზე მუშაობს, ფაქტობრივად, ყოველი მეორე საიტი, სადაც შედიხართ ამ სისტემაზეა აწყობილი (საქართველოში სავარაუდოდ ყოველი 5 საიტიდან 4 WordPress-ზეა). Wix-ს კი ბაზრის 1.3% უჭირავს. მზა პლატფორმები რითაც მომწონს, არის ის, რომ მათი გატეხვა თითქმის შეუძლებელია, განახლებები ყოველთვის მოდის, ოპტიმიზირებულია საძიებო სისტემებთან და სამართავად მარტივია. რასაც ვერ ვიტყვი თავიდან ბოლომდე დეველოპერების მიერ დაწერილ, custom აწყობილ საიტებზე, რომლებსაც გამუდმებით სჭირდება ტექნიკური მხარდაჭერა და დეველოპერული გუნდი.

ყოველთვის, როდესაც მეკითხებიან, თუ რაზე უნდა გააკეთონ საიტი, მარტივად ვუხსნი, რომ თუ კომპანია არ არის რთული ტექნოლოგიური სტარტაპი, როგორებიცაა tkt.ge ან ss.ge, ნებისმიერი გადაწყვეტილება გარდა მზა პლატფორმებისა (WordPress, Wix, Shopify) შეცდომა მგონია, რადგან ბიუჯეტურად 10-ჯერ მეტი ჯდება მათი დამზადებაცა და შენახვაც. ქართული ბაზარიც ნელ-ნელა ხვდება, რომ მზა პლატფორმაზე გაკეთებული საიტი ბევრად მომგებიანია. არა მარტო მცირე ბიზნესი, არამედ მრავალმილიონიანი კომპანიებიც.
ინფორმაცია აღებულია www.marketer ge - დან

სათვალთვალო კამერების მაღაზია www.longse.ge - დამზადებულია wordpress პლათფორმაზე
19/05/2024

სათვალთვალო კამერების მაღაზია www.longse.ge - დამზადებულია wordpress პლათფორმაზე

გადამისამართება/ redirect  - ეს არის შესაძლებლობა კონკრეტული საიტის ლინკი გადავამისამართოთ ჩვენთვის სასურველ ვებ გვერდზე...
29/04/2024

გადამისამართება/ redirect - ეს არის შესაძლებლობა კონკრეტული საიტის ლინკი გადავამისამართოთ ჩვენთვის სასურველ ვებ გვერდზე.

საიტი დამზადებულია WIX ძრავზე - ✅www.georidersshop.ge
26/04/2024

საიტი დამზადებულია WIX ძრავზე - ✅
www.georidersshop.ge

საიტის დაწინაურება გუგლის საძიებო სისტემაში პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გაქვთ ოპტიმიზირებული თქვენი საიტი. ასე...
23/04/2024

საიტის დაწინაურება გუგლის საძიებო სისტემაში პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გაქვთ ოპტიმიზირებული თქვენი საიტი. ასევე საჭიროა ბუნებრივი ბექ ლინკები სხვადახვა ძლიერი საიტებიდან.
ჩვენ გთავაზობთ მაქსიმალურად უზრუნველყოთ საიტის SEO ოპტიმიზაცია, ასევე უზრუნველყობთ მის პოპულარიზაციას სხვადასხვა პლატფორმაზე.
ჩვენი კომპანია მუშაობს სეო ოპტიმიზაციის მხოლოდ სუბთა მეთოდზე, რომელიც არის ერთადერთი უტყუარი მეთოდი საიტის პოპულარიზაციისთვის.https://hiart.site/seo/

Address

საქართველო
საქართველო

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Hiart posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Hiart:

Share

Category